ესტრაკლინი გელი - Oestraclin Gel 0.6მგ/გ 80გ
ჩვენება: ბუნებრივი ან ქირურგიულად პროვოცირებული მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობა, მაგ. „ალები“, ღამის ოფლიანობა, უროგენიტალური დარღვევა (ატროფიული ვულვოვაგინიტი).
ესტრაკლინი 0,6 მგ/გ გელი
ესტრადიოლი
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას - შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა. - თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი. - თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. |
ინსტრუქციის შინაარსი
1. რა არის ესტრაკლინი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ესტრაკლინის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ესტრაკლინი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ოესტრაკლინი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ესტრაკლინი და რისთვის გამოიყენება
ესტრაკლინი ნაჩვენებია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისთვის (HRT) შემდეგ შემთხვევებში:
- ბუნებრივი ან ქირურგიულად პროვოცირებული მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობა, მაგ. „ალები“, ღამის ოფლიანობა, უროგენიტალური დარღვევა (ატროფიული ვულვოვაგინიტი).
- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა (ძვლის მასის დაკარგვა) მომავალში მოტეხილობების მაღალი რისკის მქონე ქალებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ მდგომარეობისთვის არსებული სხვა მედიკამენტების გამოყენება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ყველა არსებული მკურნალობის შესახებ.
ესტრაკლინი არ გამოიყენება გულის დაავადების პროფილაქტიკისთვის და კოგნიტური ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
ესტრაკლინი არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება და არ აღადგენს ნაყოფიერებას.
2. რა უნდა იცოდეთ ესტრაკლინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ესტრაკლინი:
- თუ ალერგიული ხართ ესტრადიოლზე ან ესტრაკლინის შემადგენელ რომელიმე სხვა კომპონენტზე, რომლებიც მოცემულია მე-6 პუნქტში.
- მკერდის ან საშვილოსნოს კიბოს არსებობა ან მასზე ეჭვი
- ორსულობა ან ორსულობაზე ეჭვი
- არანორმალური ვაგინალური სისხლდენა
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის არანორმალური ზრდა)
- ვენური თრომბოემბოლია ან თრომბოემბოლია ანამნეზში (სისხლის შედედება ქვედა კიდურების ვენებში) ან ფილტვის ემბოლია (სისხლის შედედება ქვედა კიდურების ვენებში, რომელიც იშლება და აზიანებს ფილტვებს)
- დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე (თრომბოფილია)
- თუ გაქვთ ან ცოტა ხნის წინ გქონდათ არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება (მაგ. სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულური დაავადებები, ბადურის არტერიის მხრივ დარღვევები).
- თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, სანამ ის ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდება.
- თუ გაქვთ პორფირია (დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის პიგმენტზე).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ესტრაკლინის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გელი არ უნდა წაისვათ პირდაპირ ლორწოვანზე, რადგან ის წყლისა და ალკოჰოლის ნარევია. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და კანის სიმშრალე.
მიმართეთ ექიმს რეგულარულად და წელიწადში ერთხელ მაინც. უთხარით მას დოზის კორექციის ან მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ.
მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ (მენოპაუზის დაწყებამდე და მენოპაუზის დროს), ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT) უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმპტომები უარყოფითად მოქმედებს ქალის ცხოვრების ხარისხზე. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) რისკებისა და სარგებლის ფრთხილად შეფასება უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ მაინც და მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ მაშინ, როცა სარგებელი აღემატება რისკებს. ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ყველაზე დაბალი შესაძლო დოზის გამოყენება მკურნალობის მცირე დროის განმავლობაში.
ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) დაწყებამდე უნდა აცნობოთ ექიმს თქვენი პირადი და ოჯახური კლინიკური ანამნეზის შესახებ. თქვენი ექიმი ჩაატარებს სრულ ფიზიკურ და გინეკოლოგიურ გამოკვლევას მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დროს.
