იმუნოსილ ვირუფიქსი - Imunosil Virufix 90 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 71,57 GEL რეგულარული ფასი 75,34 GEL
მარაგშია
SKU
90149_2523

ჩვენება: ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან,ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს.

იმუნოსილი ® ვირუფიქსი

Imuno sil® Virufix

იმუნური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ის აქტიურია სიცოცხლის პირველივე წამებიდან. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტი - ეს არის ადამიანის ორგანიზმის რეაქცია გარემოს არასახარბიელო ფაქტორებზე. ჰიგიენა, სწორი კვება და აქტიური ცხოვრების წესი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. თუმცა, წლის გარკვეულ დროებში ან ცხოვრების ნორმალური პირობების ცვლილებისას, იმუნურ სისტემას შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დახმარება, მაგალითად, მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების კომპლექსი.

ბოლო სამეცნიერო მიღწევებისა და არსებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, მეცნიერები მუდმივად ეძებენ საუკეთესო კომბინაციას ჯანმრთელობისა და კარგი მდგომარეობისთვის. ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი იმუნიტეტისთვის არის იმუნოსილი® ვირუფიქსი. უახლესი თაობის უნიკალური, ბიოაქტიური კომპლექსი, რომელიც სრულფასოვნად შეითვისება და გამოიყენება, რაც კვერცეტინთან კომბინაციაში ქმნის უმაღლესი ხარისხის C ვიტამინის უნიკალურ კომპლექსს. პროდუქტის ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების სტაბილურობას, სწრაფ, ოპტიმალურ შეთვისებას და უფრო მოსახერხებელ გამოყენებას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. იმუნოსილი® ვირუფიქსის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას გაზრდილი დატვირთვისას. თუთია, ვიტამინი C და D ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თუთია და ვიტამინი C ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. თუთია ხელს უწყობს დნმ-ის და ცილების ნორმალურ სინთეზს. მელატონინი ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს (დადებითი ეფექტი მიიღწევა დაძინებამდე მინიმუმ 1 მგ მელატონინის მიღებისას).

 

რეკომენდებული სადღეღამისო დოზით

რეკომენდებული სადღეღამისო დოზით

 

შემადგენლობა და დოზირება

(2 წითელ კაფსულაში)

(1 ლურჯ კაფსულაში)

(სულ)

NRV*

ვიტამინი C

480 მგ

520 მგ

1000 მგ

1250%

კვერცეტინი

500 მგ

-

500 მგ

-

თუთია

13,3 მგ

6,6 მგ

19,9 მგ

199%

მელატონინი

-

1,95 მგ

1,95 მგ

-

ვიტამინი D3

67 მკგ

33 კგ

100 მკგ

2000%

NRV* - საცნობარო ინფორმაცია კვებით ღირებულებაზე

შემადგენლობა (წითელი კაფსულა): კვერცეტინის დიჰიდრატი, C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა), ჟელატინი (კაფსულის გარსი), ვიტამინი D3 (0,1 მსე/გ) (ქოლეკალციფეროლი), თუთიის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), რკინის ოქსიდი (კაფსულის გარსის საღებავი)

შემადგენლობა (ლურჯი კაფსულა): ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), ჟელატინი (კაფსულის გარსი), ვიტამინი D3 (0,1 მსე/გ) (ქოლეკალციფეროლი), თუთიის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), მელატონინი, რკინის ოქსიდი და ბრილიანტის ლურჯი (კაფსულის გარსის საღებავი).

გამოყენების წესი:

მოზრდილებში რეკომენდებულია 2 წითელი კაფსულის მიღება დღეში ერთხელ დილიდან და 1 ლურჯი კაფსულის მიღება დღეში ერთხელ დაძინებამდე 20 წუთით ადრე.

გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტზე; რეკომენდებული არ არის ორსულობის და ძუძუთი კვების დროს; ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებზე არ გამოიყენება, როგორც სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელი; არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება; რეკომენდებულია 18 წლის ასაკიდან; ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

ინახება ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy