ეტოზონი - Etozon 90მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების (ანთების ) შემცირებას სახსრებსა და კუნთებში.
ეტოზონი 90 მგ 28 ტაბლეტი
(ეტორიკოქსიბი)
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ინსტრუქცია, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
• თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი , თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში
1. რა არის ეტოზონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ სანამ მიიღებთ ეტოზონს
3. როგორ მივიღოთ ეტოზონი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შეინახოთ ეტოზონი
6. შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ეტოზონი და რისთვის გამოიყენება
- ეტოზონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ეტორიკოქსიბს .
· წარმოადგენს Cox-2 (ციკლოოქსიგენაზა-2)-ის შერჩევით ინჰიბიტორს. მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs).
· ეტორიკოქსიბი ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების (ანთების ) შემცირებას სახსრებსა და კუნთებში -16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ოსტეოართრიტით, რევმატოიდული ართრიტით, მაანკილოზებელი სპონდილიტით და ჩიყვით.
· ეტორიკოქსიბი ასევე გამოიყენება ზომიერი ტკივილის მოკლევადიანი მკურნალობისთვის სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.
რა არის ოსტეოართრიტი ?
ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება,რომლის დროსაც ძვლების სასახსრე ზედაპირზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილი თანდათანობით იშლება, რაც იწვევს შეშუპებას (ანთების ნიშანი), ტკივილს, ძვლების სასახსრე ზედაპირებს გასქელებას და ინვალიდობას.
რა არის რევმატოიდული ართრიტი ?
რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება. ის იწვევს ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას და მოძრაობის მზარდ კარგვას იმ სახსრებში, რომლებსაც აზიანებს. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ანთება სხეულის სხვა უბნებში.
რა არის პოდაგრა?
პოდაგრა არის უეცარი დაავადება, სახსრებში ძალიან მტკივნეული ანთების და სიწითლის განმეორებადი შეტევებით. მისი გამომწვევი არის სახსარში მინერალური კრისტალების ჩალაგება.
რა არის მაანკილოზებელი სპონდილიტი?
მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დაავადება.
ასევე, იხილეთ : ARCOXIA - არკოქსია 90მგ 28 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეთ ეტოზონის მიღებამდე
არ მიიღოთ ეტოზონი
თუ ხართ ალერგიული ეტორიკოქსიბის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
· თუ ხართ ალერგიული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, ასპირინისა და Cox-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები, პუნქტი 4).
· თუ გაქვთ კუჭის წყლულოვანი დაავადება , სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან.
· თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
· თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.
· თუ ხართ ან შეიძლება იყოთ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა (იხ. „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).
· თუ ხართ 16 წლამდე ასაკის.
· თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი.
· თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ იყო კონტროლირებადი მკურნალობით (გაამოწმეთ ექიმთან ან ექთანთან, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი არტერიული წნევა ადეკვატურად კონტროლდება) თუ ექიმმა დაადგინა გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა (ზომიერი ან მძიმე), სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში).
· თუ გქონიათ გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული არტერიული დაავადება (დარღვეული ცირკულაცია ფეხებში ან ტერფებში ვიწრო ან დახშული არტერიების გამო).
· თუ გქონიათ რომელიმე ტიპის ინსულტი (მათ შორის მიკრო ინსულტი,ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA). ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ინფარქტისა და ინსულტის რისკი, ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული იმ ადამიანებში, ვისაც ჰქონდა გულის პრობლემები ან ინსულტი.
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილიდან თქვენთვის მნიშვნელოვანია, არ მიიღოთ ეტოზონი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ეტორიკოქსიბის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
· გაქვთ კუჭიდან სისხლდენის ან წყლულოვანი დაავადების ანამნეზი.
· აღინიშნება დეჰიდრატაცია, მაგ: გახანგრძლივებული ღებინების ან ფაღარათის შემდეგ.
· აღინიშნება შეშუპება სითხის შეკავების გამო.
· გაქვთ გულის უკმარისობის ან სხვა სახის გულის დაავადების ანამნეზი.
· გაქვთ მაღალი არტერიული წნევის ანამნეზი. ეტორიკოქსიბს შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. დროდადრო შეამოწმეთ თქვენი წნევა.
· გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადების ანამნეზი.
· მკურნალობთ ინფექციას. ეტორიკოქსიბს შეუძლია შენიღბოს ან დამალოს ცხელება, რაც ინფექციის ნიშანია.
· გაქვთ დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან ხართ მწეველი. ამ ყველაფერმა შეიძლება გაზარდოს გულის დაავადების რისკი.
· ბრძანდებით ქალბატონი, რომელიც გეგმაც ორსულობას.
· ხართ > 65 წლის .
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენთან კავშირშია, ეტორიკოქსიბის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს, შეამოწმოთ არის თუ არა ეს სამკურნალო საშუალება თქვენთვის შესაფერისი.
ეტორიკოქსიბი თანაბრად კარგად მუშაობს ხანდაზმულ და ახალგაზრდა (მოზრდილ) პაციენტებში. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, ექიმმა სათანადოდ უნდა გააკონტროლოს მდგომარეობა და მოახდინოს დოზის კორექცია. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენევა ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ეტოზონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.
