დიპროსანი - Diprosan 1მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 51,16 GEL რეგულარული ფასი 53,85 GEL
მარაგშია
SKU
90698_148

ჩვენება: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ლუმბაგო, იშიაზი.

დიპროსპანის®/DIPROS PAN®

სავაჭრო დასახელება:დიპროსპანი ®

საერთაშორისო არაპატენტური სახელწოდება: ბეტამეთაზონი

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე, შეიცავს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ნაწილაკებს, რომელიც იოლად სუსპენდირებს, თავისუფალია მინარევებისაგან.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:ბეტამეთაზონი;

1 მლ სუსპენზია შეიცავს 6,43 მგ ბეტამეთაზონის დიპროპიონატს (ეკვივალენტურია 5 მგ ბეტამეთაზონისა) და 2,63 მგ ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატს (ექვივალენტურია 2 მგ ბეტამეთაზონისა);

დამხმარე ნივთიერებები:დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმისედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (Е 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (Е 216), ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მაკროგოლი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა. საინექციო სუსპენზია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. ათქ კოდი : H02A B01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ბეტამეთაზონი წარმოდგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს (9 ალფა-ფტორ-16 ბეტა-მეთილპრედნიზოლონი). ბეტამეთაზონი ახდენს მძლავრ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და იმუნოდეპრესიულ მოქმედებას.

ბეტამეტაზონი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან მინერალოკორტიკოიდურ მოქმედებას. გლუკოკორტიკოიდები აღწევენ უჯრედის მემბრანაში და წარმოქმნიან კომპლექსებს ციტოპლაზმის სპეციფიურ რეცეპტორებთან. ეს კომპლექსები შემდგომ აღწევენ უჯრედის ბირთვში და ფიქსირდებიან დნმ-ზე (ქრომატინი) და ასტიმულირებენ საინფორმაციო რნმ-ის ტრანსკრიფციას, ასევე სხვადასხვა ფერმენტების ცილების სინთეზს. ეს უკანასკნელები საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი არიან იმ ეფექტებზე, რომლებიც გლუკოკორტიკოიდების სისტემური გამოყენებისას შეინიშნება. გარდა ანთებით და იმუნურ პროცესებზე ზემოქმედებისა, გლუკოკორტიკოიდები ასევე ახდენენ ზეგავლენას ნახშირწყლების, ცილების და ლიპიდების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, გლუკოკორტიკოიდები ზეგავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჩონჩხის კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ზეგავლენა ანთებით და იმუნურ პროცესებზე. გლუკოკორტიკოიდების ანთებისსაწინაღმდეგო, იმუნოდეპრესიულ და ანტიალერგიულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს თერაპიულ პრაქტიკაში. ამ თვისებების ძირითადი შედეგებია: იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობის შემცირება ანთებითი პროცესის უბანზე, ვაზოდილატაციის შემცირება, ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაცია, ფაგოციტოზის დათრგუნვა, პროსტაგლანდინების და მსგავსი ნივთიერებების გამომუშავების შემცირება.

პრეპარატის ანტიანთებითი აქტივობა დაახლოებით 25-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის აქტივობას და 8-10-ჯერ აღემატება პრედნიზოლონის აქტივობას (წონით თანაფარდობაში).

ზემოქმედება ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმზე

გლუკოკორტიკოიდები ასტიმულირებენ ცილების კატაბოლიზმს. ღვიძლში გლუკონეოგენეზის პროცესის მეშვეობით გამოთავისუფლებული ამინომჟავები გარდაიქმნება გლუკოზად და გლიკოგენად. გლუკოზის აბსორბცია პერიფერიულ ქსოვილებში მცირდება, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიასა და გლუკოზურიას, განსაკუთრებით დიაბეტის მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

ზეგავლენა ლიპიდების მეტაბოლიზმზე. გლუკოკორტიკოიდებს გააჩნიათ ლიპოლიზური მოქმედება. ლიპოლიზი განსაკუთრებით გამოხატულია კიდურების დონეზე. გარდა ამისა, გლუკოკორტიკოიდები ზემოქმედებას ახდენენ ლიპოგენეზზე, რაც ყველაზე მეტად გამოიხატება ტორსის, კისრისა და თავის მიდამოში. ეს ეფექტები ერთობლიობაში იწვევენ ლიპიდური მასების გადანაწილებას.

გლუკოკორტიკოიდების მაქსიმალური აქტივობა გამოიხატება უფრო გვიან, ვიდრე პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სისხლის შრატში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატის ეფექტების დიდი ნაწილი დამყარებულია არა პირდაპირ მედიკამენტოზურ ზემოქმედებაზე, არამედ ფერმენტების აქტივობის ცვლილებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი და ბეტამეტაზონის დიპროპიონატი გაიწოვება საინექციო არედან, რაც განაპირობებს თერაპიული ეფექტის სწრაფ დაწყებას, ასევე სხვა ადგილობრივ და ზოგად ფარმაკოლოგიურ ეფექტებს.

ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი სწრაფად იხსნება წყალში და მეტაბოლიზდება ორგანიზმში ბეტამეტაზონამდე (ბიოლოგიურად აქტიური გლუკოკორტიკოიდი). 2,63 მგ ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი ექვივალენტურია 2 მგ ბეტამეტაზონისა.

ბეტამეტაზონის დიპროპიონატის გამოყენება საშუალებას იძლევა პრეპარატის ხანგრძლივი მოქმედების მიღწევისათვის. ეს ნივთიერება პრაქტიკულად არ იხსნება, წარმოადგენს დეპოს, რის გამოც გაწოვა ხდება ნელა, სიმპტომები მცირდება ხანგრძლივი დროის მანძილზე.

