ელოირა - Eloira სპირალი 20მკგ/24ს 1
ELOIRA არის ხანგრძლივი მოქმედების კონტრაცეფციის შექცევადი მეთოდი
ELOIRA(ელოირა )
საშვილოსნოსშიდა ჰორმონალური სისტემა
ლევონორგესტრელი 52 მგ.
ეჭვგარეშე თავისუფლება
ვუმენქეა გლობალი - DKT International–ის კომპანია
PTIOA/H/95:00
H/P/CB/012
მომხმარებლის საინფორმაციო წიგნი
ELOIRA
კითხვები და პასუხები
რა არის ELOIRA?
რამდენად ეფექტურია ELOIRA?
როდის დაიწყებს ELOIRA მუშაობას?
როგორ მუშაობს ELOIRA?
რა უპირატესობა აქვს ELOIRA-ს?
რა უარყოფითი მხარეები აქვს ELOIRA-ს?
არის თუ არა რაიმე რისკი, რომელიც უკავშირდება ELOIRA-ს გამოყენებას?
რა მოხდება მაშინ, თუ ELOIRA-ს ჩადგმის შემდეგ თავს ცუდად ვიგრძნობ?
როგორ გავიგო, რომ ELOIRA ჯერ ისევ ადგილზეა?
უსაფრთხოა ტამპონების გამოყენება ELOIRA-სთან ერთად?
როდის შეიძლება ELOIRA-ს ამოღება?
იმოქმედებს თუ არა ELOIRA მენსტრუალურ ციკლზე?
რა მოხდება, თუ დავორსულდები ELOIRA-ს გამოყენებისას?
მე ახლახანს გავაჩინე ბავშვი. შემიძლია თუ არა ELOIRA-ს გამოყენება?
რამდენად ხშირად დამჭირდება ექიმთან ვიზიტი?
რა არის ELOIRA?
ELOIRA (საშვილოსნოსშიდა ჰორმონალური სისტემა) არის პატარა მოწყობილობა, რომელიც თავსდება საშვილოსნოში ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგი შედგება პოლიეთილენის ჩარჩოსგან, რომელსაც აქვს მატრიცა, რომელიც შეიცავს ჰორმონ ლევონორგესტრელს. ამიტომ ეს არის საშვილოსნოსშიდა სისტემა და არა მხოლოდ საშვილოსნოსშიდა აპარატი.
ELOIRA-ს აქვს ორი ძაფი, რომელიც მიმაგრებულია მის ღეროზე. ძაფები არის ELOIRA–ს ერთადერთი ნაწილი, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს გარეთ და საშოს შიგნით.
სისტემა გამოყოფს ლევონორგესტრელს ორგანიზმში მუდმივი სიჩქარით, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით (20 მიკროგრამი/24 საათში).
რამდენად ეფექტურია ELOIRA?
ELOIRA არის ხანგრძლივი მოქმედების კონტრაცეფციის შექცევადი მეთოდი. ყველა ხანგრძლივი მოქმედების მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან მათი გამოყენებისას არ არის საჭირო გახსოვდეთ სხვა კონტრაცეფციის მიღება ან გამოყენება. ტიპიური გამოყენებისას, ELOIRA უფრო ეფექტურია, ვიდრე კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.
დაორსულების ალბათობა გამოყენების პირველი წლის განმავლობაში:
მეთოდი |
ტიპიური გამოყენება |
სრულყოფილი გამოყენება |
ორსულობისგან თავდაცვის გარეშე |
85 % |
85 % |
კომბინირებული აბები |
8 % |
0,30 % |
აბები მხოლოდ პროგესტინით |
13 % |
1,10 % |
სტერილიზაცია (ქალი) |
0,50 % |
0,50 % |
სტერილიზაცია (მამაკაცი) |
0,15 % |
0,10 % |
პრეზერვატივი (ქალის) |
21 % |
5% |
პრეზერვატივი (მამაკაცის) |
15 % |
2 % |
სპილენძის შემცველი საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა |
0,80 % |
0,60 % |
ჰორმონალური საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა |
0,20 % |
0,20% |
ლაქტაციური ამენორეა |
2% |
<1 % |
პლასტირი |
8% |
0,30 % |
ვაგინალური რგოლი |
8% |
0,30 % |
Depo-Provera |
3% |
0,30 % |
იმპლანტი |
0,05% |
0,05% |
დიაფრაგმა და სპერმიციდი |
16 % |
6 % |
შეწყვეტილი სექსობრივი აქტი |
27 % |
4 % |
სტანდარტული კალენდარული მეთოდი |
~12-25 % |
~1-9 % |
ლიტერატურა: Hurt, K. Joseph, et al. (რედ.); მეან-გინეკოლოგიისა დეპარტამენტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლა, ბალტიმორი, მერილენდი (2012-03-28). ჯონს ჰოპკინსის მეან-გინეკოლოგიის სახელმძღვანელო. (მე -4 გამოცემა), ფილადელფია: Wolters Kluwer Health/Lippincott Williams & Wilkins,გვ. 232. ISBN 978-1-60547-433-5.
