დროგსტატი - Drogstat 20მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება ლიპიდების, რომლებიც ცნობილია როგორც ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების, დონის დასაქვეითებლად სისხლში.
დროგსტატი
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
• აქტიური ნივთიერება:ყოველი ტაბლეტი შეიცავს 21.68 მგ კალციუმის ატორვასტატინს 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტურს.
• დამხმარე ნივთიერებები:კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძიდან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, აპკიანი გარსი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, PEG 3350 ფხვნილი, ტალკი).
ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე/გამოყენებამდე ყურადღებით ამ ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა შემდგომში. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - ეს პრეპარატი დაგენიშნათ პერსონალურად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. - როდესაც მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს ამ პრეპარატის მიღების პერიოდში, აცნობეთ თქვენს ექიმს რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას. - ზუსტად მიყევით ამ ინსტრუქციას, არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები. |
ამ ფურცელ-ჩანართშია:
- რა არის დროგსტატი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დროგსტატის მიღებამდე
- როგორ მიიღება დროგსტატი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება დროგსტატი
1.რა არის დროგსტატი და რისთვის გამოიყენება?
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში 30 ტაბლეტით, რომლებიც შეიცავს 21.68 მგ კალციუმის ატორვასტატინს, 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტურს და ტიტანის დიოქსიდს, როგორც საღებავს.
დროგსტატი არის თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
დროგსტატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტატინები, რომლებიც წარმოადგენენ ლიპიდების (ცხიმის) მარეგულირებელ პრეპარატებს.
დროგსტატი გამოიყენება ლიპიდების, რომლებიც ცნობილია როგორც ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად სისხლში. ზრდის ნორმალური პროცესისთვის აუცილებელი ქოლესტერინი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას. თუმცა, როდესაც სისხლში არის ძალიან ბევრი ქოლესტერინი, ის შესაძლოა დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე, რამაც შეიძლება გამოიწვის ვენების შევიწროება და მათი შემდგომი დახშობა. ეს წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ითვლება, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
დროგსტატი გამოიყენება ლიპიდების დონის დასაქვეითებლად, რომლებიც ცნობილია როგორც ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, როდესაც დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით და ცხოვრების წესის შეცვლა არ იყო საკმარისი. თუ თქვენ ხართ გულის დაავადებების გაზრდილი რისკის ქვეშ, დროგსტატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ რისკის შესამცირებლად მაშინაც კი, თუ თქვენი ქოლესტერინის დონე ნორმაშია. მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდეთ ქოლესტერინის შესამცირებელ სტანდარტულ დიეტაზე.
2. რა უნდა იცოდეთ დროგსტატის მიღებამდე
არ გამოიყენოთ დროგსტატი შემდეგ სიტუაციებში
თუ
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ატორვასტატინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- თქვენ ხართ შვილოსნობის უნარის მქონე და არ იყენებთ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდს, ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას და თუ ძუძუთი კვებავთ.
- გაქვთ ან როდესმე გქონდათ დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს.
- გქონდათ რაიმე ღვიძლის ფუნქციის აუხსნელი ცვლილება სისხლის ანალიზში.
- იღებდით ძალიან ბევრი ალკოჰოლს.
- თქვენ იყენებთ გლეკაპრევირი/პიბრენტასვირი კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
სიფრთხილით გამოიყენეთ დროგსტატი შემდეგ სიტუაციებში
თუ
- გაქვთ თირკმელების პრობლემები ან თირკმელების პრობლემები ანამნეზში,
- თქვენ გქონდათ განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების ტკივილი, თუ გაქვთ კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
- ადრე გქონდათ ინსულტი თავის ტვინში სისხლჩაქცევით ან თუ გქონდათ სითხით სავსე კისტები ტვინში წინა ინსულტის გამო
- გაქვთ კუნთების პრობლემები სხვა ლიპიდების შემამცირებელ პრეპარატებით (მაგ., სტატინები ან ფიბრატები) მკურნალობის დროს (კუნთების ტკივილი, სისუსტე და ა. შ.)