სისხლის მაჩვენებლები

კუნთშიდა ინექცია

 

ბეტამეტაზონი ს ნატრიუმის ფოსფატი

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი

სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია

1 სთ მიღების შემდეგ

ნელი აბსორბცია

სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთი დოზის შემდეგ

3–5 საათი

პროგრესული მეტაბოლიზაცია

ორგანიზმიდან გამოყოფა

24 საათი

10 დღეზე მეტი

ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი

36–54 საათი

 

ბეტამეტაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. შეკავშირება ხდება ძირითადად ალბუმინთან. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ბეტამეტაზონის მეტაბოლიზმი არის უფრო ხანგრძლივი ან შენელებული.

გამოყენების ჩვენება

კორტიკოსტეროიდული თერაპია არის დამხმარე და არ ცვლის ზოგადად მიღებულ თერაპიას.

კუნთში შეყვანა

დიპროსპანი ® ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური, ალერგიული დაავადებების, კოლაგენური და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც ჩვეულებრივ აღინიშნება პასუხი კორტიკოსტეროიდებით თერაპიაზე.

სახსარშიდა და პერიარტიკულარული შეყვანა, ასევე შეყვანა უშუალოდ რბილ ქსოვილებში .

დამხმარე ხანმოკლე თერაპიის სახით (დაავადების მწვავე ფორმის ან გამწვავებისას) ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს.

კანშიდა შეყვანა

დერმატოლოგიური დაავადებებისას.

ტერფის ქსოვილებში ადგილობრივი შეყვანა

ხანმოკლე დამხმარე თერაპიის სახით (მწვავე ფორმის ან არსებული დაავადების გამწვავებისას) მკვრივი კოჟრის ფონზე განვითარებული ბურსიტის, ტერფის ცერა თითის უმოძრაობის ან ტერფის მეხუთე თითის დეფორმაციის დროს, სინოვიალური კისტის, მორტონოვის მეტატარზალური ნევრალგიის, ტენდოსინოვიტის, კუბოიდური ძვლის პერიოსტიტის დროს.

ტიპიური სიტუაციები

ალერგიული მდგომარეობა

ბრონქული ასთმა, ასთმური სტატუსი, სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი, ალერგიული ბრონქიტის მძიმე ფორმა, კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, პოლინოზი, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, მომატებული მგრძნობელობის რეაქცია სამკურნალო პრეპარატებზე ან მწერების ნაკბენზე.

რევმატიული დაავადებები

ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ლუმბაგო, იშიაზი, კოქციდინია, მწვავე პოდაგრული ართრიტი, კისრის გამრუდება, განგლიოზური კისტა, ანკილოზური სპონდილოართრიტი, რადიკულიტი, ეგზოსტოზი, ფასციიტი.

დერმატოლოგიური დაავადებები

ატოპიური დერმატიტი (მონეტისებრი ეგზემა), ნეიროდერმიტი (შემოსაზღვრული ნეიროდერმიტი), კონტაქტური დერმატიტი, გამოხატული მზის დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ჰიპერტროფიული წითელი ბრტყელი ლიქენი, ლიპოიდური დიაბეტური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური წითელი მგლურა, ფსორიაზი, კელოიდური ნაწიბურები, ჭეშმარიტი პემფიგუსი, ჰერპესისმაგვარი დერმატიტი, კისტოზური აკნე.

კოლაგენურიდაავადებები

დისიმინირებული სისტემური წითელი მგლურას, კვანძოვანი პერიარტერიტის, სკლეროდერმიის და დერმატომიოზიტის გამწვავებისას ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

ონკოლოგიური დაავადებები

მოზრდილთა ლეიკოზის და ლიმფომის, ასევე ბავშვებში მწვავე ლეიკოზის პალიატიური თერაპიისას.

სხვა მდგომარეობანი

ადრენოგენიტალური სინდრომი, ჰემორაგიული რექტოკოლიტი, კრონის დაავადება, სპრუ, სისხლის პათოლოგიური ცვლილებანი, როდესაც აუცილებელია გლუკოკორტიკოიდური თერაპია, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

თირკმელზედას ქერქის პირველადი და მეორადი უკმარისობისას შესაძლოა ჩატარდეს მკურნალობა პრეპარატ დიპროსპანით®, თუმცა აუცილებლობისას ერთდროულად უნდა იქნას გამოყენებული მინერალოკორტიკოიდები.

გამოყენების მეთოდები და დოზირება

გამოყენების წინ სუსპენზია უნდა შეინჯღრეს.

დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროებების, დაავადების სახის, მისი სიმძიმის და პაციენტის ორგანიმზის რეაქციის მიხედვით.

დოზა უნდა იყოს მინიმალური, ხოლო მიღების პერიოდი - მაქსიმალურად ხანმოკლე.

საწყისი დოზა უნდა შეირჩეს დამაკმაყოფილებელი კლინიკური ეფექტის მიღებამდე. თუ საკმარისი დროის პერიოდის შემდეგ არ ხერხდება დამაკმაყოფილებელი კლინიკური ეფექტის მიღება, მკურნალობა უნდა შეწყდეს პრეპარატ დიპროსპანის ® დოზის თანდათან დაქვეითებით და ჩატარდეს სხვა შესაბამისი მკურნალობა.

დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღების შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს ოპტიმალური დოზა, საწყისი დოზის თანდათან დაქვეითებით (დროის დასაშვები ინტერვალების შემდეგ), სანამ არ მიიღწევა მინიმალური დოზა, რომელიც ადექვატურ ეფექტს განაპირობებს.

დიპროსპანის®გამოყენება არ შეიძლებაინტრავენურად ან კანქვეშ

სისტემური გამოყენება

სისტემური თერაპიისას პრეპარატის საწყისი დოზა უმრავლეს შემთხვევში შეადგენს 1–2 მლ-ს. შეყვანას იმეორებენ აუცილებლობისას. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთებში დუნდულის არეში. პრეპარატის გამოყენების დოზა და სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე და თერაპიულ ეფექტზე. სერიოზული დაავადებებისას, როცა აუცილებელია გადაუდებელი თერაპია, მაგალითად სისტემური წითელი მგლურას დროს ან ასთმური სტატუსისას, პრეპარატის საწყისი დოზა შესაძლოა შეადგენდეს 2 მლ.

სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებებისას კარგი პასუხი, როგორც წესი, მიიღწევა 1 მლ პრეპარატ დიპროსპანის®ინტრამუსკულარული შეყვანისას; პრეპარატის შეყვანა უნდა განმეორდეს თერაპიული ეფექტის მიხედვით.

სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს სიმპტომების გაუმჯობესება მიიღწევა პრეპარატ დიპროსპანის®ინტრამუსკულარული ინექციიდან რამოდენიმე საათის შემდეგ. ბრონქული ასთმის, პოლინოზის, ალერგიული ბრონქიტის და ალერგიული რინიტის დროს სიმპტომების ეფექტური კონტროლი მიიღწევა 1–2 მლ პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

მწვავე და ქრონიკული ბურსიტისას ეფექტური შედეგი მიიღწევა 1–2 მლ პრეპარატ დიპროსპანიის ®ერთი ი/მ ინექციის შემდეგ; აუცილებლობისას შესაძლოა მოხდეს პრეპარატის განმეორებითი შეყვანა.

ადგილობრივიგამოყენება

ადგილობრივი ანესთეზიური პრეპარატის ერთდროული გამოყენება აუცილებელია მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში (ინექცია პრაქტიკულად უმტკივნეულოა). თუ სასურველია ანესთეზიური პრეპარატის ერთდროულად შეყვანა, დიპროსპანი ® შესაძლოა შეერიოს (შპრიცში და არა ფლაკონში) 1% ან 2% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის, პროკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარს ან ანალოგიურ ადგილობრივი მოქმედების ანესთეზიურ საშუალებებს იმ სამკურნალო ფორმების გამოყენებით, რომლებიც არ შეიცავენ პარაბენს. არაა დაშვებული იმ ანესთეზიური საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლს და სხვა მსგავს ნივთიერებებს. პრეპარატ დიპროსპანის ® აუცილებელი დოზა თავიდან ფლაკონიდან მოიღება შპრიცში; შემდეგ ამავე შპრიცში მოათავსებენ ადგილობრივი ანესთეტიკის საჭირო რაოდენობას და შეანჯღრევენ დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

მწვავე ბურსიტების დროს (სუბდელტოიდური, სუბაკრომიური და პრეპატელარული) 1–2 მლ პრეპარატი დიპროსპანის ® შეყვანამ უშუალოდ სინოვიურ ჩანთაში შესაძლოა შეამსუბუქოს ტკივილი და მთლიანად აღადგინოს მოძრაობა რამოდენიმე საათის განმავლობაში.

ქრონიკული ბურსიტების დროს. კარგი ეფექტის მიღებისას გადაუდებელი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის დოზა შესაძლოა დაქვეითდეს.

ტენდინიტის, ტენდოსინოვიტის და პერიტენდინიტის დროს. დაავადებების მწვავე სტადიაში პრეპარატის ერთი ინექცია შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ქრონიკული მდგომარეობისას – შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს პრეპარატის განმეორებითი ინექცია პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს. პრეპარატის სახსარშიდა შეყვანა დოზით 0,5–2 მლ, როგორც წესი, ამცირებს ტკივილს, მტკივნეულობასა და მოძრაობის შეზღუდვას შეყვანიდან 2–4 სთ მერე. პრეპარატის თერაპიული მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ვარირებს ამ ორი დაავადების დროს და შესაძლოა შეადგინოს 4 კვირა და მეტი. პრეპარატ დიპროსპანის ® სახსარშიდა შეყვანა კარგად გადაიტანება როგორც სახსრების მხრივ, ასევე სახსრების ირგვლივ ქსოვილების მხრივ. პრეპარატის რეკომენდებული დოზებია:

- მსხვილ სახსრებში შეყვანისას (მაგალითად, მუხლის, მენჯ-ბარძაყის): 1–2 მლ;

- საშუალო ზომის სახსრებში (მაგალითად, იდაყვის): 0,5–1 მლ;

- წვრილ სახსრებში შეყვანისას (მაგალითად, ხელის მტევნის): 0,25–0,5 მლ.

კანის დაავადებების დროს. დერმატოლოგიური დაავადებების დროს ეფექტურია პრეპარატ დიპროსპანის ® შეყვანა უშუალოდ დაზიანების კერაში. დაზიანების უბნებთან შედარებით, სადაც პრეპარატი უშუალოდ არ გამოიყენება, დადებითი ეფექტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის მცირე სისტემურ ეფექტთან.

დოზა შეადგენს 0,2 მლ/სმ2. პრეპარატი შეჰყავთ კანში (და არა კანქვეშ) ტუბერკულინის შპრიცის მეშვეობით, ნემსის დიამეტრით 26 G. პრეპარატის საერთო რაოდენობა, რომელიც შეიყვანება ყველა დაზიანებულ უბანში არ უნდა აღემატებოდეს 1 მლ.

ტერფის დაავადებებისას, რომლებიც მგრძნობიარეა გლუკოკორტიკოიდებით თერაპიაზე. კოჟრის ფონზე განვითარებული ბურსიტების დროს შესაძლოა ეფექტური იყოს პრეპარატს ორი თანამიმდევრული ინექციის გამოყენება 0,25-მლ ოდენობით თითოეული. სხვა დაავადებებისას, როგორიცაა ტერფის დიდი თითის მოძრაობის შეზღუდვა (Hallux Rigidus), ტერფის მეხუთე თითის ვარუსული დეფორმაცია, ასევე მწვავე პოდაგრული ართრიტი, გაუმჯობესება შესაძლოა მოხდეს ძალიან მალე. ტერფში ინექციისათვის უმეტესწილად გამოდგება ტუბერკულინის შპრიცი ნემსი 25G, სიგრძით 1,9სმ.

