დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Catrice - კატრისი ჰაილაითერი All Over Glow 020 3531განსაკუთრებული ფასი 11,72 GEL რეგულარული ფასი 14,65 GEL
- Catrice - კატრისი შრატი Lash & Brow Boost 9820განსაკუთრებული ფასი 14,32 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
- Catrice - კატრისი წარბის ფანქარი Slim 015 4663განსაკუთრებული ფასი 8,55 GEL რეგულარული ფასი 10,69 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩსაცხი Scandalous Matte 030 2189განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი მყარი ტუჩსაცხი Shine Bomb 090 9344განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 15,70 GEL
- Catrice - კატრისი ტონალური კრემი HD 020 8290განსაკუთრებული ფასი 23,06 GEL რეგულარული ფასი 28,83 GEL
- Catrice - კატრისი ტუში Volume And Lift 010 1368განსაკუთრებული ფასი 15,71 GEL რეგულარული ფასი 19,64 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ფანქარი 20h GEL 100 7744განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩის ლაინერი Plumping 150 7715განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩის ლაინერი Plumping 060 6711განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი ტონალური კრემი Shine Control 015C 1649განსაკუთრებული ფასი 20,10 GEL რეგულარული ფასი 25,13 GEL
- Catrice - კატრისი ტონალური კრემი Shine Control 010N 1571განსაკუთრებული ფასი 20,10 GEL რეგულარული ფასი 25,13 GEL
- Catrice - კატრისი კრემ-ბრონზერი SUN 030 9255განსაკუთრებული ფასი 14,64 GEL რეგულარული ფასი 18,30 GEL
- Catrice - კატრისი ტუში Colour And Fix 010 8814განსაკუთრებული ფასი 10,84 GEL რეგულარული ფასი 13,56 GEL
- Catrice - კატრისი ტუში Glam & Doll Volume 010 8398განსაკუთრებული ფასი 12,71 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ფანქარი 20h GEL 090 7706განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი Matt Pro თხევადი ტუჩსაცხი 030 8367განსაკუთრებული ფასი 13,91 GEL რეგულარული ფასი 17,39 GEL
- Catrice - კატრისი ტუჩის ლაინერი Plumping 050 6704განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Catrice - კატრისი ტონალური კრემი Shine Control 020N 1786განსაკუთრებული ფასი 20,10 GEL რეგულარული ფასი 25,13 GEL
- Catrice - კატრისი ტონალური კრემი HD 040 8313განსაკუთრებული ფასი 23,06 GEL რეგულარული ფასი 28,83 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account