დეკორატიული კოსმეტიკა

დეკორატიული კოსმეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სილამაზეში, მოდაში და თავის მოვლის სფეროში, რაც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი, გაუსვან ხაზი ბუნებრივ სილამაზესა და იყვნენ მეტად თავდაჯერებულები.
ამ კატეგორიაში აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც გამოიყენება თვალების, ტუჩების, კანისა და სახის ნაკვთების უკეთ წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, ხარისხი, დეკორატიული კოსმეტიკაში დიდ როლს ასრულებს. მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით თავიდან აირიდებთ ისეთ უსიამოვნებებს, როგორიცაა, გამონაყარი, კანის გაღიზიანება და კანის დამცავი ბარიერის დარღვევას.
ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეული კოსმეტიკა. კორეული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი, კანის მოვლაზე ორიენტირებული მიდგომაა. კორეული მაკიაჟის მრავალი პროდუქტი დამზადებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები. შედეგად კორეული დეკორატიული კოსმეტიკა, არამხოლოდ ნაკვთების უკეთ წარმოჩენისთვისაა, არამედ ეს პროდუქტები მიზნად ისახავს კანის კვებას, დატენიანებას და დაცვას. PSP.GE–ზე აღმოაჩენ ისეთ კორეულ ბრენდებს, როგორებიცაა: მისშა, მიზონი, აპიუ და სხვა.
თვალებისთვის
დეკორატიული კოსმეტიკა თვალებისთვის მოიცავს 300–მდე პროდუქტს, რომელიც შექმნილია თვალების სილამაზის ხაზგასასმელად.
თვალის ჩრდილი არის პიგმენტური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ქუთუთოებზე თვალებისთვის ფერისა და სიღრმის მისაცემად. თვალის ჩრდილები დაგეხმარება ხაზი გაუსვა შენს უნიკალურ მახასიათებლებს და გამოხატო ინდივიდუალური სტილი.
თვალის მაკიაჟის განუყოფელი და ყველაზე ხშირი მოხმარების პროდუქტი, ტუში გამოიყენება წამწამების მოცულობისა და სიგრძის გასაზრდელად, რაც გამოყოფს თვალის ფორმასა და ფერს. ყურადღების თვალზე გადასატანად ტუშის, თვალის ლაინერისა და ფანქრის გამოყენება ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თუ შენი მაკიაჟის რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარბების გამოკვეთაა, მაშინ წარბის ფანქარი, ტუში და გელი ის აუცილებელი პროდუქტებია, რომელიც დაგჭირდება, რათა ხაზი გაესვას შენი წარბების ფორმას. პროდუქტები წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას მოგცემთ შეუსაბამოთ თქვენს კანისა და თმის ფერს.
ტუჩებისთვის
ტუჩების დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. PSP.GE-ზე 300-ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას ფეხი აუწყო ტენდენციებს და ხაზი გაუსვა შენი ტუჩის ფორმებს. ფერის დამატება, კონტურების გამოყოფა, ბზინვარება თუ დატენიანება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი პროდუქციის არჩევით შენ შეგიძლია შეცვალო ტუჩის იერსახე განწყობისა და სტილის შესაბამისად.
ტუჩის პროდუქტებს, შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი ტუჩის გლოსია. მბზინავი, პრიალა ეფექტის მქონე ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩის მოცულობას ზრდის. გარდა ვიზუალური ეფექტისა, ტუჩის გლოსის ატენიანებს და ანიჭებს მას ელასტიკურ ტექსტურას.
სახისთვის
სახის დეკორატიული კოსმეტიკა გვთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს სახის კანის გასაუმჯობესებლად და გასალამაზებლად. შეარჩიე შენი კანის ფერსა თუ ტიპზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქტი, რითაც შეძლებ მიიღო კანის ერთგვაროვანი ფერი, ხაზი გაუსვა ნაკვთებს და შესძინო შენს კანს კიდევ უფრო მეტი ბზინვარება.
ტონალური და დაფერვის მქონე კრემები არის საბაზისო კოსმეტიკური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება სახეზე კანის ტონის გასათანაბრებლად და გლუვი, ერთგვაროვანი სახის კანის შესაქმნელად. ტონალურისგან განსხვავებით, BB კრემი არის მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და მაკიაჟის სარგებელს ერთ ფორმულაში. მიუხედავად იმისა, რომ BB კრემი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავსად დაფარვას, ის ასევე ატენიანებს და ხშირ შემთხვევაში, შეიცავს SPF-ს. BB კრემს, როგორც წესი, აქვს მსუბუქი ტექსტურა, რაც კანს უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც მოგცემს საშუალებას გახდე მეტად თავდაჯერებული და ხაზი გაუსვა შენს ნაკვთებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Essence - ესენსი Lion King თვალის პალეტი 01 2799განსაკუთრებული ფასი 31,87 GEL რეგულარული ფასი 39,84 GEL
- Essence - ესენსი ტუში Extreme Crazy 1255განსაკუთრებული ფასი 9,08 GEL რეგულარული ფასი 11,35 GEL
- Essence - ესენსი LIKE A BOSS ტუში ULTRABLACK 1699განსაკუთრებული ფასი 11,40 GEL რეგულარული ფასი 14,25 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილი Soft Touch 04 5890განსაკუთრებული ფასი 6,03 GEL რეგულარული ფასი 7,54 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long Lasting 35 7238განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
- Benefit - ბენეფიტი ლაინერი Roller Black 9588განსაკუთრებული ფასი 58,51 GEL რეგულარული ფასი 90,02 GEL
- A'pieu - აპიუ ლაინერი თხევადი 01 4253განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 59,99 GEL
- A'pieu - აპიუ პალეტი თვალის 1 1795განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- A'pieu - აპიუ თვალის გლითერი GLAM 01 9333განსაკუთრებული ფასი 21,50 GEL რეგულარული ფასი 43,01 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილების პალიტრა MY POWER Is Air 01 4876განსაკუთრებული ფასი 15,13 GEL რეგულარული ფასი 18,91 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი kajal 15 4765განსაკუთრებული ფასი 3,04 GEL რეგულარული ფასი 3,80 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილი 07 8682განსაკუთრებული ფასი 6,04 GEL რეგულარული ფასი 7,55 GEL
- Essence - ესენსი თვალის ჩრდილი 14 5402განსაკუთრებული ფასი 6,04 GEL რეგულარული ფასი 7,55 GEL
- Essence - ესენსი წყალგამძლე ტუში I love extreme 3214განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 10,60 GEL
- Essence - ესენსი ტუში I love extreme 01 7516განსაკუთრებული ფასი 8,48 GEL რეგულარული ფასი 10,60 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long lasting 01 6942განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
- Essence - ესენსი ტუში I need a miracle 6865განსაკუთრებული ფასი 10,60 GEL რეგულარული ფასი 13,25 GEL
- Essence - ესენსი ტუში lash princess 1245განსაკუთრებული ფასი 9,96 GEL რეგულარული ფასი 12,45 GEL
- Essence - ესენსი თვალის ფანქარი Long lasting 29 1974განსაკუთრებული ფასი 4,56 GEL რეგულარული ფასი 5,70 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account