რეკომენდებული დოზები (ინტერვალები შეყვანებს შორის დაახლოებით 1 კვირა) შეადგენს:

ბურსიტის დროს:

- მყარი კოჟრის დროს

- ქუსლის დეზის დროს

- ტერფის დიდი თითის მოძრაობის შეზღუდვისას

-ტერფის მეხუთე თითის ვარუსული დეფორმაციისას

0, 25–0,5 მლ

0,5 მლ

0,5 მლ

0,5 მლ

სინოვიური კისტის დროს

0,25–0,5 მლ

მორტონოვის მეტატარზალური ნევრალგიის დროს

0,25–0,5 მლ

ტენდოსინოვიტის დროს

0,5 მლ

კუბოიდური ძვლის პერიოსტიტის დროს

0,5 მლ

მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს

0,5–1 მლ

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციები,რომელიცპრეპარატ დიპროსპანის®გამოყენების დროს აღინიშნება, ისევე როგორც რეაქციები სხვა კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განპირობებულია პრეპარატის გამოყენების დოზითა და ხანგრძლივობით.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის შეკავება, შეგუბებითი გულის უკმარისობა პაციენტებში წანასწარი განწყობით, არტერიული ჰიპერტენზია.

ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ დარღვევა: კუნთოვანი სისუსტე, კუნთოვანი მასის დაკარგვა, მიასთენიის სიმპტომების გაუარესება, ოსტეოპოროზი, ზოგჯერ ძლიერი ტკივილებით ძვლებში და სპონტანური მოტეხილობებით (ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა), ძვლის ასეპტიური ნეკროზი (ბარძაყის ან მხრის ძვლის თავის), მყესების გაგლეჯა, სტეროიდული მიოპათია, პათოლოგიური მოტეხილობანი, სახსრების არასტაბილობა.

დარღვევები კანის მხრივ : კანის ატროფია, ჭრილობის დაყოვნებული შეხორცება, კანის სიმყიფე და გათხელება, პეტექიები, ეკქიმოზები, ალერგიული დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის ერითემა, მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ : კუჭის წყლული შესაძლო პერფორაციითა და სისხლდენით, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, ნაწლავთა პერფორაცია, წყლულოვანი ეზოფაგიტი, გულისრევა, ღებინება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ : კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცეფალგია, მომატებული ქალაშიდა წნევა (ტვინის ფსევდოსიმსივნე).

დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ეიფორია, განწყობის შეცვლა, პიროვნების ცვლილება, მძიმე დეპრესია, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ფსიქოზური რეაქცია, განსაკუთრებით პაციენტებში ფსიქიატრიული დარღვევებით ანამნეზში, დეპრესია.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომა, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, ეგზოფთალმი, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება.

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ : კუშინგის სინდრომის კლინიკური სიმპტომატიკა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ინსულინზე ან პარორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებზე მოთხოვნილების გაზრდა დიაბეტის მქონე პაციენტებში, ნაყოფის განვითარებისა და ბავშვის ზრდის შეფერხება, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა, ჰიპოფიზის და თირკმელზედას ფუნქციის მეორადი უკმარისობა, რაც განსაკუთრებით ცუდად აისახება სტრესის დროს (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან დაავადება).

მეტაბოლურიდარღვევები : აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილის დაშლის გამო, ლიპომატოზი, სხეულის მასის ზრდა.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ . კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიონ კანის სინჯების დათრგუნვა, ინფექციის სიმპტომების შენიღბვა და ლატენტური ინფექციის აქტივაცია, ასევე ინფექციური გამომწვევების, კერძოდ, მიკობაქტერიების (ტუბერკულოზის დროს), Candida albicans და ვირუსების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითება.

სხვა რეაქციები: ანაფილაქსიური ან ალერგიული რეაქციები, ჰიპოტენზიური ან შოკური რეაქციები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას : სიბრმავის იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია პრეპარატის შეყვანასთან სახის ან თავის არეში, ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია, კანქვეშა ან კანის ატროფია, ასეპტიური აბსცესი, პოსტინფექციური გამწვავება (სახსარშიდა შეყვანის შემდეგ), შარკოს ართროპათია.

პრეპარატის განმეორებითი სახსარშიდა შეყვანის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სახსრების დაზიანებანი .არის დაინფიცირების რისკი.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ გაგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების ან კორტიკოსტეროიდების მიმართ (იხ. თავი „შემადგენლობა“).

სისტემური სოკოვანი ინფექციები.

პაციენტებში იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით, პრეპარატ დიპროსპანის® ინტრამუსკულარული შეყვანა აკრძალულია.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა გახდეს თირკმელზედა ჯირკვლების მეორადი უკმარისობის და მეორადი ჰიპერკორტიციზმის განვითარების მიზეზი, მათ შორის, კუშინგის დაავადების ჩათვლით.

სალიცილის მჟავას შემცველი ტოპიკური პრეპარატების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილიზმის სიმპტომები.

მკურნალობა: ნაჩვენებია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები, ჩვეულებრივ, შექცევადია. აუცილებლობისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიური მოქმედებისას რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ნელი შეწყვეტა.

სალიცილიზმის მკურნალობა სიმპტომურია. მიიღება ზომები ორგანიზმიდან სალიცილატების სწრაფი გამოყოფისათვის. პერორალურად გამოიყენება ნატრიუმის ჰიდროკარბონატი შარდის გასატუტიანებლად და დიურეზის გასაძლიერებლად.

სიმპტომები. გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის გადაჭარბება, მათ შორის ბეტამეტაზონისა, არ უქმნის საფრთხეს პაციენტის სიცოცხლეს.

