Volantyl - ვოლანტილი 550მგ 56 ტაბლეტი

243,08 GEL
მარაგშია
SKU
70663_1958

ჩვენება: ვოლანტილი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც ხასიათდებიან დიარეული მუცლის ტკივილით, ნაწლავური სისტემის შეშუპებით და ცვლილებებით.

550 მგ აპკიანი გარსით დაფარულიტაბლეტი

პერორალური გამოყენება

აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.
დამხმარენივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 200, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, გლიცერინის დისტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილ გლიკოლი, რკინის წითელი ოქსიდი, დინატრიუმის EDTA.
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი სრულად, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი განმეორებით წაკითხვა
· თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის  სხვებს.
· ამ პრეპატის მიღებისას აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს, ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას.
· დაიცავით ამ საინფორმაციო ფურცელში მითითებული ინსტრუქციები ზუსტად. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
ამსაინფორმაციო ფურცელში მოცემულია:

1. რაარის და რისთვის გამოიყენება ვოლანტილი ?

2. რა უნდა იცოდეთ ვოლანტილის მიღების დაწყებამდე

3. როგორმიიღება ვოლანტილი?

 4. რაარისშესაძლოგვერდითიეფექტები?

5. როგორინახება ვოლანტილი?

1. რაარის და რისთვის გამოიყენება ვოლანტილი ?

 ვოლანტილი წარმოდგენილია პაკეტში ბლისტერით, რომელიც შეიცავს 56 გარსით დაფარულ ტაბლეტს, რომლებიც არიან ვარდისფერი ფერის, ოვალური, ღარების გარეშე და დაფარულია გარსით. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.

ვოლანტილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რიფაქსიმინს. ვოლანტილი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადება სახელწოდებით ღვიძლის ენცეფალოპათია. ღვიძლის ენცეფალოპათიის დროს, უეცრად ან ქრონიკულად ვითარდება  ღვიძლის უკმარისობა, და ღვიძლი ვერ სუფთავდება მავნე ნივთიერებებისაგან, რომლებიც მიდის ტვინში და იწვევს მენტალურ დაძაბულობას, აგრესიას, ცნობიერების დაბინდვას,  კუნთების სიმპტომებს, მეტყველების გაძნელებას და ამგვარი დარღვევებით გამოწვეულ კომას.

ვოლანტილი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც ხასიათდებიან დიარეული მუცლის ტკივილით, ნაწლავური სისტემის შეშუპებით და ცვლილებებით.

ვოლანტილის გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან უფრო ხშირად ლაქტულოზას (საფაღარათო) შემცველ პრეპარატებთან ერთად.

2. რა უნდა იცოდეთ ვოლანტილის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ვოოლანტილი: თუ

ხართ ალერგიული რეფაქსიმინის, მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკების (როგორიცაა რიფამპიცინი ან რიფაბუტინი) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ.
არ მიიღოთ ვოლანტილი მსგავს ანტიბიოტიკთან ერთად (როგორიცაა რიფამპიცინი ან რიფაბუტინი)
გამოიჩინეთ სიფრთხილე ვოლანტილის მიღებამდე, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემომოყვანილს:

როდესაც ღებულობთ ვოლანტილს, თქვენი შარდი შეიძლება გახდეს მოწითალო ფერის. ეს საკმაოდ ნორმალურია.
 მკურნალობამ ნებისმიერი ანტიბიოტიკით, მათ შორის რიფაქსიმინითაც,  შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დიარეა. ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ მძიმე დიარეა ვოლანტილის მიღების დროს ან მას შემდეგ, უნდა შეწყვიტოთ ვოლანტილის მიღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ.  
თუ თქვენი ღვიძლის პრობლემები მძიმეა, თქვენმა ექიმმა უნდა განახორციელოს ყურადღებით დაკვირვება.
თქვენი ექიმი განახორციელებს მონიტორინგს თქვენს შრატში ნატრიუმის და კალიუმის დონეების ცვლილებებზე.
თქვენი ექიმი განახორციელებს მონიტორინგს თქვენი სისხლის შედედების მდგომარეობაზე, რადგანაც რიფაქსინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ჩხირის რაოდენობის დაქვეითება, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს K ვიტამინის სინთეზში.
გამოიჩინეთ სიფრთხილე რიფაქსიმინის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა  ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესორული პრეპარატი), ვერპამილი (კარდიოვასკულური პრეპარატი), ამიოდარონი (გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატი).
გთხოვთ, მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, მაშინაც კი, როდესაც ზემოაღნიშნული დებულებები გეხებოდათ თქვენ ნებისმიერ დროს წარსულში.  

ვოლანტილისაკვებთანდა სასმელთან ერთად.

საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღებისას მისი ეფექტი არ იცვლება.

ორსულობა

მიმართეთექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის გამოყენების წინ.

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის ამ პრეპარატის მიღებამდე.

ცნობილი არ არის, შეუძლია თუ არა ვოლანტილს ავნოს თქვენს ნაყოფს. აქედან გამომდინარე, ორსულებში ვოლანტილი არ გამოიყენება.  

მკურნალობის პერიოდში თუ აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მეძუძურობა

მიმართეთექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის გამოყენების წინ.

ცნობილი არ არის, გადადის თუ არა რიფაქსიმინი დედის რძეში. ამიტომ ვოლანტილი არ გამოიყენება მეძუძურებში.

 ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

 როგორც წესი, ვოლანტილი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ზოგიერთ პაციენტში. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფრომაცია ვოლანტილში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ არ გაქვთ უკიდურესი მგრძნობიარობა ვოლანტილში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

  სხვა პრეპარატები და ვოლანტილი

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

- ანტიბიოტიკები (ინფექციების სამკურნალო პრეპარატები)

- ვარფარინი (პრეპარატი სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის)

 - ანტიეპილეფსიური (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები)

- ანტიარითმულები (გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები)

 - ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესორი)

- პერორალური კონტრაცეპტივები

თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლო დროს ღებულობდით რომელიმე რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მიიღება ვოლანტილი?