როდის დაიწყებს ELOIRA მუშაობას?
ELOIRA-ს ჩადგმა შეიძლება ნებისმიერ დროს მენსტრუალური ციკლისას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ ხართ ორსულად. ის დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას და უზრუნველყოფს ორსულობისგან დაცვას.
როგორ მუშაობს ELOIRA?
ELOIRA მუშაობს საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოს გასქელების გზით, რაც ანელებს სპერმატოზოიდების მოძრაობას საშვილოსნოს ღრუში. ეს ართულებს სპერმატოზოიდების გადაადგილებას საშვილოსნოში კვერცხუჯრედის განაყოფიერების მიზნით. ELOIRA ასევე მუშაობს, საშვილოსნოს კედლების ლორწოვანი გარსის ყოველთვიური განვითარების შეზღუდვით. ეს ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოში, რადგან ლორწოვანი გარსი ძალიან თხელი იქნება ორსულობის შესანარჩუნებლად. ELOIRA არ იწვევს აბორტს.
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელება |
სპერმატოზოიდის მოძრაობის შეფერხება |
საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელება |
რა უპირატესობა აქვს ELOIRA-ს?
ის მუშაობას იწყებს ჩადგმისთანავე.
ის მუშაობს 5 წლის განმავლობაში (მაგრამ მისი ამოღება შესაძლებელია უფრო ადრე).
ის არ წყვეტს ნორმალურ სექსუალურ აქტივობას.
მისი გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს.
თქვენი ფერტილობა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ELOIRA-ს ამოღებისთანავე.
მასზე არ ახდენს ზეგავლენას სხვა პრეპარატები.
აქვს მაღალი ეფექტურობა.
რა უარყოფითი მხარეები აქვს ELOIRA-ს?
პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელია პერიოდული სისხლიანი გამონადენი და შეტევითი ტკივილები, მაგრამ თანდათანობით ეს მოვლენების შემცირდება.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ შესაფერისია თუ არა თქვენთვის ELOIRA, საჭიროა გინეკოლოგიური გამოკვლევა და კიდევ ერთი შემოწმება მოწყობილობის ჩადგმის წინ.
ELOIRA არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.
არის თუ არა რაიმე რისკი, რომელიც უკავშირდება ELOIRA-ს გამოყენებას?
ELOIRA-ს გამოყენების უპირატესობა ბევრად აღემატება იმ მცირე რისკებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ მოწყობილობის გამოყენებასთან. არსებობს ინფიცირების ძალიან მცირე ალბათობა ELOIRA–ს ჩადგმიდან პირველი 20 დღის განმავლობაში. ამიტომ, შეიძლება მაინც მიზანშეწონილი იყოს გამოკვლევის ჩატარება ნებისმიერი შესაძლო ან არსებული ინფექციის გამოსავლენად.
ELOIRA შეიძლება გამოვარდეს საშვილოსნოდან (ექსპულსია) ან შეიცვალოს პოზიცია (გადაადგილება). ასეთი მოვლენა არ არის გავრცელებული. ეს უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს მისი ჩადგმისთანავე და თქვენ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ. ამიტომაც თქვენი ექიმი გასწავლით თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ELOIRA-ს ძაფები ყოველთვიურად.
იშვიათ შემთხვევებში, ELOIRA-მ შეიძლება შეაღწიოს საშვილოსნოში ან საშვილოსნოს ყელში (პერფორაცია) მისი ჩადგმის პროცესში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, მაგრამ ხშირად არის უსიმპტომო. ასეთ შემთხვევაში ELOIRA-ს ამოღება შეიძლება ქირურგიული ჩარევით. პერფორაციის რისკი ძალიან დაბალია, როდესაც ELOIRA-ს ჩადგმა ხდება გამოცდილი ექიმი-სპეციალისტის მიერ.
თუ ELOIRA–ს გამოყენებისას დაორსულდებით, არსებობს გარე ორსულობის მცირე რისკი. გარე ორსულობის რისკი ნაკლებია ქალებში, რომლებიც იყენებენ ELOIRA–ს, ვიდრე ქალებში, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ კონტრაცეფციას.
რა მოხდება მაშინ, თუ ELOIRA-ს ჩადგმის შემდეგ თავს ცუდად ვიგრძნობ?