მაქსიმალური დოზების გამოყენებისას, ნაკლებსავარაუდოა, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის გადაჭარბებამ გამოიწვიოს არასასურველი შედეგები (ისეთი პირობითი უკუჩვენებების არსებობისას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, კუჭის აქტიური წყლული თუ ერთდროულად არ გამოიყენება გულის გლიკოზიდები, კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტები, ან დიურეზული საშუალებები, რომლებიც გამოაძევებენ კალიუმს).

მკურნალობა. გართულებებისას, რაც განპირობებულია კორტიკოსტეროიდების მეტაბოლური მოქმედების ან ძირითადი ან თანმხლები დაავადებების ზეგავლენით, ასევე სხვა სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული გართულებების დროს საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. აუცილებელია სითხის ადექვატური მიწოდება ორგანიზმისათვის და სისხლის შრატში და შარდში ელექტროლიტების შემადგენლობის კონტროლი, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსისათვის ორგანიზმში. ამ იონების დისბალანსის აღმოჩენისას აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატდი პროსპანის® შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად ან კანქვეშ

იყო შეტყობინებები სერიოზული ნევროლოგიური რეაქციების შესახებ (ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით) კორტიკოსტეროიდების ეპიდურული საინექციო შეყვანისას. ასევე იყო შეტყობინებები სპეციფიური რეაქციების შესახებ, რომლებიც მოიცავად (მაგრამ არ შემოიფარგლებოდა ჩამოთვლილით): ზურგის ტვინის ინფარტი, პარაპლეგია, კვადრიპლეგია, ქერქოვანი სიბრმავე და ინსულტი. ამ სერიოზული ნევროლოგიური მოვლენების შესახებ შეტყობინებები იყო როგორც რენტგენოსკოპიული გამოკვლევების გამოყენებით, ასევე - მათ გარეშე. კორტიკოსტეროიდების ეპიდურული შეყვანის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ კორტიკოსტეროიდების ამ გზით გამოყენება აკრძალულია.

სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ აღწერილია ფეოქრომოციტომური კრიზისი, მათ შორის, ლეტალური გამოსავლით. პაციენტებს, იდენტიფიცირებული ფეოქრომოციტომით ან მისი არსებობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდები უნდა დაენიშნოთ მხოლოდ რისკი/სარგებლის ფარდობის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

იშვიათად აღინიშნებოდა ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციები შოკის განვითარების ალბათობით, იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პარენტერალური კორტიკოსტეროიდებით. პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში კორტიკოსტეროიდების მიმართ ალერგია ალერგია აღენიშნებათ.

პრეპარატის შეყვანა უნდა განხორციელდეს ასეპტიურ პირობებში.

დიპროსპანი ® შეიცავს ბეტამეტაზონის ორ ეთერს, რომელთაგან ერთი (ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი) სწრაფად გაიწოვება პრეპარატის შეყვანის ადგილას. შესაბამისად, ექიმს უნდა ახსოვდეს, რომ ამ ხსნად ნივთიერებას შესაძლოა ჰქონდეს სისტემური მოქმედება.

ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეპარატის შეწყვეტის ან დოზის მკვეთრი დაქვეითებისას (ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში - უკვე გამოყენების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ), ასევე კორტიკოსტეროიდების მიმართ მომატებული მოთხოვნილების დროს (სტრესის შედეგად: ინფექციები, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა) შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედას ქერქის უკმარისობა. ამიტომ დოზა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით. სტრესული სიტუაციების დროს ზოგჯერ აუცილებელია კორტიკოსტეროიდების მიღების განახლება ან მათი დოზის მომატება.

დოზის დაქვეითება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, ზოგჯერ აუცილებელია პაცენტის მდგომარეობაზე დაკვირვება 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის დასრულების შემდეგ ან პრეპარატის დიდი დოზების მიღების შემდეგ.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის სიმპტომები: შეუძლოდ ყოფნა, კუნთოვანი სისუსტე, ფსიქიური დარღვევები, მოდუნება, ტკივილი კუნთებსა და ძვლებში, კანის აქერცვლა, ქოშინი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, არტერიული ჰიპოტენზია, დეჰიდრატაცია, სიკვდილი მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტის შემდეგ. თირკმელზედას ქერქის უკმარისობის მკურნალობა გულისხმობს გლუკოკორტიკოიდების, მინერალოკორტიკოიდების, წყლის, ნატრიუმის ქლორიდის და გლუკოზის გამოყენებას.

მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდების ინტრავენურმა სწრაფმა ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი; ამ მიზეზის გამო ინექცია უნდა შესრულდეს 10 წთ განმავლობაში.

კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიისას, აუცილებელია განიხილებოდეს საკითხი პრეპარატის პარენტერალური გამოყენებიდან პერორალურზე გადასასვლელად, შესაძლო უპირატესობებისა და რისკების განხილვით.

სახსარშიდა ინექციის ჩატარებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ შემდეგი:

- პრეპარატის ასეთი გზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება.

- აუცილებელია სახსარშიდა სითხის ანალიზი, რათა გამოირიცხოს სექტიური პროცესი სახსარში.

- არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა სახსარშიდა ინფექციის დროს.

- მტკივნეულობის ზრდა, შეშუპება, სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, ტემპერატურის მატება ან შეუძლოდ ყოფნა შესაძლოა იყოს სეპტიური ართრიტის სიმპტომები. თუ ინფექციური პროცესია დიაგნოსტირებული, აუცილებელია ჩატარდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია.

- კორტიკოსტეროიდების შეყვანა არ შეიძლება არასტაბილურ სახსარში, ინფიცირებულ უბნებსა და მალებს შორის მიდამოებში.

- სახსარში განმეორებითმა ინექციებმა ოსტეოართრიტის დროს შესაძლოა გაზარდოს სახსრის დაშლის რისკები.

- საჭიროა თავი აარიდოთ კორტიკოსტეროიდების პირდაპირ ინექციას უშუალოდ მყესში, ვინაიდან ამ შემთხვევაში წარმოიქმნება მყესის გაგლეჯის საშიშროება.

