დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Catrice - კატრისი ტუში Volume And False 010 4554განსაკუთრებული ფასი 17,20 GEL რეგულარული ფასი 21,49 GEL
- Essence - ესენსი ტუში Without Limits 02 1425განსაკუთრებული ფასი 11,44 GEL რეგულარული ფასი 14,29 GEL
- Essence - ესენსი ტუში Without Limits 01 1333განსაკუთრებული ფასი 11,44 GEL რეგულარული ფასი 14,29 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 160 3006განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 400 7904განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 370 0352განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი Kohl Kajal თვალის ფანქარი 040 6352განსაკუთრებული ფასი 5,57 GEL რეგულარული ფასი 6,96 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 410 7942განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილების პალეტი Hot Mocca 7013განსაკუთრებული ფასი 17,30 GEL რეგულარული ფასი 21,62 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 360 0314განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი Kohl Kajal თვალის ფანქარი 100 8975განსაკუთრებული ფასი 5,57 GEL რეგულარული ფასი 6,96 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Earth 9088განსაკუთრებული ფასი 17,30 GEL რეგულარული ფასი 21,62 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 420 7980განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ლაინერი 24h Brush 010 4953განსაკუთრებული ფასი 10,27 GEL რეგულარული ფასი 12,83 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი Art Couleurs 350 0277განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი Kohl Kajal თვალის ფანქარი 010 6239განსაკუთრებული ფასი 5,57 GEL რეგულარული ფასი 6,96 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ჩრდილი ჰაილაითერი 030 5928განსაკუთრებული ფასი 8,62 GEL რეგულარული ფასი 10,77 GEL
- Catrice - კატრისი თვალის ლაინერი Black 010 1731განსაკუთრებული ფასი 9,86 GEL რეგულარული ფასი 12,32 GEL
- Catrice - კატრისი Kohl Kajal თვალის ფანქარი 090 8968განსაკუთრებული ფასი 5,57 GEL რეგულარული ფასი 6,96 GEL
- Catrice - კატრისი Kohl Kajal თვალის ფანქარი 080 6512განსაკუთრებული ფასი 5,57 GEL რეგულარული ფასი 6,96 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account