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება განვითარდა ან გაუარესდა ესტრაკლინით მკურნალობის დროს:
- ნებისმიერი სახის გინეკოლოგიური დარღვევები
- ცვლილებები მკერდში
- სისხლში ცხიმის მაღალი დონე (ტრიგლიცერიდები) ან ეს მდგომარეობა საოჯახო ანამნეზში
- მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით თუ ის უარესდება ან არ უმჯობესდება ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით მკურნალობისას
- ღვიძლის მხრივ დარღვევები
- დიაბეტი
- ნაღვლის ბუშტის მხრივ დარღვევები
- თავის ტკივილი (შაკიკი) მძიმე და განმეორებადი
- სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება)
- ეპილეფსია
- ასთმა
- სიყვითლე (თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე)
- ორსულობა
იყავით ფრთხილად და არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობის დროს ზოგიერთი სერიოზული დაავადება შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს, მაგალითად, სისხლის შედედება (თრომბოზი) და ზოგიერთი სახის სიმსივნე.
თრომბოზი(სისხლის შედედება)
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ზრდის თრომბოზის (სისხლის შედედების) რისკს, რაც უფრო მაღალია მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში.
სისხლის შედედებამ შეიძლება დაბლოკოს მთავარი სისხლძარღვები. თუ სისხლის შედედება ხდება ფეხების ღრმა ვენებში, ამან შეიძლება დაბლოკოს ფილტვის არტერიები (ფილტვის ემბოლია). ასევე, სისხლის შედედება შეიძლება აღინიშნოს, თუმცა გაცილებით იშვიათად, გულის არტერიებში (მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია), თავის ტვინის არტერიებში (ინსულტი) ან თვალებში (მხედველობის დაკარგვა ან მხედველობის გაორება).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოავლენთ თრომბის განვითარების რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ შესაძლო სიმპტომს:
- ფეხის მტკივნეული შეშუპება
- უეცარი ხველა
- ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში და ზოგჯერ მკლავშიც
- ჰაერის უკმარისობა
- ძლიერი და უჩვეულო თავის ტკივილი
- მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაკარგვა, ორმაგი მხედველობა)
- გარკვევით საუბრის გაძნელება
- თავბრუსხვევა
- კრუნჩხვები
- სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ერთ ნაწილში
- სიარულის ან ნივთების ტარების გაძნელება
სისხლის შედედების რისკი შეიძლება გაიზარდოს დროებით, თუ მოგიწევთ იმობილიზაცია ოპერაციის ან სხვა მიზეზის გამო დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მკურნალობის შეწყვეტა თქვენი მობილობის სრულ აღდგენამდე. თუ წინასწარ იცით, რომ უნდა ჩაგიტარდეთ ოპერაცია და გარკვეული დროით გექნებათ დანიშნული წოლითი რეჟიმი, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ძუძუს კიბო
არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ესტროგენ-პროგესტინის კომბინირებული ან მხოლოდ ესტროგენით ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) გამოყენება ზრდის ძუძუს კიბოს რისკს.
დამატებითი რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იყენებთ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT). დამატებითი რისკი აშკარა ხდება 3 წლის განმავლობაში გამოყენების შემდეგ. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) შეწყვეტის შემდეგ, დამატებითი რისკი დროთა განმავლობაში მცირდება, მაგრამ რისკი შეიძლება გაგრძელდეს 10 ან მეტი წლის განმავლობაში, თუ თქვენ იყენებდით ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT) 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
თქვენი ექიმი აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლიათ გამოავლინოთ დარღვევები გულმკერდის არეში და ჩაგიტარებთ რეგულარულ გამოკვლევებს მთელი მკურნალობის განმავლობაში.
შედარება
50-დან 54 წლამდე ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT), 1000-დან საშუალოდ 13-დან 17-მდე ქალს დაუსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს 5 წლის განმავლობაში.
50 წლის ქალებში, რომლებიც იწყებენ მხოლოდ ესტროგენებით ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT) 5 წლის განმავლობაში, იქნება 16-დან 17-მდე შემთხვევა ყოველ 1000 ქალ პაციენტზე (ანუ 0-დან 3-მდე დამატებითი შემთხვევა).