- მუდმივად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს
- გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა
- სუნთქვის მნიშვნელოვანი უკმარისობა
- ჰიპოთირეოზი (ორგანიზმში ნაკლებად გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი)
- ხართ 70 წელზე მეტი ასაკის
- თქვენ გაქვთ დიაბეტის რისკის ფაქტორები. თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან ხართ დიაბეტის რისკის ქვეშ, თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს. თუ სისხლში შაქრისა და ცხიმის მაღალი დონე გაქვთ, ხართ ჭარბწონიანი და გაქვთ მაღალი წნევა, თქვენ შეიძლება იყოთ დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ.
- თქვენ იღებთ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება ფუზიდის მჟავა (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით, ან თუ ის გამოიყენეთ ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდის მჟავისა და დროგსტატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დარღვევები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).
თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ტესტები დროგსტატით მკურნალობამდე დამკურნალობის დროს, რათა წინასწარ განსაზღვროს თქვენი რისკები კუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით.
ცნობილია, რომ კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა რაბდომიოლიზი, კუნთების დაავადების ტიპი, იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას. ასევე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე. თქვენი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტები და მედიკამენტები.
აცნობეთ ექიმს, თუ ადრე გქონდათ ინსულტი; თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ამას თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობისა და დოზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც როდესმე წარსულში, მიმართეთ ექიმს.
დროგსტატის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
არ მიიღოთ დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენი, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდმა რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს დროგსტატის ეფექტი.
ამ პრეპარატის მიღებისას მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას.
ორსულობა
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ დროგსტატი, თუ ხართ ორსულად, ან თუ ცდილობთ დაორსულებას.
თუ სავარაუდოა რომ დაორსულდეთ, არ მიიღოთ დროგსტატი საიმედო კონტრაცეფციის გამოყენების გარეშე.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დროგსტატი, თუ ძუძუთი კვებავთ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დროგსტატის უსაფრთხოება ჯერ დადგენილი არ არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჩვეულებრივ, ეს პრეპარატი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, არ მართოთ ავტომობილი, თუ ეს წამალი გავლენას ახდენს თქვენს მართვის უნარზე. არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი ან მექანიზმი, თუ ეს პრეპარატი გავლენას ახდენს მათი გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროგსტატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დროგსტატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაფრთხილებული ხართ ექიმის მიერ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს დროგსტატის ეფექტი ან მათი ეფექტი შეიძლება შეიცვალოს დროგსტატის მიერ. ამ ტიპის ურთიერთქმედებამ შეიძლება ერთი ან ორივე მედიკამენტი ნაკლებად ეფექტური გახადოს. მას ასევე შეუძლია გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი ან სიმძიმე, მათ შორის მნიშვნელოვანი კუნთების გამოფიტვის მდგომარეობა, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი, რომელიც აღწერილია მე-4 თავში.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს დროგსტატთან:
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება თქვენი იმუნური სისტემის მუშაობის შესაცვლელად, მაგალითად, პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია ალერგიული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ციკლოსპორინი ან ტერფენადინი, ასტემიზოლი
· გარკვეული ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუზიდის მჟავა
· სხვა ლიპიდების დონის დასარეგულირებელი პრეპარატები, მაგალითად, გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი, ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის დროს (გულმკერდის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებით/ოკლუზიით), მაგ., ამლოდიპინი, დილთიაზემი
· მედიკამენტები თქვენი გულის რითმის დასარეგულირებლად მაგ: დიგოქსინი, ამიოდარონი,
· ლეტერმოვირი (პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის ციტომეგალოვირუსით დასნებოვნებას).
· სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ მაგ., რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ნელფინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები)
· ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ, როგორიცაა ტელაპრევირი, ბოცეპრევირი და ელბასვირი / გრაზოპრევირის კომბინაცია
სხვა პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ ურთიერთქმედებენ დროგსტატთან:
- ეზეტიმიბი (ქოლესტერინის დამწევი)
- ვარფარინი (ამცირებს სისხლის შედედებას)
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
- სტირიპენტოლი (კრუნჩხვის ინჰიბიტორი)
- ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს)
- ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი)
- კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)
- ანტაციდები (საჭმლის მონელების საშუალებები, რომლებიც შეიცავს ალუმინს ან მაგნიუმს)
- მცენარე კრაზანა
თუ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ იყენებთ პერორალურ ფუზიდის მჟავას, დროებით შეწყვიტეთ დროგსტატის გამოყენება. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ დროგსტატის გამოყენება.
დროგსტატის და ფუზიდის მჟავას ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მტკივნეულობა სეხებისას ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 4.
თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რომელიმე რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს, აცნობეთ მათზე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ მიიღება დროგსტატი
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა / გამოყენების სიხშირე:
· მოზრდილებში და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში დროგსტატის სტანდარტული საწყისი დოზა არის 10 მგ ერთხელ დღეში.
· ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროებისამებრ მკურნალი ექიმის მიერ თქვენთვის საჭირო რაოდენობამდე. თქვენი ექიმი შეამოწმებს დოზას 4 კვირის ან მეტი ინტერვალით, თქვენთვის შესაფერისის შესარჩევად. დროგსტატის ყველაზე მაღალი დოზაა 80 მგ დღეში ერთხელ.
· მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გადაგიყვანთ ქოლესტერინის დამწევ დიეტაზე, რომელზეც უნდა იყოთ ასევე დროგსტატით თერაპიის დროს.
· ყოველთვის მიიღეთ დროგსტატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი:
· დროგსტატის ტაბლეტი გადაყლაპება მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად
· მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ პერიოდში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
· მიუხედავად ამისა, ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 80 მგ დღეში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
დროგსტატით მკურნალობისას არ დაფიქსირებულა განსხვავებები უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში და ლიპიდური მკურნალობის მიზნების მიღწევაში ხანდაზმულ პაციენტებსა და მთელ მოსახლეობას შორის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის უკმარისობა:
დროგსტატი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის დაავადება. ღვიძლის ფუნქციის ტესტები პერიოდულად უნდა ჩატარდეს დროგსტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ.
მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ დროგსტატის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დროგსტატი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დროგსტატი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დროგსტატით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ ან გსურთ შეწყვიტოთ მკურნალობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან დროგსტატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებების მიმართ.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს და სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
· ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენისა და სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია. თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
· სერიოზული დაავადება კანის მწვავე აქერცვლით და შეშუპებით, კანის, პირის ღრუს, თვალების, სასქესო ორგანოების ბუშტუკებით და ცხელებით.
· კანზე გამონაყარი ვარდისფერ-წითელი ლაქებით, განსაკუთრებით ხელისგულებზე ან ფეხისგულებზე, რომლებიც შეიძლება ბუშტუკებად იქცეს.
· მაშინ როცა შეიძლება გქონდეთ კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა, ტკივილი ან ცრემლდენა, ან შარდის ფერის შეცვლა წითელ-ყავისფრად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით (რაბდომიოლიზი), განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ სიცხე. კუნთების ეს პათოლოგიური დაშლა ყოველთვის არ ქრება თავისთავად, მაშინაც კი, თუ შეწყვეტთ ატორვასტატინის მიღებას. ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები.
თუ თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ დროგსტატის გამოყენება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ კუნთების პრობლემები გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია მეტი ტესტის გაკეთება თქვენი კუნთების პრობლემების მიზეზის დასადგენად.
ძალიან იშვიათი მდგომარეობები გავლენას ახდენს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, რომლებიც იყენებენ დროგსტატს (რაც ნიშნავს, რომ ეს გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი 9,999 პაციენტიდან 10,000-ში, რომლებიც იყენებენ დროგსტატს).
· თუ თქვენ გაქვთ პრობლემები მოულოდნელ უჩვეულო სისხლდენასთან ან სისხლჩაქცევებთან დაკავშირებით, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ღვიძლის დაავადებაზე. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ტესტები დროგსტატი მიღების დაიწყებამდე ან თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემების სიმპტომები დროგსტატის მიღებისას, ღვიძლის შესამოწმებლად. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ღვიძლის პრობლემაზე, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე:
o დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება
o მადის დაკარგვა
o ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
o მუქი ქარვისფერი შარდი
o კანის და სკლერის სიყვითლე
· სტივენს-ჯონსონის სინდრომი (წყლის მწვავე შეგროვება კანში, პირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში), მულტიფორმული ერითემა (ლაქოვანი წითელი გამონაყარი), მხედველობის დაბინდვა, სმენის დაქვეითება, მყესების დაზიანებები, ღვიძლის უკმარისობა, გემოს შეცვლა, მამაკაცებში მკერდის გადიდება.
· მგლურას მსგავსი სინდრომი (გამონაყარის, სახსრების დაავადებების და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედების ჩათვლით).
ეს ყოველი არის სერიოზული გვერდითი ეფექტები.
თუ თქვენ აღგენიშნებათ ერთ-ერთი მათგანი, შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში გადაყვანა.
ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება როგორც ნაჩვენებია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10 პაციენტიდან მინიმუმ ერთში.
ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
არ არის ცნობილი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ხშირი
· ცხვირის წიაღების ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა
· ალერგიული რეაქციები
· სისხლში შაქრის დონის მომატება (თუ დიაბეტი გაქვთ, ყურადღებით უნდა გააგრძელოთ
სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი), სისხლში კრეატინკინაზას მომატება
· თავის ტკივილი
· გულისრევა, ყაბზობა, აირები, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა
· სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი
· სისხლის ტესტის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ თქვენი ღვიძლის ფუნქცია შეიძლება გახდეს პათოლოგიური.
არახშირი
· მადის დაკარგვა (ანორექსია), წონის მომატება, სისხლში შაქრის დონის შემცირება (თუ დიაბეტი გაქვთ, უნდა გააგრძელოთ სისხლში შაქრის დონის ყურადღებით მონიტორინგი)
· კოშმარები, უძილობა
· თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელის და ფეხის თითებში, ტკივილის ან შეხების შეგრძნების შემცირება, გემოს შეგრძნობის ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა
· მხედველობის დსაბინდვა
· ყურებში ან/და თავში ზარის ხმა
· ღებინება, ქავილი, მუცლის ზედა და ქვედა ნაწილის ტკივილი, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს მუცელში)
· ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
· გამონაყარი, კანის გამონაყარი და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა
· კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა
· დაღლილობა, ცუდი გუნება-განწყობა, სისუსტე, გულმკერდის ტკივილი, შეშუპება განსაკუთრებით ტერფების (ედემა), მომატებული ტემპერატურა
· შარდის ტესტი, რომელიც დადებითია ლეიკოციტებზე
იშვიათი
· მხედველობის დეფექტი
· მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები
· სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება)
· მყესის (კუნთის მყესის) დაზიანება
ძალიან იშვიათი
· ალერგიული რეაქცია-სიმპტომები: უეცარი ხიხინი და გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის უეცარი უკმარისობა)
· სმენის დაქვეითება
· გინეკომასტია (მკერდის გადიდება)
უცნობი
• მუდმივი კუნთების სისუსტე
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაფიქსირდა სტატინების გამოყენებისას (იგივე ტიპის პრეპარატი, რაც დროგსტატი):
• ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, ცნობიერების არევა.
• სექსუალური სირთულეები
•დეპრესია
• სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და / ან ქოშინი ან ცხელება
• დიაბეტი ეს უფრო სავარაუდოა, თუ სისხლში გაქვთ შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე, გაქვთ ჭარბი წონა და გაქვთ მაღალი წნევა. თქვენ იქნებით თქვენი ექიმის დაკვირვების ქვეშ ვიდრე თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდა, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
5. როგორ ინახება დროგსტატი
შეინახეთ დროგსტატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25° C -ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დროგსტატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ როგსტატი თუ შეამჩნევთ პროდუქტის ან/და მისი შეფუთვის დაზიანებას.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები!
ასევე, იხილეთ : Atoris - ატორისი 20 მგ. 30 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account