ეპიდუო - Epiduo ფორტე 30გ გელი
ჩვენება: აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი
ადაპალენი/ბენზოილ პეროქსიდი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია თქვენ ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები.
- თუ აღგენიშნებათ ნებიმიერი გვერდითი მოვლენა აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :
1. რას წარმოადგენს ეპიდუო და რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო ეპიდუოს გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ეპიდუო
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა იქნას შენახული ეპიდუო
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1.რას წარმოადგენს ეპიდუო და რისთვის გამოიყენება
ეპიდუო გელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლესაც ეწოდება „აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის“, ანუ იგი გამოიყენება Acne vulgaris-ის (ჩვეულებრივი აკნეს) სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს კომედონები (შავი წერტილები, თეთრი წერტილები), უამრავი პაპულა და პუსტულები (ანთებითი მუწუკები).
აღნიშნული გელი აერთიანებს ორ მოქმედ ინგრედიენტს, ადაპალენსა და ბენზოილ-პეროქსიდს, რომლებიც ერთად მოქმედებენ, მაგრამ სხვადასხვა გზით:
- ადაპალენი მიეკუთვნება პროდუქტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია რეტინოიდების სახელით და მოქმედებს სპეციფიკურად კანის პროცესებზე, რომლებსაც იწვევს აკნე.
- ბენზოილ-პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება და არბილებს და ქერცლის კანის გარეთა შრეს.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელიგამოიყენება მხოლოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
2.რისი ცოდნაა საჭირო ეპიდუოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეპიდუის გელი:
- თუ ხართ ორსულად;
- თუ გეგმავთ დაორსულებას;
- თუ გაქვთ ალერგია ადაპალენის ან ბენზოილ-პეროქსიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ეპიდუო გელის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- არ გამოიყენოთ ეპიდუო გელი იმ მიდამოებში, სადაც გაქვთ ჭრილობები, ნაკაწრები, მზის დამწვრობა ან ეგზემა.
- მოერიდეთ ეპიდუო გელის მოხვედრას თვალებში, პირში ან ნესტოებში, ლორწოვან გარსებზე და სხეულის სხვა ძალიან მგრძნობიარე მოდამოებში. თუ აღნიშნული მოხდება, დაუყოვნებლივ დაიბანეთ უამრავი თბილი წყლით.
- მოერიდეთ მზის სხივების და ულტრაიისფერი ნათურების ზედმეტ ზემოქმედებას.
- მოერიდეთ ეპიდუო გელის მოხვედრას თმასა ან ფერად ქსოვილებზე, რადგან მან შეიძლება გააუფერულოს ისინი და კარგად დაიბანეთ ხელები ეპიდუო გელის გამოყენების შემდეგ.
თუ ეპიდუო გელით მკურნალობის დაწყებისას აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს (იხილეთ პუნქტი 3. როგორ გამოიყენება ეპიდუო).
სხვა სამკურნალო საშუალებები და ეპიდუო გელი
- არ გამოიყენოთ აკნეს სხვა პროდუქტები (ბენზოილ-პეროქსიდის და/ან რეტინოიდების შემცველი) და ეპიდუო გელი ერთდროულად.
- მოერიდეთ ეპიდუო გელის ერთდროულ გამოყენებას ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებთან, რომლებიც აღიზიანებს, აშრობს ან ქერცლავს კანს.
სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ეპიდუო გელზე, ამიტომ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ გამოიყენოთ ეპიდუო, თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.
თუ დაორსულდით ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელისგამოყენების დროს, მკურნალობა უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს შემდგომი მეთვალყურეობისთვის.
ძუძუთი კვება
თუ ხართ მეძუძური დედა, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება ან თავი შეიკავოთ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელით მკურნალობისგან.
თუ ექიმი გირჩევთ მკურნალობის გაგრძელებას, მოერიდეთ გელის წასმას გულმკერდზე, რათა თავიდან აიცილოთ ჩვილზე კონტაქტური ზემოქმედება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვადა მექანიზმებთან მუშაობა
ეპიდუო გელს არანაირი გავლენა არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520), ინგრედიენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
3.როგორ გამოიყენება ეპიდუო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელიგანკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
ეპიდუო არის გელი, რომელიც გამოიყენება კანზე.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს ეპიდუო გელის რომელი დოზა გჭირდებათ, რაც დამოკიდებულია თქვენი აკნეს სიწვავესა და გამოვლენაზე. ექიმი ასევე გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა რაიმე დამატებითი მკურნალობა.
- წასმამდე კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
- სახის და/ან სხეულის აკნეთი დაზიანებულ ყველა უბანზე თანაბრად წაისვით გელის თხელი ფენა, დღეში ერთხელ ძილის წინ. მოერიდეთ თვალებთან, ტუჩებთან, ნესტოებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
- სახეზე წასმის შემთხვევაში: დაიბანეთ და შეიმშრალეთ სახე და გამოიყენეთ ბარდის ზომის ოდენობა სახის თითოეული ნაწილის დასაფარავად (მაგალითად, შუბლი, ნიკაპი, თითოეული ლოყა).
- ეპიდუო გელის წასმისთანავე კარგად დაიბანეთ ხელები.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ხანი დაგჭირდებათ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელისგამოყენება. თუ 4-8 კვირის შემდეგ ვერ ხედავთ გაუმჯობესებას, მაშინ ექიმთან უნდა განიხილოთ მკურნალობის გაგრძელების სარგებელი.