თუ ELOIRA–ს ჩადგმიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან დაუკავშირდით ექიმს ან რაც შეიძლება მალე მიმართეთ კლინიკას. ეს მოვლენა შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი.
როგორ გავიგო, რომ ELOIRA ჯერ ისევ ადგილზეა?
ELOIRA-ს აქვს ორი ძაფი, რომელთა ბოლოები საშვილოსნოდან ოდნავ შორს არის ჩამოკიდებული საშოს ზედა ნაწილზე. ექიმი გასწავლით თუ როგორ უნდა მოსინჯოთ ეს ძაფები, რათა დარწმუნდეთ, რომ ELOIRA ჯერ ისევ ადგილზეა. თქვენ უნდა გაიაროთ ეს პროცედურა რამდენჯერმე პირველი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ყოველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ ან რეგულარული ინტერვალებით. ძალზედ დაბალია იმის ალბათობა, რომ ELOIRA გამოვა, მაგრამ თუ თქვენ ვერ გრძნობთ ძაფებს, ან თუ ფიქრობთ, რომ გრძნობთ თავად ELOIRA-ს, შეიძლება არ იყოთ დაცული ორსულობისგან. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი. თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ სქესობრივი კავშირი, შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება. იშვიათად, თქვენმა პარტნიორმა შეიძლება თქვას, რომ ის გრძნობს ძაფებს სქესობრივი კავშირის დროს. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა შეამოწმოს ძაფები.
უსაფრთხოა ტამპონების გამოყენება ELOIRA-სთან ერთად?
დიახ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონები და ხელსახოცები.
როდის შეიძლება ELOIRA-ს ამოღება?
გამოცდილ ექიმს შეუძლია ELOIRA-ს ამოღება ნებისმიერ დროს, ძაფების ნაზად გამოქაჩვით. თუ არ აპირებთ სხვა ELOIRA-ს ჩადგმას და არ გინდათ დაორსულება, გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი ფორმა, როგორიცაა პრეზერვატივი, ELOIRA-ს ამოღებამდე შვიდი დღის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის სპერმატოზოიდის მოხვედრას თქვენს ორგანიზმში. სპერმატოზოიდებს შეუძლიათ იცოცხლონ შვიდი დღის განმავლობაში თქვენს ორგანიზმში და შეიძლება გამოიწვიონ ორსულობა ELOIRA–ს ამოღების შემდეგაც კი. თქვენი ფერტილობა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ELOIRA-ს ამოღებისთანავე.
იმოქმედებს თუ არა ELOIRA მენსტრუალურ ციკლზე?
ELOIRA–ს ჩადგმიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში, თქვენ შეიძლება გქონდეთ მსუბუქი სისხლდენა მენსტრუაციებს შორის. ზოგიერთ ქალს შეიძლება ჰქონდეს უფრო მძიმე, ხანგრძლივი და მტკივნეული მენსტრუაცია. დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. გახანგრძლივებული სისხლდენის შემთხვევაში, შესაძლოა მიმართოთ ექიმს, რათა მან დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა, რაც ხელს შეუწყობს სისხლდენის კონტროლს. ის ასევე შეამოწმებს, გამოწვეული ხომ არ არის სისხლდენა სხვა მიზეზებით, როგორიცაა ინფექცია.
რა მოხდება, თუ დავორსულდები ELOIRA-ს გამოყენებისას?
ძალიან ცოტა ქალი ორსულდება ELOIRA-ს გამოყენებისას. თუ დაორსულდებით, არსებობს გარე ორსულობის რისკი. გარე ორსულობა ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, ჩვეულებრივ ფალოპის მილში. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან მუცლის ქვედა ნაწილში გაქვთ უეცარი ან უჩვეულო ტკივილი, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება იყოს გარე ორსულობის გამაფრთხილებელი ნიშანი.
თუ დაორსულდებით, რაც შეიძლება მალე უნდა ამოიღოთ ELOIRA, მიუხედავად იმისა გინდათ თუ არა ორსულობის გაგრძელება.
მე ახლახანს გავაჩინე ბავშვი. შემიძლია თუ არა ELOIRA-ს გამოყენება?
ELOIRA-ს ჩადგმა ჩვეულებრივ ხდება ვაგინალური მშობიარობიდან ან საკეისრო კვეთიდან ოთხი კვირის შემდეგ. მოწყობილობის ჩადგმა, ასევე შესაძლებელია მშობიარობიდან 48 საათის განმავლობაში. ELOIRA უსაფრთხოდ შეიძლება იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში და არ იმოქმედებს ლაქტაციაზე.
რამდენად ხშირად დამჭირდება ექიმთან ვიზიტი?