50 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, რომლებიც იწყებენ ესტროგენ-პროგესტინით ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT) 5 წლის განმავლობაში, იქნება 21 შემთხვევა ყოველ 1000 ქალ პაციენტზე (ანუ 4-დან 8-მდე შემთხვევა).
50-დან 59 წლამდე ასაკის ქალებში, რომლებიც არ იღებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT), ძუძუს კიბოს საშუალოდ 27 შემთხვევა დაფიქსირდება ყოველ 1000 ქალზე 10 წლის განმავლობაში.
50 წლის ქალებში, რომლებიც იწყებენ მხოლოდ ესტროგენით ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იქნება 34 შემთხვევა ყოველ 1000 ქალ პაციენტზე (ანუ შვიდი დამატებითი შემთხვევა).
50 წლის ქალებში, რომლებიც იწყებენ ესტროგენ-პროგესტოგენის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას 10 წლის განმავლობაში, იქნება 48 შემთხვევა 1000 პაციენტიდან (ანუ 21 დამატებითი შემთხვევა).
საკვერცხის კიბო
საკვერცხის კიბო უფრო იშვიათად ვითარდება, ვიდრე ძუძუს კიბო. ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) გამოყენება მხოლოდ ესტროგენით ან ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინაციით დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს ოდნავ გაზრდილ რისკთან.
საკვერცხის კიბოს რისკი ასაკის მიხედვით იცვლება. მაგალითად, 50-დან 54 წლამდე ქალებში, რომლებიც არ იღებდნენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT), 2000 ქალიდან საკვერცხის კიბოს დაახლოებით 2 შემთხვევა დაფიქსირდა 5 წლის განმავლობაში. ქალებში, რომლებიც იღებდნენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT) 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაფიქსირდა დაახლოებით 3 შემთხვევა 2000 პაციენტიდან (ანუ დაახლოებით 1 დამატებითი შემთხვევა).
გააფრთხილეთ თქვენი ექიმი, რომ იყენებთ ესტრაკლინს, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული ტესტების ან ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე.
ესტრაკლინი არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება და არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მიზნით; ის არც ნაყოფიერებას აღადგენს.
ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობა არ აუმჯობესებს მეხსიერებას ან ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, უფრო მეტიც, შეეიძლება გაუარესდეს, თუ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ.
ესტრაკლინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს, თუ უნდა მიიღოთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება ესტრაკლინთან და მისი მოქმედების შეცვლა: ანტიეპილეფსიური საშუალებები (მაგ. ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ანთების საწინააღმდეგო (ფენილბუტაზონი), ანტიბიოტიკები და ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები (მაგ. რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, ნევირაპინი, ეფავირენცი, რიტონავირი, ნელფინავირი), ზოგიერთი წყლულის საწინააღმდეგო (ციმეტიდინი) და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტები. ამ უკანასკნელის ეფექტი რჩება მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირამდე.
ბავშვები
ესტრადიოლის სპრეი/გელი შეიძლება შემთხვევით გადავიდეს კანიდან სხვა ადამიანებზე. არ დაუშვათ სხვა ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების, შეხება თქვენი კანის ღია უბანთან და საჭიროების შემთხვევაში, დაიფარეთ ეს ადგილი სპრეის/გელის გაშრობის შემდეგ. ბავშვის შეხებისას კანის იმ უბანთან, სადაც მოხდა ესტრადიოლის შესხურება/წასმა, აუცილებელია კანის რაც შეიძლება მალე დაბანა საპნით და წყლით. ესტრადიოლის გადაცემის გამო, ახალგაზრდა ბიჭებში შეიძლება გამოვლინდეს პუბერტატის მოულოდნელი ნიშნები (მაგალითად, მკერდის განვითარება). უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები გაქრება ესტრადიოლის სპრეი/გელის ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ბავშვს შეამჩნევთ რაიმე ნიშანს ან სიმპტომს (მკერდის განვითარება ან სხვა სექსუალური ცვლილებები), რომელიც შესაძლოა შემთხვევით შეეხო ესტრადიოლის სპრეის/გელს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ესტრაკლინი, თუ ორსულად ხართ ან გსურთ ბავშვის გაჩენა.