თუ ეპიდუო გელის გამოყენებისას პირველი კვირების განმავლობაში აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ნაკლები გელის წასმა, გამოყენების მცირე ხნით შეჩერება ან გელის გამოყენების შეწყვეტა.
არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაგალითად, სახის სხვა კრემები ან მაკიაჟი) ეპიდუი გელის ყოველდღიურ გამოყენებამდე. ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია წასმული გელის გაშრობის შემდეგ.
გამოყენება ბავშვებში
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელიარ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ეპოდუო გელი
თუ კანზე წაისმევთ მეტ ეპიდუო გელს, ვიდრე საჭიროა, აკნე უფრო სწრაფად არ მოგშორდებათ, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და გაწითლება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს, თუ:
- გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ეპიდუო გელი;
- ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი;
- თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ ეს პრეპარატი.
თქვენი ექიმი გირჩევთ რა ზომების მიღებაა საჭირო.
თუ დაგავიწყდათ ეპიდუო გელის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ეპიდუო გელის გამოყენებას
ლაქები (კომედონები, პაპულები და პუსტულები) შემცირდება მხოლოდ ამ მედიკამენტის რამდენიმე გამოყენების შემდეგ. გააგრძელეთ ეპიდუო გელის გამოყენება, ექიმის დანიშნულებისამებრ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
დაახლოებით 10-დან 1 ადამიანს, რომელიც იყენებს ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელს,შეიძლება აღენიშნოს კანისმიერი არასასურველი რეაქციები.
შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გივლინდებათ ყელის შებოჭილობა ან თვალების, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, გონების დაკარგვა, ან სუნთქვის გაძნელება. შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება, თუ აღგენიშნებათ ჭინჭრის ციება ან სახის ან სხეულის ქავილი. ამ გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის.
ხშირი გვერდითი მოვლენა (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):
- კანის გაღიზიანება;
- ეგზემა;
- კანის წვის შეგრძნება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):
- ქუთუთოს გაწითლება;
- ჩხვლეტა ან ნემსების და ქინძისთავების შეგრძნება გამოყენების ადგილზე;
- კანის ქავილი, კანის ალერგიული რეაქცია;
- გამონაყარი;
- კანის სიმშრალე.
ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გარდა, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ეპიდუო გელის უფრო დაბალი დოზის გამოყენებისას (ადაპალინი 0.1%/ ბენზოილ-პეროქსიდი 2.5%):
არახშირი
- მზის დამწვრობა.
უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე)
- ქუთუთოს შეშუპება;
- ყელის შებოჭილობა;
- კონტაქტური ალერგიული რეაქციები;
- სახის შეშუპება;
- კანის ტკივილი (მსუსხავი ტკივილი);
- წყლიანი ბუშტუკები (ბუშტუკები);
- სუნთქვის გაძნელება;
- კანის გაუფერულება (კანის ფერის შეცვლა);
- დამწვრობა გამოყენების ადგილზე.
ეპიდუოს გამოყენებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს მსუბუქ და ზომიერ რეაქციებს გამოყენების ადგილზე, როგორიცაა: კანის გაღიზიანება სიწითლით, სიმშრალით, აქერცვლით, სუსხვით და/ან კანის წვით.
აღინიშნა დამწვრობა გამოყენების ადგილზე, ძირითადად ზედაპირული, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევებში ბუშტუკებით.
თუ ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გამოყენებისას პირველი კვირების განმავლობაში აღგენიშნებათ კანის მუდმივ გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. კანისმიერ გვერდითი მოვლენები, მაგ. კანის გაღიზიანება, უფრო ხშირია ეპიდუო 0.3%/2.5% გელის გამოყენებისას ვიდრე უფრო დაბალი დოზის - ეპიდუო 0.1%/2.5% გელის გამოყენებისას. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ნაკლები გელის წასმა, გამოყენების მცირე ხნით შეჩერება ან გელის გამოყენების შეწყვეტა. ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და დროთა განმავლობაში თანდათანობით მცირდება.
შეტყობინება გვერდითიმოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ განაცხადოთ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადოთ პირდაპირ V დანართში ჩამოთვლილი შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებების წყალობით, დაგვეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია.
5.როგორ უნდა იქნას შენახული ეპიდუო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ტუბზე/ტუმბოზე EXP–ის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ.
ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე
არ გადაყაროთ გამოუყენებელი ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რასშეიცავს ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელი
- მოქმედი ნივთიერებებია ადაპალენი და ბენზოილ-პეროქსიდი. გელის 1გ შეიცავს 3მგ (0.3%) ადაპალენს და 25მგ (2.5%) ბენზოილ-პეროქსიდს.
- სხვა დამხმარე ნივთიერებია: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დოკუზატი, გლიცეროლი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტანის ოლეატი) და გამოხდილი წყალი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტში 2-ის ბოლო ნაწილი.
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გარეგანი სახე დაშეფუთვის შიგთავსი
ეპიდუო გელი არისთეთრი ან ძალიან ღია ყვითელი გაუმჭვირვალე გელი.
ეპიდუო გელი ხელმისაწვდომია:
ერთი პლასტმასის ტუბი შეიცავს 2 ან 5 გრამს;
ერთი ტუმბო შეიცავს 15, 30, 45 ან 60 გრამს.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ : Epiduo - ეპიდუო გელი 30გ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account