ELOIRA-ს ჩადგმის შემდეგ არ არის აუცილებელი ხშირი შემოწმება. ჩვეულებრივ ჩადგმის შემდეგ საკმარისია ექიმის ერთი ან ორი კონსულტაცია, ყოველთვიურად ინტერვალით. ექიმი გასწავლით, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ELOIRA-ს არსებობა, ძაფების მოსინჯვით.
ამასთან, დაუკავშირდით ექიმს რაიმე პრობლემის ან კითხვის არსებობის შემთხვევაში, ან თუ გსურთ მისი ამოღება. ELOIRA-ს ჩადგმის შემდეგ, იგი მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკი ან თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება (PID)- PID არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. PID–ით ინფიცირების შანსი იზრდება, თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს გყავთ რამდენიმე სექსუალური პარტნიორი. მას შეიძლება ახლდეს სერიოზული გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, გარე ორსულობა ან მუდმივი ტკივილი მენჯის არეში. PID-ს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია.
მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ PID-ის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი: ძლიერი ან ხანგრძლივი სისხლდენა, უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული სქესობრივი აქტი, შემცივნება ან ცხელება.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ELOIRA-ს ჩადგმის შემდეგ გაქვთ ძლიერი ტკივილი.
ELOIRA-ს ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს:
დისკომფორტი ჩადგმის დროს: ჩადგმის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, სისხლდენა ან შეტევითი ტკივილები. ეს არის ხშირი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეტევითი ტკივილები მძიმეა.
ექსპულსია: ექსპულსია არის როდესაც ELOIRA თავისით ვარდება. თუ ეს მოხდება, მაშინ არსებობს დაორსულების რისკი. თუ აღმოაჩინეთ, რომ ELOIRA გამოვარდა, გამოიყენეთ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი და მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოტოვებული მენსტრუაცია: მიმართეთ თქვენს ექიმს თუ ELOIRA–ს გამოყენებისას 6 კვირის განმავლობაში არ გექნებათ მენსტრუაცია.
მომხმარებელთა მცირე პროცენტულ რაოდენობას შეიძლება აღენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გვერდითი მოვლენა:
თავის ტკივილი/შაკიკი;
აკნე;
დეპრესიული განწყობა;
ძლიერი ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა;
ვაგინალური გამონადენი;
მკერდის ტკივილი ან სისუსტე;
გულისრევა;
ნერვოზულობა;
საშვილოსნოს ყელის, გარე სასქესო ორგანოების ან საშოს ანთება;
ტკივილი მენჯის არეში მენსტრუაციის დროს;
ზურგის ტკივილი;
წონის მომატება;
შემცირებული სქესობრივი ლტოლვა;
მაღალი არტერიული წნევა;
ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
ანემია;
თმის უჩვეულო ზრდა ან ცვენა;
კანის გაღიზიანება (როგორიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზემა ან ქავილი);
შეშუპების შეგრძნება;
ხელების და/ან ფეხების შეშუპება;
ექსპულსია.
იმ შემთხვევაში, თუ გვერდითი მოვლენები დარჩება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სისხლდენის რეჟიმის ცვლილებები:
პირველი 3-6 თვის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ სისხლდენა და სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის. შეიძლება დროდადრო გქონდეთ უფრო ძლიერი სისხლდენა. მაგრამ ძირითადად, სისხლდენა ჩვეულებრივზე მსუბუქად მიმდინარეობს და შეიძლება გახდეს არარეგულარული. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სისხლდენა უჩვეულოა ან თუ ის უფრო მძიმე ხდება მსუბუქი სისხლდენის შემდეგ.
კისტა საკვერცხეზე:
ქალებს, რომლებიც იყენებენ ELOIRA-ს, შეიძლება განუვითარდეთ კისტა საკვერცხეზე. ასეთი სახის კისტა თავისით ქრება 1 ან 2 თვის განმავლობაში. თუმცა, მათ შეიძლება გამოიწვიონ ტკივილი და შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
გარდა ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენებისა, შესაძლოა სხვა გვერდითი მოვლენებიც გამოვლინდეს. გთხოვთ მიმართეთ თქვენს ექიმს.
საერთო რეკომენდაციები მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით:
ზოგჯერ შეიძლება დაინიშნოს სამკურნალო საშუალებები გარკვეული მდგომარეობებისთვის, რომლებიც არ არის ნახსენები მომხმარებლის ამ საინფორმაციო წიგნში. ფურცელი-ჩანართი შეიცავს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ ინფორმაციას ELOIRA-ს შესახებ. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ასევე, შეგიძლიათ მოითხოვეთ ინფორმაცია ELOIRA-ს შესახებ, რომელიც მიეწოდება ექიმს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტულიპროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account