Cocarboxylase - კოკარბოქსილაზა 50მგ 5 ამპულა
შემადგენლობა
1 ამპ
კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი. . . . . . 50 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
კოკარბოქსილაზა წარმოადგენს კოფერმენტს, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინიდან. მას გააჩნია მარეგულირებელი ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებზე, ძირითადად ცვლის პროცესებზე. იგი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში კოენზიმის სახით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების ცვლაში, კერძოდ, კეტომჟავების ჟანგვით დეკარბოქსილირებაში (პიროყურძნის, ალფა-კეტოგლუტარის და სხვა), ასევე გლუკოზის პენტოზოფოსფატურ დაშლაში. პრეპარატი იწვევს ორგანიზმში რძის და პიროყურძნის მჟავების კონცენტრაციის შემცირებას, აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას. იგი იწვევს ნერვული ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.
ჩვენებები
დიაბეტური აციდოზი, ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი, დიაბეტური და ღვიძლის კომა, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პერიფერიული ნევრიტები, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში, იშვიათად _ კანქვეშ, ან ინტრავენურად. დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50-100 მგ-ს ერთხელ დღეში. თუ საჭიროა შესაძლებელია აღნიშნული დოზის განმეორებითი შეყვანა.
დოზა ბავშვებისათვის - 25-50 მგ ერთხელ დღეში (ასაკის შესაბამისად).
მკურნალობის კურსი შეადგენს 15-30 დღეს.
შაქრიანი დიაბეტის დროს (აციდოზი, კომა) დღეღამური დოზა შეადგენს 100 მგ-1 გ-ს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
კოკარბოქსილაზა აძლიერებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტონურ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 5-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account