კერძოდ, თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მონიტორინგი, რათა შეამოწმოს ჩამოთვლილი მედიკამენტები მუშაობს თუ არა მართებულად ეტორიკოქსიბის მიღებისთანავე :
• მედიკამენტები, რომლებიც ათხელებს თქვენს სისხლს (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.
· რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).
· მეტოტრექსატი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად და ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს).
· ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები) ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი სახის დეპრესიის სამკურნალოდ).
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის საკონტროლოდ, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, მაგალითად ენალაპრილი, რამიპრილი, ლოზარტანი და ვალსარტანი.
· შარდმდენი საშუალებები.
· დიგოქსინი (გულის უკმარისობისა და არარეგულარული გულის რითმის სამკურნალო საშუალება).
· მინოქსიდილი (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ).
· სალბუტამოლის ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი (ასთმის სამკურნალო საშუალება).
· ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკი).
· ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი).
• ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა), კუჭის წყლულის განვითარების რისკი უფრო დიდია, თუ თქვენ იღებთ ეტორიკოქსიბს ასპირინთან ერთად.
• გულის შეტევის ან ინსულტის პროფილაქტიკისთვის ასპირინის
ეტორიკოქსიბთან ერთდ მიღება შესაძლებელია დაბალი დოზის ასპირინთან ერთად. თუ ამჟამად ღებულობთ ასპირინს დაბალი დოზით გულის შეტევის ან ინსულტის თავიდან ასაცილებლად, არ უნდა შეწყვიტოთ ასპირინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ მიიღოთ მაღალი დოზით ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ეტორიკოქსიბის მიღებისას.
ეტოზონისაკვებთან და სასმელთან მიმართებაში
ეტორიკოქსიბის ეფექტის გამოვლენა შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს საკვების გარეშე მიღებისას.
ორსულობა, ძუძთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
ორსულობის დროს ეტორიკოქსიბის ტაბლეტების მიღება არ შეიძლება. თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, არ მიიღოთ ეს პრეპარატი. თუ დაორსულდებით, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და გაესაუბრეთ ექიმს. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული ან გჭირდებათ დამატებითი კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ეტორიკოქსიბის მიღებამდე მიმართეთ ექიმს . თუ მიიღეთ ეტორიკოქსიბი, ძუძუთი კვება არ შეიძლება.
ფერტილობა
ეტორიკოქსიბის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.
ავტომობილის მართვა და მანქანა დანადგარებთან მუშაობა
თავბრუსხვევა და ძილიანობა აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს.არ მართოთ რომელიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალება, თუ გაქვთ თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
ეტოზონი შეიცავს ლაქტოზას
შეიცავს რძის შაქარს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეტოზონი შეიცავს ნატრიუმს
შეიცავს 1 მმ/ლ- ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო შემოგარსული ტაბლეტში, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
3. ეტოზონის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ თქვენი მდგომარეობისთვის რეკომენდებული დოზაზე მეტი. თქვენი ექიმი სურს დროდადრო გადახედავს თქვენი მკურნალობის მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც უმკლავდება ტკივილს და არ მიიღოთ ეტორიკოქსიბი საჭიროზე მეტ ხანს. ეს იმიტომ ხდება, რომ გულის შეტევისა და ინსულტის რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დოზების დროს.
ამ სამკურნალო პრეპარატს ხელეწიფება სხვადასხვა სიძლიერის ტკივილის დაძლევა. თქვენი დაავადების მიხედვით ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის ფორმას.
რეკომენდებული დოზა არის:
ოსტეოართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 30 მგ ერთჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება მაქსიმუმ 60 მგ-მდე ერთჯერ დღეში.
რევმატოიდული ართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 60 მგ ერთჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში იზრდება მაქსიმუმ 90 მგ-მდე ერთჯერ დღეში .
მაანკილოზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზა არის 60 მგ ერთჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში იზრდება მაქსიმუმ 90 მგ-მდე ერთჯერ დღეში.
მწვავე ტკივილის მოვლენები
ეტორიკოქსიბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს.
პოდაგრა
რეკომენდებული დოზა არის 120 მგ ერთჯერ დღეში, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს, მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში.
სტომატოლოგიური ოპერაციული ჩარევის შემდგომი ტკივილი
რეკომენდებული დოზა არის 90 მგ ერთჯერ დღეში, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში.
პირები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
· თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი დაავადება, არ მიიღოთ 60 მგ-ზე მეტი დღეში.
· თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი დაავადება, არ მიიღოთ 30 მგ-ზე მეტი დღეში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ეტორიკოქსიბი არ გამოიყენება ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში.
ხანდაზმულები
ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილე.
მიღების წესი
ეტორიკოქსიბი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. მიიღეთ ტაბლეტები დღეში ერთჯერ. ეტორიკოქსიბის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ თქვენ იღებთ საჭიროზე მეტ ეტოზონს
არასოდეს მიიღოთ ზედმეტი ტაბლეტი, ვიდრე ექიმი არ გირჩევთ. თუ თქვენ მიიღებთ ეტორიკოქსიბის ძალიან ბევრ ტაბლეტს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ეტოზონის მიღება
მნიშვნელოვანია ეტორიკოქსიბის მიღება ექიმის დანიშნულებით. თუ გამოტოვებთ დოზას, უბრალოდ განაახლეთ თქვენი ჩვეული მიღება მეორე დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უნვითარდება.