კორტიკოსტეროიდები ღრმად უნდა იქნას შეყვანილი კუნთში, რათა თავიდან იქნას აცილებული ქსოვილების ადგილობრივი ატროფია.

კორტიკოსტეროიდების შეყვანამ რბილ ქსოვილებში ან უშუალოდ დაზიანების არეში, ასევე სახსარშიდა შეყვანამ, შესაძლოა განაპირობოს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედება.

რისკის განსაკუთრებული ჯგუფები

გლუკოკორტიკოიდების თვისებების გათვალისწინებით (ცილების გარდაქმნა გლუკოზად), დიაბეტის მქონე პაციენტებში ბეტამეტაზონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და მხოლოდ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ჰიპოთირეოზის ან ციროზის მქონე პაციენტებში აღინიშნება გლუკოკორტიკოიდების ეფექტების გაძლიერება.

თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატ დიპროსპანის ® გამოყენებას თვალის ჰერპესის დროს, რქოვანა გარსის პერფორაციის საშიშროების არსებობის გამო.

კორტიკოსტეროიდების საფუძველზე დამზადებული პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა ფსიქოზური დარღვევების განვითარება. ემოციური და ფსიქოზური არასტაბილობისაკენ მიდრეკილება შესაძლებელია გაუარესდეს კორტიკოსტეროიდების საფუძველზე დამზადებული პრეპარატების გამოყენებისას.

პრეპარატი ფრთხილად გამოიყენება: არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, პერფორაციის საშიშროების, აბსცესის და სხვა ჩირქოვანი ინფექციების დროს; დივერტიკულიტის, ნაწლავის ანასტომოზის, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის, მძიმე მიასთენიის, გლაუკომის, მწვავე ფსიქოზის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, განვითარების შეფერხების, ტუბერკულოზის, კუშინგის სინდრომის, დიაბეტის, გულის უკმარისობის, ეპილეფსიის დროს, რომელიც ცუდად ექვემდებარება თერაპიას; თრომბოემბოლიისადმი ან თრომბოფლებიტისადმი მიდრეკილების, ორსულობის დროს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კორტიკოსტეროიდების მკურნალობის გართულებები დამოკიდებულია მათ დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, უნდა გავითვალისწინოთ თანაფარდობა სარგებელი/რისკი ყოველი ცალკეული პაციენტისათვის, მკურნალობის დოზისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალური შერჩევით.

კორტიკოსტეროიდებს შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების ზოგი ნიშანი ან გაართულოს მათი აღმოჩენა. რეზისტენტობის დაქვეითების გამო პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ახალი ინფექციები.

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის (განსაკუთრებით ბავშვებში) ან გლაუკომის განვითარება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით, ასევე გამოიწვიოს თვალის მეორადი ინფექციები (სოკოვანი ან ვირუსული).

საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევების რეგულარული ჩატარება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 კვირაზე მეტხანს).

კორტიკოსტეროიდების საშუალო ან მაღალი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავება, ასევე კალიუმის გამოძევების მატება. ასეთი ეფექტები ნაკლებადაა მოსალოდნელი სინთეზური პრეპატარების გამოყენებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მაღალ დოზებში გამოიყენება. შესაძლოა განიხილებოდეს საკითხი დიეტის შესახებ სუფრის მარილის შეზღუდული რაოდენობით გამოყენებითა და კალიუმის შემცველი პრეპარატების დამატებითი მიღებით. ყველა კორტიკოსტეროიდი აძლიერებს კალციუმის გამოყოფას.

პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, უკუნაჩვენებია შემდეგი სახის მკურნალობა:

- ვაქცინაცია ყვავილის წინააღმდეგ,

- იმუნიზაციის სხვა მეთოდები (განსაკუთრებით მაღალ დოზებში) ნევროლოგიური გართულებების საშიშროების და სუსტი იმუნური პასუხის გამო (ანტისხეულების არასაკმარისი გამომუშავება).

მიუხედავად ამისა, იმ პაციენტებს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს დამხმარე თერაპიის სახით, შესაძლოა ჩაუტარდეს იმუნიზაცია (მაგალითად, ადისონის დაავადების დროს).

პაციენტებმა, განსაკუთრებით ბავშვებმა, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს იმუნოსუპრესიულ დოზებში, თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ კონტაქტს ჩუტყვავილით ან წითელათი დაავადებულებთან.

აქტიური ტუბერკულოზის დროს კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ფულმინანტური ან დისიმინირებული ტუბერკულოზის დროს. ამ შემთხვევაში კორტიკოსტეროიდები გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად.

თუ კორტიკოსტეროიდული თერაპია ენიშნებათ პაციენტებს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმით ან დადებითი რეაქციით ტუბერკულინზე, აუცილებელია ჩატარდეს მუდმივი მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე, ვინაიდან შესაძლებელია დაავადებების რეაქტივაცია. ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს პაციენტებმა უნდა ჩაიტარონ ქიმიოპროფილაქტიკა.

თუ ქიმიოპროფილაქტიკის პროგრამაში გამოიყენება რიფამპიცინი, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ეს პრეპარატი აძლიერებს კორტიკოსტეროიდების ღვიძლის მეტაბოლურ კლირენსს; შესაძლოა საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის კორექცია.

ვინაიდან კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ახალშობილებისა და ბავშვების განვითარებაზე, ასევე დათრგუნოს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავება, საჭიროა ბავშვების ზრდასა და განვითარების მახასიათებლებზე ყურადღებით დაკვირვება კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.

ზოგ შემთხვევაში კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სპერმატოზოიდების მოძრაობასა და რაოდენობაზე.

დიპროსპანი ® შეიცავს ბენზილის სპირტს.

ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ბენზილის სპირტი დაკავშირებულია სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკთან, მათ შორის, სუნთქვის პრობლემების (გასპინგ-სინდრომი) განვითარება პატარა ბავშვებში. უცნობია ბენზილის სპირტის მინიმალური რაოდენობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტი. არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება დღენაკლ ჩვილებში ან ახალშობილებში (4 კვირამდე). არ გამოიყენოთ ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით პატარა ბავშვებში (3 წლამდე ასაკის).

დიდი რაოდენობით ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზი. საჭიროა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა დიპროსპანის ახალშობილებისთვის, ორსული ან მეძუძური პაციენტებისთვის დანიშვნის დროს, და ასევე ღვიძლის ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის დანიშვნისას.

პრეპარატ დიპროსპანის ® შემადგენლობაში შედის ნატრიუმი.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლზე (23მგ)/დოზა ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად ითვლება, რომ ნატრიუმისგან თავისუფალია.

პრეპარატ დიპროსპანის ® შემადგენლობაში შედის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (Е 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (Е 216), რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ შენელებული ტიპის), ხოლო იშვიათ შემთხვევებში– სუნთქვის გაძნელება.

სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (მათ შორის, ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალშიდა მიღების მეთოდებით), შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაზიანება. თუ პაციენტს ისეთი სიმპტომები უვითარდება, როგირიცაა მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტი უნდა გაიგზავნოს ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზის დადგენის მიზნით. ეს მიზეზები შეიძლება მოიცავდეს კარაქტას, გლაუკომას ან სხვა იშვიათ დაავადებებს (მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია), რომელთა შესახებ არსებობს შეტყობინებები სისტემური და ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულებსა და მეძუძურ ქალებში გლუკოკორტიკოიდების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ გამოკვლევების უქონლობის გამო, გლუკოკორტიკოსტეროიდები არ უნდა დაენიშნოს ქალებს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ქალებს რეპროდუქციულ ასაკში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად შეფასდება მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და დედის, ნაყოფისა და ბავშვისათვის შესაძლო რისკები.

იმ შემთხვევაში, როცა კორტიკოსტეროიდული თერაპია ნაჩვენებია მშობიარობამდე პერიოდში, აუცილებელია შედარდეს მოსალოდნელი კლინიკური ეფექტი და შესაძლო გვერდითი ეფექტები (კერძოდ, ზრდის შენელება და ინფექციების რისკის ზრდა).

ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია გაგრძელდეს კორტიკოსტეროიდული თერაპია ორსულობის პერიოდში ან გაიზარდოს კიდეც დოზა (მაგალითად, კორტიკოსტეროიდული ჩანაცლებითი თერაპიის დროს).

ბეტამეტაზონის კუნთშიდა ინექცია იწვევს ნაყოფში დისპნოეს სიხშირის მნიშვნელოვან დაქვეითებას თუ პრეპარატი მიიღება 24 საათზე უფრო ადრე მშობიარობამდე (ორსულობის 32 კვირამდე).

კვლევების გამოქვეყნებული შედეგები აჩვენებს, რომ კორტიკოსტეროიდების თერაპიის პროფილაქტიკური ჩატარების მიზანშეწონილობა ორსულობის 32-ე კვირის მერე დისკუტაბელურია. ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს სარგებელი და შესაძლო რისკები დედისა და ნაყოფისათვის კორტიკოსტეროიდული თერაპიის ჩატარებისას ორსულობის 32-ე კვირის მერე.

კორტიკოსტეროიდული თერაპია არ ინიშნება ჰიალინური მემბრანების დაავადების დროს დაბადების შემდგომ.

ჰიალინური მემბრანების დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობისას დღენაკლ ახალშობილებში თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება ორსულებში პრეეკლამფსიითა ან ეკლამფსიით, ასევე პლაცენტის დაზიანების ნიშნების დროს.

იმ დედების შვილები, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებდნენ კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვან დოზებს, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ თირკმელზედას ქერქის უკმარისობის ადრეული ნიშნების გამოსავლენად.

როცა ქალები იღებდნენ ბეტამეტაზონს ბავშვის დაბადებამდე, ახალშობილებს აღენიშნებოდათ ზრდის ფეტალური ჰორმონების დროებითი შეყოვნება, ასევე, სავარაუდოდ, ჰიპოფიზალური ჰორმონებისაც, რომლებიც არეგულირებენ კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას ნაყოფის თირკმელზედას როგორც საბოლოოდ ფორმირებული, ასევე ფეტალური უბნებით. მიუხედავად ამისა, ფეტალური ჰიდროკორტიზონის დათრგუნვა არ ახდენს ზეგავლენას ჰიპოფიზის სტრესზე საპასუხო რეაქციაზე დაბადების შემდეგ.

კორტიკოსტეროიდები კარგად გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში.

ვინაიდან კორტიკოსტეროიდები გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოხდეს ზედამხედველობა იმ დედების ახალშობილის და ჩვილის მდგომარეობაზე, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებით თერაპიას ორსულობის დიდი ან გარკვეული ნაწილის განმავლობაში და შეფასდნენ თანდაყოლილი კატარაქტის თვალსაზრისით, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ვინაიდან პრეპარატმა დიპროსპანმა ® შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ბავშვებში, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებიან, აუცილებელია დადგეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თერაპია დედისათვის.

ქალები, რომლებიც იღებდნენ კორტრიკოსტეროიდებს ორსულობის პერიოდში, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჭინთვების დროს და მას შემდეგ, ასევე მშობიარობის განმავლობაში მშობიარობის სტრესის გამო თირკმელზედას ქერქის უკმარისობის გამოსავლენად.

კვლევებმა აჩვენა ნეონატალური ჰიპოკალიემიის მომატებული რისკი ბეტამეტაზონის ხანმოკლე ანტენატალური კურსის შემდეგ ქალებში, რომლებსაც აქვთ გვიანი - ნაადრევი მშობიარობის რისკი.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებათა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის დიდი დოზების მიღების დროს, რომელმაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს ცნს მხრივ ეფექტების გამოვლინებას (ეიფორია, უძილობა). ასევე შესაძლებელია მხედველობის დარღვევა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება პრეპარატებთან

კორტიკოსტეროიდები (ბეტამეტაზონის ჩათვლით) მეტაბოლოზდება СYP3A4-ის მეშვეობით.

ფენობარბიტალთან, რიფამპიცინთან, ფენიტოინთან ან ეფედრინთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი და როგორც შედეგი, შეამციროს თერაპიული ეფექტი.

СYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი, კრალითრომიცინი, რიტონავირი, კობიცისტატის შემცველი პრეპარატები) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების ექსპოზიციის გაზრდა და შესაბამისად, პოტენციურად გაზარდოს კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების რისკი. საჭიროა პრეპარატების ერთდროულად მიღების სარგებლისა და კორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის შეფასება და ასევე პაციენტებზე დაკვირვება ზემოთ მითითებული რეაქციების განვითარების გამოსავლენად.

პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, უკუნაჩვენებია შემდეგი სახის მკურნალობა:

- ვაქცინაცია ყვავილის წინააღმდეგ,

- იმუნიზაციის სხვა მეთოდები (განსაკუთრებით მაღალ დოზებში) ნევროლოგიური გართულებების საშიშროების და სუსტი იმუნური პასუხის გამო (ანტისხეულების არასაკმარისი გამომუშავება).

მიუხედავად ამისა, პაციენტებს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, შესაძლოა ჩაუტარდეთ იმუნიზაცია (მაგალითად, ადისონის დაავადების დროს).

ერთდროულმა გამოყენებამ დიურეტიკებთან, მაგალითად, თიაზიდებთან, შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის აუტანლობის რისკის მატება.

საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე მეთვალყურეობა, რომლებიც ერთდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებისა და ესტროგენების თერაპიას, ვინაიდან შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების ეფექტების გაძლიერება.

კორტიკოსტეროიდებისა და საგულე გლიკოზიდების ერთროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს არითმიების განვითარების რისკი ან დიგიტალისით ინტოქსიკაცია ჰიპოკალემიის გამო. ხშირად პაციენტები, რომლებიც საგულე გლიკოზიდებს იღებენ, ერთროულად გამოიყენებენ დიურეზულ საშუალებებსაც, რაც განაპირობებს კალიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან. ამ შემთხვევებში პაციენტს საჭიროა დაენიშნოს კალიუმის შემცველი პრეპარატები. კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გაზარდონ კალიუმის გამოდევნა, რაც ამფოტერიცინ В-ს გამოყენებითაა გამოწვეული. ყველა პაციენტში, რომლებიც იღებენ პრეპარატების რომელიმე ასეთ კომბინაციას, ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს შრატის ელექტროლიტების დონეები, კერძოდ, კალიუმის დონე სისხლის შრატში.

კორტიკოსტეროიდებისა და კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტების გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს ანტიკოაგულანტური ეფექტები, რაც საჭიროებს დოზის კორექციას. იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც ერთროულად იღებენ ანტიკოაგულანტებითა და გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, უნდა გვახსოვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კორტიკოსტეროიდებით ინდუცირებული შესაძლო დაწყლულებისა და შინაგანი სისხლდენის რისკის შესახებ.

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია დააქვეითონ სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. კორტიკოსტეროიდების დოზის დაქვეითებისას ან თერაპიის შეწყვეტისას უნდა ჩატარდეს გამოკვლევა სალიცილის მჟავათი შესაძლო მოწამლვის გამო. გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პროცესების სიხშირე და სიმძიმე.

არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებთან ან ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების განვითარების ან არსებული წყლულების გამწვავების რისკის ზრდა.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების ან ინსულინის დოზის ადაპტაცია, გლუკოკორტიკოსტეროიდების ჰიპერგლიკემიური ეფექტის გათვალისწინებით.

სომატოტროპინთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ ჰორმონზე პასუხის დაქვეითება. სომატოტროპინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ბეტამეტაზონის გამოყენებისაგან დოზებში, რომლებიც აღემატება 300–450 მკგ (0,3–0,45 მგ) 1 მ 2 სხეულის ზედაპირის ფართობზე დღის განმავლობაში.

ურთიერთქმედებალაბორატორიული ტესტების ჩატარებისას

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ნიტროლურჯი ტეტრაზოლიუმის აღდგენის ტესტზე და გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები.

თუ პაციენტი იღებს მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბიოლოგიური ტესტების ინტერპრეტაციის დროს (კანის ტესტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე და სხვა).

 

შეუთავსებლობა

იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილობრივი ანესთეტიკების ერთდროული გამოყენება. თუ ანესთეზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებაა სასურველი, პრეპარატი დიპროსპანი ® შესაძლოა შეერიოს (შპრიცში და არა ფლაკონში) ლიდოკაინის ან პროკაინ ჰიდროქლორიდის 1% ან 2% ხსნარს, ან სხვა ანესთეტიკებს, რომლებიც არ შეიცავენ პარაბენებს. არ დაიშვება ანესთეტიკების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლს და სხვა მსგავს ნივთიერებებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25оС ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას, არ გაყინოთ.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

შენახვის ვადა.2 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

1 მლ ამპულებში, ჰიდროლიზური კლასის 1 (ეფ) მინაში. 32,5±1,0მმ სიმაღლეზე ამპულის ქვემო ნაწილიდან არის მწვანე ფერის რგოლი. 5 ამპულა კონტურულ პლასტიკურ შეფუთვაში გაუმჭვირვალე პოლისტეროლისაგან, რაც დაფარულია გამჭვირვალე პეტფ/პე აპკით.

5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ასევე , იხილეთ : დიპროსპანი - Diprospan 1მლ 1 ამპულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy