კინდინორმი A - Kindinorm A გრანულები 20გ

განსაკუთრებული ფასი 26,18 GEL რეგულარული ფასი 27,56 GEL
მარაგშია
SKU
90148_2002

ჩვენება: ქცევითი დარღვევები ბავშვებსა და მოზრდილებში ყურადღების და კონცენტრაციის დეფიციტი, ძილის დარღვევები.

კინდინორმი ა

(KINDINORM® А)

სავაჭრო დასახელება

კინდინორმი ა (KINDINORM® А)

სამკურნალო ფორმა

გრანულები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს.

შემადგენლობა

10 გ გრანულები (ზომა 5) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:  Chamomilla D12 25 მგ, Valeriana D6 25 მგ, Kalium phosphoricum   D6 25 მგ, Staphisagria D12 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  საქაროზა.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სფერული გრანულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰომეოპათიური თერაპია მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებენ მისი თვითაღდგენის უნარს. ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებაზე ორგანიზმის პასუხი ძალიან ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

გამოყენების ჩვენებები

ქცევითი დარღვევები ბავშვებსა და მოზრდილებში ყურადღების და კონცენტრაციის დეფიციტით, ნერვული აგზნებადობით, მოძრაობის ჰიპერაქტივობით, სწავლის სირთულეებით, ძილის დარღვევით და ზოგადი სისუსტის მდგომარეობებით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

არ არის რეკომენდებული პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. 

უმჯობესია გრანულების მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. 

თუ თქვენს ექიმს უთქვამს, რომ თქვენ გაქვთ/თქვენ ბავშვს აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან  საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის დროს.

კინდინორმი ა არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემთა არასებობის გამო.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

-         თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 8 კვირის განმავლობაში,

-         დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა ფარმაცევტული პრეპარატების მსგავსად, კინდინორმი ა ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. 

ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვს აძლევენ, ცოტა ხნის წინ აძლევდნენ ან შეიძლება მისცენ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები:  2 გრანულა 1–3–ჯერ დღეში

6 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:  3 გრანულა 1–3–ჯერ დღეში

12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები:  5 გრანულა 1–3–ჯერ დღეში

მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს ჩივილიბის შემცირების შესაბამისად.

გამოყენების წესი

გრანულები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში. პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია გრანულების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.  

გრანულების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

არ მისცეთ ბავშვს გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ჭარბი დოზირებისას შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

გვერდითი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის.

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს დროებით შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება 

დადგენილი არ არის. 

შეფუთვა

20 გ გრანულები ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა

5 წელი. 

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ  ვარგისია 12 თვის განმავლობაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy