კალცემინი - Calcemin სილვერი 30 ტაბლეტი
ჩვენება: ოსტეოპოროზის და სხვა კალცი დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკა.
კალცემინ სილვერი (CALCEMIN® SILVER)
სავაჭრო დასახელება
კალცემინ სილვერი
წამლის ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები
აღწერილობა
ოვალური, ღია ნაცრისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაზოლით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 500მგ, ვიტამინ D3 400 სე, მაგნიუმი 40მგ (მაგნიუმის ოქსიდი), თუთია (თუთიის ოქსიდი) 7,5მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 1მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1,8 მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 250მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სტეარინმჟვა (E570), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572).
გარსი: ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სილიკატი (E553a), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), მინერალური ზეთი (E905), FD&C ლურჯი №2 ლაქი (E132), FD&C ყვითელი №6 ლაქი (E110).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატი. კალციუმის და ვიტამინ D-სთან და/ან სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმი ძვლოვანი ქსოვილისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის გარდაქმნის (რემოდელირებას) პროცესებს პირველი ტიპი კოლაგენისა და ოსტეობლასტების მომატებული სინთეზის გზით. აუმჯობესებს ძვლის ხარისხს, ოსტეოკლასტების აქტივობის დათრგუნვით. კალციუმის და ვიტამინ D-ს მიღება პარათირეოდული ჰორმონის (PTH) გამოყოფას ამცირებს, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და ერთ-ერთი მიზეზია ოსტეოპოროზის განვითარებისა (ძვლის რეზორბცია). მაგნიუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში. თუთია 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორია, რომლებიც მონაწილეობენ ცილების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უჯრედების ზრდაზე და აღდგენაზე. სპილენძი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის აუცილებელი ცილების კოლაგენისა და ელასტინის შენებაში, რომლებიც ძვლისა და ხრტილის ქსოვილის მატრიცას ქმნიან. მანგანუმი ახდენს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის ნორმალიზებას, რომლებიც აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებისათვის. ბორი პარათირეოიდული ჰორმონების აქტივობას არეგულირებს, რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და ვიტამინ D-ს ცვლაში.
გამოყენების ჩვენებები
ოსტეოპოროზის და სხვა კალცი დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობა, როდესაც დიაგნოსტირებულია კალციუმის და ვიტამინ D-ს დეფიციტი.
რისკის შემცირება და სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა კალციდეფიციტური მდგომარეობებისას 50 წლის ზემოთ პირებში.
გამოყენების მეთოდი და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება.
ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში: დოზის კორექცია არ საჭიროებს.
თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი კალცემინ სილვერი თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება.
ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.
გვერდითი მოქმედებები
რეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირე უცნობია (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.
იშვიათად გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობდა შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით, მათ შორის ასთმის სინდრომით, კანის და/ან სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, შეშუპებას, კანის შეწითლებას, ქავილს, ფილტვის არაკარდიოგენულ შეშუპებას. ძალიან იშვიათად იტყობინებოდნენ მძიმე რეაქციების, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის შესახებ.
ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ვიტამინ D-ს ჰიპერვიტამინოზი (ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. არსებული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ წარადგინოთ არასასურველ რეაქციებზე მონაცემები სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მივიღოთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ: ჰიპერკალციემიისას და/ან მდგომარეობისას, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალციემიას (მაგ: სარკოიდოზი, ავთვისებიანი ახალწარმონაქმენები, პირველადი ჰიპერპარათირეოზი), ჰიპერკალციურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-კენჭოვანი დაავადება; D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება შეიძლება მიმდინარეობდეს გვერდითი ეფექტების მსგავსი სიმპტომებით.
კალციუმისა და ვიტამინ D-ს მიღებისას, იმ დოზებით, რომლებიც აღემატება 2500მგ კალციუმს და 4000სე/დღეში ვიტამინ D-ს შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიური ეფექტი.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალციემია ან მდგომარეობა, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან, თირკმლის უკმარისობა და/ან ნეფროლითიაზისაკენ მიდრეკილება, კალციუმისა და ვიტამინ D-ს მცირე დოზებში მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიური ეფექტი.
კალციუმისა და ვიტამინ D-ს მწვავედ ან ქრონიკულად დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვიტამინი D-ს ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, ჰიპეკალციურია და ჰიპერფოსფატემია.
შედეგად ვითარდება თირკმლის უკმარისობა, ,,რძე-ტუტოვანი სინდრომი“, სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, მათ შორის კალცინოზიც, რასაც მივყავართ ნეფროკალცინოზთან და ნეფროლითიაზთან.
არასპეციფიური პირველადი სიმპტომები, როგორიცაა უცაბედად განვითარებული თავის ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, გულისრევა და ღებინება) შესაძლებელია მიუთითებდეს მწვავე ზედოზირებას.
თუ ვითარდება მსგავსი სიმპტომები უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.
ლაბორატორიული და კლინიკური ინტოქსიკაციის და ჰიპერკალციემიის გამოვლინება შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ანორექსია, სხეულის მასის კლება, ადვილი გადაღლა, ცხელება, პოლიურია, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, გულის რითმის დარღვევები, ფსიქიური აშლილობები, პოლიდიფსია, პოლიურია და სხვა მინერალების შეწოვის გაუარესება, სისხლის პლაზმაში ასპარტატამინოტრანსფერაზის და ალანინამინოტრანსფერაზის მომატება.
ქრონიკულმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ორგანოების კალციფიკაცია ჰიპერკალციემიის შედეგად. ძალიან მაღალმა ჰიპერკალციემიამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების შეუქცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, კომა და ლეტალური შედეგი.
შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ჭარბი სითხის მიღება, დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით, რეჰიდრატაცია, მარყუჟოვანი დიურეტიკები, ბიფოსფონატები, კალციტონინი და კორტიკოსტეროიდები.
აუცილებელია შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის, თირკმლის ფუნქციის და დიურეზის კონტროლი.
მძიმე შემთხვევებში ეკგ-ს და ცბდ-ს კონტროლი.
სიფრთხილის ზომები
იმისათვის რომ არ მოხდეს დღიური დოზის გადაჭარბება კალციუმისა 2500მგ და ვიტამინი D 4000 სე/დღეში, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები, გასათვალისწინებელია ორგანიზმში ელემენტების სხვა წყაროებიდან მოხვედრა (მაგალითად საკვებით).
მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლის შრატში და შარდში განისაზღვროს კალციუმის დონე.
კალციუმისა და ვიტამინ D-ს კომბინირებული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა შრატის კალციუმის კონცენტრაციის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი, სისხლის შრატში კრეატინინის შემცველობის განსაზღვრის მეშვეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, კალციუმის არხების ბლოკატორებს და/ან თიაზიდურ დიურეტიკებს, ასევე, იმ პაციენტებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ კენჭოვანი დაავადებების განვითარებისკენ.
თუ 7,5 მმოლ-დღეში (300მგ/დღეში) მეტი დოზის მიღებისას გამოვლინდა ჰიპერკალციემია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კალციურია საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღების შეწყვეტა.
იმობილიზირებულ პაციენტებში კომბინირებული პრეპარატები ინიშნება სიფრთხილით, ჰიპერკალციემიის განვითარების მაღალი რისკის გამო.
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს, რაც ყურადსაღებია ნატრიუმ-კონტროლირებადი დიეტის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
კალციუმის პრეპარატების მიღებამ შესაძლებელია დააქვეითოს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციის პროცესი (ანტიბიოტიკების ჩათვლით, (მაგალითად: ტეტრაციკლინი, ქინოლონები, ზოგიერთი ცეფალოსპორინები) და ანტივირუსული პრეპარატები, პროტეაზას ინჰიბიტორები, ელთრომბოპაგი) კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. ამასთან, კალციუმის აბსორბცია შესაძლებელია დაქვეითდეს. პოტენციური ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამ პრეპარატების მიღებისას დაცული იყოს ინტერვალები, კალციუმის მიღებამდე 2 საათი ან 4-6 საათი მიღების შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. ლევოთიროქსინისა და კალციუმის პრეპარატებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4 საათი მიღებამდე ან მიღების შემდგომ. ფტორქინოლონებიმიღებამდე2-საათით ადრე ან მიღებიდან 6 საათის შემდეგ, ფოსფატები, ბიფოსფონატები -1 საათით ადრე მიღებამდე, ფტორიდები და რკინის პრეპარატები-3 საათით ადრე კალციუმის მიღებამდე.
ალუმინისშემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყენება ეფექტურობის შემცირების გამო არ არის რეკომენდებული.
თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ კალციუმის შარდით ექსკრეციას. ჰიპერკალციემიის მომატებული რისკის განვითარების გამო, თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ფუროსემიდთან და სხვა მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება ზრდის თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.
საგულე გლიკოზიდები და კალციუმის არხის ბლოკატორები: ჰიპერკალციემია ზრდის საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული ლეტალური არითმიის განვითარების რისკს, მაგალითად დიგოქსინი, და ამცირებს კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტურობას, როგორიცაა ვერაპამილი მოციმციმე არითმიისას. რეკომენდებულია პაციენტის სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი, ეკგ და კლინიკური მდგომარეობის შეფასება.
გლუკოკორტიკოიდები, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებებიაუარესებს კალციუმის იონების შეწოვას.
იონური ცვლის კუპრი (მაგალითად, ქოლესტირამინი), დიარეული საშუალებები, ორლისტატი შესაძლებელია დააქვეითოს ვიტამინ D-ს შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ურთიერთქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ინტერვალების დაცვა მიღებებს შორის, ვიტამინ D-ს მიღებამდე 2 საათი და მიღების შემდგომ 4-6 საათი.
კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ფენიტოინი ან ბარბიტურატები ზრდიან ვიტამინ D-ს გარდაქმნას მის არააქტიურ მეტაბოლიტად, რაც ამცირებს მის ეფექტურობას.
ვიტამინ A-სდა კალცემინ სილვერის ერთდროული გამოყენება ამცირებს ვიტამინ D3-ს ტოქსიურ ეფექტს.
საკვებ პროდუქტებთან და საკვებ დანამატებთან ურთიერთქმედება. მჟაუნას მჟავა, რომელიც შედის ისპანახში და რევანდში, და ფიტინის მჟავა (ბურღულეული) შეუძლიათ დათრგუნონ კალციუმის შეწოვის პროცესი. ამიტომ არ არის რეკომენდებული კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება, ისეთი საკვების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, რომელიც შეიცავს მჟაუნისა და ფიტინის მჟავებს.
კალციუმმა შესაძლებელია შეამციროს საკვებიდან რკინის, თუთიის და მაგნიუმის შეწოვა, რაც მხედველობაშია მისაღები ამ მინერალების დეფიციტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ პაციენტებში საკვებიდან მინერალების ინჰიბირება, კალციუმის პრეპარატის მიღება სასურველია ძილის წინ და არა ჭამის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ქრონიკული ზედოზირება საზიანოა ნაყოფისა და ახალშობილებისთვის.
ორსულობის დროს ჰიპერკალციემია ვიტამინ D-ს მაღალი დოზით მიღების შედეგია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ნაყოფისათვის: პარათირეოდული ჰორმონის დათრგუნვა, ჰიპოკალციემია, ტეტანია, ეპილეფსიური გულყრები და აორტალური სტენოზის სინდრომი, რომელთა სიმპტომები შეიძლება იყოს რეტინოპათია, ფსიქიკური განვითარების ან ზრდის შეფერხება, ასევე, შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება ახალშობილებში. ვიტამინ D და კალციუმი ექსკრეტირდება რძის მეშვეობით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა მართვასა და მექანიზმების მუშაობაზე
არ ახდენს გავლენას.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა
30, 60 და 120 ტაბლეტი მოთავსებულია თეთრი ფერის ცილინდრის ფორმის პოლიეთილენის მაღალი სიმკვრივის პლასტიკის ფლაკონში. პლასტიკის თეთრი თავსახური ხურავს ფლაკონს, თავსახურის ქვეშ ფლაკონის ყელი დაბეჭდილია ფოლგით, თავსახურის ზემოთ - დამცავი აპკი დამზადებული გამჭირვალე პოლიეთილისგან. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ : კალცემინი სილვერი 60 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account