არ გამოიყენოთ ესტრაკლინი, თუ ძუძუთი კვებავთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
მისი გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3. როგორ გამოიყენება ესტრაკლინი
გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა უნდა დადგინდეს თითოეული პაციენტისთვის სისხლში ჰორმონის დონის მიხედვით.
დღიური დოზა ცვალებადია (ინდივიდუალურ საფუძველზე) და აუცილებელია სამედიცინო დანიშნულების დაცვა.
საშუალო დოზა შეადგენს 2,5 გ გელს/დღეში, ანუ აპლიკატორის ერთი 2,5 გ-იანი დოზა დღეში, 21-31 დღის განმავლობაში, თვეში.
ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სხვა დოზები თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.
ინტაქტური საშვილოსნოს მქონე პაციენტებში, სამედიცინო დანიშნულებით, ესტროგენით მკურნალობას უნდა დაემატოს პროგესტოგენის თანმიმდევრული მიღება, ესტრაკლინით მკურნალობის ბოლო 12 დღის განმავლობაში მაინც.
დოზირება შეიძლება იყოს ციკლური, თუ ესტროგენის დოზა მიიღება ციკლურად დასვენების პერიოდით, ჩვეულებრივ 21 დღიანი მკურნალობა და 7 დღიანი დასვენება. პროგესტოგენი ჩვეულებრივ ემატება ციკლს, 12 ან 14 დღის განმავლობაში.
დოზირება შეიძლება იყოს თანმიმდევრული და უწყვეტი, თუ ესტროგენი მუდმივად გამოიყენება. პროგესტოგენი ჩვეულებრივ ემატება 28 დღიანი ციკლის მინიმუმ 12-14 დღის განმავლობაში, თანმიმდევრულად.
დოზირება შეიძლება იყოს უწყვეტი და კომბინირებული, თუ ესტროგენი და პროგესტოგენი მიიღება ყოველდღიურად დასვენების პერიოდის გარეშე.
ეს ციკლი მეორდება თანმიმდევრულად რამდენიმე თვის განმავლობაში, სამედიცინო დანიშნულების მიხედვით. ვინაიდან ეს არის ჩანაცვლებითი მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს.
ესტრაკლინის დატანა უნდა მოხდეს თავად პაციენტის მიერ დილით ან ღამით.
როგორ გამოიყენება ტუბი და დოზირებისთვის განკუთვნილი აპლიკატორი:
გელი სასურველია წაისვათ დღეში ერთხელ, ყოველთვის დღის ერთსა და იმავე დროს და დაბანის შემდეგ (კანი უნდა იყოს სუფთა, მშრალი და ჭრილობების ან კანის სხვა დაზიანებების გარეშე).
2,5 გ დღიური დოზის გასაზომად:
- აპლიკატორი მოათვსეთ ტუბში.
- მოუჭირეთ ტუბს, რომ აპლიკატორი გელით შეივსოს და დგუში გააჩერეთ 2,5 გ ნიშნულზე.
- ამოიღეთ აპლიკატორი ტუბიდან და დაიტანეთ გელი კანზე.
- ყოველი წასმის შემდეგ გამოიღეთ დგუში კანულადან და გარეცხეთ.
ამ დოზირებით, ერთი 80 გ-იანი ტუბი შეიცავს აპლიკატორის დაახლოებით 25 დოზას.
გამოყენების მეთოდი:
წაისვით გელი კანის დიდ ფართობზე, მის შესაწოვად საჭიროა დაახლოებით 2 წუთი. არ საჭიროებს შეზელვას. ჩაცმამდე დაელოდეთ გაშრობას. ესტრაკლინს არ აქვს სუნი და არ ტოვებს ლაქებს.
სათანადო გამოყენების უბნები:
• კისერი
• მხრები და მკლავების შიდა მხარე
• მუცელი
• ბარძაყის შიდა მხარე
უბნები, სადაც არ შეიძლება გამოყენება:
• მკერდი (შეშუპებისა და ტკივილის რისკი)
• ვაგინალური ან ვულვალური ლორწოვანი გარსი (გაღიზიანება და ქავილი)
თუ იყენებთ იმაზე მეტ ესტრაკლინს, ვიდრე საჭიროა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოში. ამ მედიკამენტის მახასიათებლების გათვალისწინებით, ინტოქსიკაცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, საჭიროზე მაღალი დოზების მიღება უნდა დაკორექტირდეს ექიმის მიერ.
შემთხვევითი დოზის გადაჭარბების ან გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში ტელეფონზე (91) 562 04 20 და აცნობეთ მიღებული პრეპარატის და რაოდენობის შესახებ.
თუ დაგავიწყდათ ესტრაკლინის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
დოზის გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტერკურენტული სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი.
არ დაუშვათ სხვა ადამიანების შეხება კანის იმ ადგილთან, სადაც სპრეი/გელი შეისხურეთ/წაისვით, სანამ გელი არ გაშრება და საჭიროების შემთხვევაში, დაფარეთ ეს ადგილი ტანსაცმლით.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ესტრაკლინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება მათი სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)
ზოგადი დარღვევები |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
თავის ტკივილი, კონტაქტურ ლინზებთან დაკავშირებული თვალის გაღიზიანება |
გულისრევა მეტეორიზმი |
შუალედური სისხლდენა, სისხლიანი გამონადენი, ვაგინალური სიმშრალე, ცერვიკალური სეკრეციის გამწვავება, მასტოდინია |
ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება გაღიზიანებადობა ხასიათისთის ცვლილებები |
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ზოგადი დარღვევები |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
სისხლძარღების მხრივ დარღვევები |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
წყლისა და ნატრიუმის შეკავება, შეშუპება, წონის მომატება ან დაკლება, თავბრუსხვევა ასთენია, ქვედა კიდურების კრუნჩხვები |
მუცლის შეშუპება, მუცლის კრუნჩხვები |
დისმენორეა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ძუძუს კიბო |
აკნე ქავილი |
ჰიპერტენზია |
შაკიკი |
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)
ზოგადი დარღვევები |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
სისხლძარღების მხრივ დარღვევები |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
ქოლელითიაზი (ნაღვლის ბუშტის კენჭები), ქოლესტაზური სიყვითლე |
საშვილოსნოს, ფიბრომის ზომის გაზრდა, გალაქტორეა |
ურტიკარია |
ვარიკოზული ვენების გამწვავება |
დეპრესია, თავბრუსხვევა, ეპილეფსიის გამწვავება |
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
ქლოაზმის ან მელაზმის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც შეიძლება იყოს მუდმივი, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა და ღვიძლის ადენომა დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც მკურნალობდნენ ესტროგენებით.
ვენური თრომბოემბოლიური დარღვევები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია უფრო ხშირია ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) მომხმარებლებში, ვიდრე არამომხმარებლებში.
თუ განვითარდა რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუნდაც ისეთი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ესტრაკლინი
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ესტრაკლინი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები სანიაღვრე მილებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთთან ერთად. განათავსეთ ყველა კონტეინერი და მედიკამენტი, რომელიც აღარ გჭირდებათ აფთიაქებში არსებულ შეფუთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ სისტემაში (SIGRE). ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ გზით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ესტრაკლინის შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ესტრადიოლი. გელის ერთი გრამი შეიცავს 0,6 მგ ესტრადიოლს.
- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): კარბომერები, ტროლამინი, ეთანოლი 96% და გაწმენდილი წყალი.
ესტრაკლინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ტუბი, რომელიც შეიცავს 80 გ გელს და აპლიკატორს დოზირებისთვის.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ასევე, იხილეთ : Estrol - ესტროლი 2მგ 21 ტაბლეტი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account