ნებისმიერი ამ ნიშნის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ეტოზონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:
· ქოშინი, ტკივილი გულმკერდში ან ტერფის შეშუპება ან ამ ნიშნების გაუარესდება.
· კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე ღვიძლის დაზიანების ნიშანი).
· კუჭის ძლიერი ან მუდმივი ტკივილი ან შავი განავალი.
· ალერგიული რეაქცია - რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის პრობლემებს, როგორიცაა წყლულები ან ბუშტუკები, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.
ეტორიკოქსიბით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში).
- კუჭის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში).
· ანთება და ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ.
· ფეხის ან ფეხების შეშუპება სითხის შეკავების გამო (შეშუპება).
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
· გულის ფრიალი (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), არარეგულარული გულის რითმი (არითმია).
- მომატებული არტერიული წნევა.
- ხიხინი ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი).
· ყაბზობა, შებერილობა (ჭარბი გაზები), გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), გულძმარვა, ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია) დისკომფორტი კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, საყლაპავი მილის ანთება, პირის ღრუს წყლულები.
- ღვიძლთან დაკავშირებული სისხლის ანალიზის ცვლილებები.
- სისხლჩაქცევები.
- სისუსტე და დაღლილობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები.
არახშირი გვერდითი მოვლენები(შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანი)
- გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს როგორც კუჭს, ასევე წვრილი ნაწლავის/კუჭის გრიპს), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია.
- ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება.
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციების ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს საკმარისად მძიმე და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას).
- მადის მომატება ან შემცირება, წონაში მატება.
- შფოთვა, დეპრესია, გონებრივი სიმკვეთრის დაქვეითება; დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა იმისა, რაც არ არის (ჰალუცინაციები).
- გემოს შეცვლა, ძილის უუნარობა, დაბუჟება ან ჩხვლეტა, ძილიანობა.
- მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება და სიწითლე.
- ყურებში შუილი, თავბრუსხვევა (ტრიალის შეგრძნება უძრაოდ ყოფნისას).
- გულის არანორმალური რიტმი (წინაგულების ფიბრილაცია), სწრაფი გულისცემა, გულის უკმარისობა, შებოჭილობის შეგრძნება, წნევის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდში (სტენოკარდია), გულის შეტევა.
- აალება, ინსულტი, მიკრო ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა), არტერიული წნევის მკვეთრი მატება, სისხლძარღვების ანთება.
- ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა.
- კუჭის ან ნაწლავის შებერილობა, ნაწლავის ჩვევების ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც შეიძლება გახდეს სერიოზული და გამოიწვიოს სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ანთება.
- სახის შეშუპება, კანის გამონაყარი ან კანის ქავილი, კანის სიწითლე.
- კუნთების კრუნჩხვა/სპაზმი, კუნთების ტკივილი/გამკვრივება.
- სისხლში კალიუმის მაღალი დონე, თირკმელთან დაკავშირებული სისხლის ან შარდის ტესტების ცვლილებები, თირკმელების მხრიც სერიოზული პრობლემები.
- ტკივილი გულმკერდის არეში.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში).
- ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, რაც შეიძლება იყოს საკმარისად მძიმე, და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას)/ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები შოკის ჩათვლით (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას).
- ცნოებიერების აშლილობა, მოუსვენრობა.
- ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტი).
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
- ღვიძლის უკმარისობა, კანის ან/და თვალების გაყვითლება (სიყვითლე).
- კანის მხრივ მძაფრი რეაქციები.
გვერდითი მოვლენების რეპორტინგი
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შეიძლება გაკეთდეს პირდაპირ ეროვნული რეპორტინგის სისტემის საშუალებით, რომელიც მოცემულია დანართში V. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. ეტოზონის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ წამალი საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეტოზონი
• აქტიური ნივთიერება არის ეტორიკოქსიბი. ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს <60 მგ> <90 მგ> ეტორიკოქსიბს.
• სხვა ინგრედიენტებია:მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E572), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), კალციუმის წყალბადოფოსფატი (E341)
ტაბლეტის საფარი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518).
ეტოზინი და შეფუთვა
ეტორიკოქსიბის ტაბლეტები ხელმისაწვდომია 2 ფორმით:
60 მგ თეთრი მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები (დაახლოებით 8 მმ) ამოტვიფრული "E9OX" ერთ მხარეს და "60" მეორე მხარეს.
90 მგ თეთრი მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები (დაახლოებით 9 მმ) ამოტვიფრული "E9OX" ერთ მხარეს და "90" მეორე მხარეს.
[შეფუთვის პროცედურა-სპეციფიკური შიგთავსის შესახებ ინფორმაციისათვის გთხოვთ იხ. წინამდებარე ინსტრუქციის პროცედურა-სპეციფიკური დანართები.]
შეფუთვის ყველა ზომა არ არის გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account