დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lionesse - ლიონესი ფუნჯი პუდრის Bamboo 0917განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- Essence - ესენსი პალიტრა JASMINE 02 3437განსაკუთრებული ფასი 29,18 GEL რეგულარული ფასი 36,48 GEL
- Essence - ესენსი ლაინერი წამწამების შავი წყალგამძლე 41556განსაკუთრებული ფასი 9,08 GEL რეგულარული ფასი 11,35 GEL
- Lionesse - ლიონესი ფუნჯი სახის გამწმენდი 9069განსაკუთრებული ფასი 1,86 GEL რეგულარული ფასი 3,71 GEL
- Essence - ესენსი ტუში BUT WOW 8692განსაკუთრებული ფასი 10,60 GEL რეგულარული ფასი 13,25 GEL
- Essence - ესენსი ტუჩსააცხი EXTR SHINE 103 2915განსაკუთრებული ფასი 5,80 GEL რეგულარული ფასი 7,25 GEL
- Essence - ესენსი ტუჩსაცხი Extreme Shine 10 7917განსაკუთრებული ფასი 5,78 GEL რეგულარული ფასი 7,23 GEL
- Payot - პაიო CC კრემი N2 SPF50 5630განსაკუთრებული ფასი 84,11 GEL რეგულარული ფასი 140,18 GEL
- Essence - ესენსი ხელოვნური წამწამის წებო 3682განსაკუთრებული ფასი 7,55 GEL რეგულარული ფასი 9,44 GEL
- Essence - ესენსი ხელოვნური წამწამი Fancy 8013განსაკუთრებული ფასი 7,56 GEL რეგულარული ფასი 9,45 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long Lasting 34 7191განსაკუთრებული ფასი 4,54 GEL რეგულარული ფასი 5,68 GEL
- Essence - ესენსი ტუჩის ფანქარი Soft & Precise 202 39850განსაკუთრებული ფასი 2,80 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
- Essence - ესენსი ტუჩსაცხი Cool Collagen 203 3569განსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 10,10 GEL
- Essence - ესენსი ტუჩსაცხი Cool Collagen 201 3545განსაკუთრებული ფასი 8,08 GEL რეგულარული ფასი 10,10 GEL
- ტუჩსაცხი Meta Glow 01 6457 ესენსი - Essenceგანსაკუთრებული ფასი 8,68 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- ტუჩის სტიკი slim 104 6334 ესენსი - Essenceგანსაკუთრებული ფასი 8,68 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Paese - პაეზე ტუჩსაცხი არგანის ზეთით 40 3744განსაკუთრებული ფასი 12,75 GEL რეგულარული ფასი 25,50 GEL
- Essence - ესენსი კონსილერი camouflage+ 23 1628განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 10,60 GEL
- Essence - ესენსი ტუჩსაცხი BUTTER 8542განსაკუთრებული ფასი 5,80 GEL რეგულარული ფასი 7,25 GEL
- Essence - ესენსი ტონალური SADAY 08 8177განსაკუთრებული ფასი 11,44 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account