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზა:

რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენს მიერ მკურნალობის გაგრძელების საჭიროებას 6 თვის შემდეგ.

ვოლანტილი მიიღება ერთი 550 მგ-იანი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც ხასიათდებიან დიარეული მუცლის ტკივილით, ნაწლავური სისტემის შეშუპებებითა და ცვლილებებით. თუ თქვენი სიმპტომები კვლავ განმეორდება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ განმეორებითი მკურნალობა. 

მიღების მეთოდი:

ვოლანტილი მიიღება ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით.

სპეციფიკური გამოყენება:

ბავშვებში:

ვოლანტილი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. რიფაქსიმინი ბავშვებისა და მოზარდებისათვის არ ყოფილა შესწავლილი.

ხანდაზმულებში:

მონაცემები არ არსებობს.

თუ შენიშნავთ, რომ ვოლანტილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვოლანტილი

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვოლანტილი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ვოოლანტილის მიღება

მიიღეთ მომდევნო დოზა გრაფიკით განსაზღვრულ დროს. 

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ვოლანტილის მიღება

თუ თქვენ შეწყვიტეთ ვოლანტილის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, თქვენი სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ისევე, როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ვოლანტილის ინგრედიენტების მიმართ.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი წესით:  

ძალიან ხშირი: უვითარდება 10პაციენტიდან მინიმუმ 1 პაციენტს.

ხშირი: უვითარდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე  პაციენტს

არა-ხშირი: უვითარდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე  პაციენტს

იშვიათი: უვითარდება 10000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე  პაციენტს

ძალიან იშვიათი: უვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ  პაციენტს

უცნობია: არსებული მონაცემებით მოსალოდნელი არ არის.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ქვემოჩამოთვლილი შემთხვევებიდან  რომელიმე, შეწყვიტეთ ვოლანტილის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

არახშირი:

თუ გაქვთ სისხლდენა ყელში შეშუპებული სისხლძარღვებიდან (საყლაპავის ვარიკოზები).

 თუ თქვენ გაქვთ მძიმე დიარეა ამ მედიკამენტის გამოყენებისას ან მისი გამოყენების შემდეგ. ეს შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს ნაწლავური ინფექციით.

უცნობია (სიხშირე ვერშეფასდებაარსებული მონაცემების საფუძველზე):

თუ განგივითარდათ ალერგიული რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა ან ანგიონევროზული შეშუპება. სიმპტომები მოიცავს შემდეგს: სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება  და სუნთქვის გაძნელება.  თუ თქვენ გაქვთ რაიმე მოულოდნელი ან უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები. ეს შეიძლება გამოწვეული სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებით, რაც ზრდის სისხლდენის რისკს.  

ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენებია.  

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ვოლანტილის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში მოთავსება.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი:

დეპრესიული განწყობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
ქოშინი
ცუდად ყოფნის შეგრძნება
კუჭის ტკივილი ან შებერვა / შეშუპება
დიარეა
მუცლის ღრუში  სითხის დაგროვება (ასციტი)
გამონაყარი ან ქავილი
კუნთების კრუნჩხვა
სახსრების ტკივილი
კოჭების, ტერფების ან თითების შეშუპება
არა-ხშირი:

კანდიდოზები (როგორიცაა აფტოზური სტომატიტი)
საშარდე გზების ინფექცია (როგორიცაა ცისტიტი)
ანემია
მადის დაკარგვა
ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის მაღალი დონე)
ცნობიერების აბნევა
შფოთვა
ძილიანობა
უძილობა
წონასწორობის დარღვევის შეგრძნება
მეხსიერების დაკარგვა ან გაუარესება
ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაკარგვა
შეხების შეგრძნების დაქვეითება
კონვულსიები (კრუნჩხვები)
ალები
ფილტვების გარშემო სითხე (პლევრალური გამონაჟონი)
მუცლის ტკივილი
პირის სიმშრალე
კუნთების ტკივილი
შარდვის ჩვეულებრივზე უფრო გახშირება
ცხელება
შეშუპება (შეშუპება სხეულში ზედმეტი სითხის არსებობის გამო)
დაცემა
იშვიათი:

გულმკერდის ინფექციები, მათ შორის პნევმონია
ცელულიტი (კანქვეშა ქსოვილის ანთება)
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ცხვირის, პირის, ყელის)
რინიტი (ანთება ცხვირის შიგნით)
დეჰიდრატაცია (სხეულის მიერ წყლის დაკარგვა)
სისხლის წნევის ცვლილებები
სუნთქვის მუდმივი პრობლემები (როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი)
ყაბზობა
ზურგის ტკივილი
შარდში ცილა
საერთო სისუსტე
სისხლჩაქცევები
ტკივილი ოპერაციის შემდეგ.
უცნობია:

გულის წასვლა ან გულის წასვლის შეგრძნება
კანის გაღიზიანება, ეგზემა (კანის ქავილი, გაწითლება, სიმშრალე)
ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები (აღმოჩნდება სისხლის ანალიზით)
სისხლის შედედების ცვლილებები (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) (აღმოჩნდება სისხლის ანალიზით).
თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ სხვა სიმპტომებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.

5. როგორ ინახება ვოლანტილი

შეინახეთ ვოლანტილი ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-ზე დაბლა.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ვოლანტილი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ მიიღოთ ვოლანტილი თუ შეამჩნევთ პაკეტის ან პროდუქტის რაიმე დეფექტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა56
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy