Mustela - მუსტელა კრემი სტრიების 150მლ 3828
Mustela - მუსტელა კრემი სტრიების, განკუთვნილია მთელი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის, მოცულობა 150მლ
მუსტელას სტრიების საწინააღმდეგო კრემი
ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას, ამკვრივებს და ღრმად ატენიანებს კანს, განკუთვნილია მთელი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. კანის ღრმა და ინტენსიური დატენიანების შედეგად კანი ხდება ელასტიური, გლუვი და ხავერდოვანი, ამის გამო იხსნება დაჭიმულობის და დისკომფორტის შეგრძნება. აქვს მსუბუქი ტექსტურა, ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან კვალს ტანსაცმელზე. დამზადებულია 96% ნატურალური ინგრედიენტებისგან და უსაფრთხოა მისი გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში.
არ გამოიყენოთ საკეისრო კვეთის შედეგად დარჩენილ ნაწიბურზე ჭრილობის საბოლოო შეხორცებამდე.
ფორმულა შეიცავს ავოკადო პეპტიდს, რომელიც აღადგენს და იცავს დელიკატურ კანს, მარაკუიას პოლიფენოლი და ჰამამელის მცენარეული ექსტრაქტი ანიჭებს კანს ელასტიურობას და ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას.
ფუტკრის ცვილი, ნატურალური გლიცერინი და შეას კარაქი კიდევ უფრო აძლიერებს კანის დატენიანების ეფექტს.
არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ცხიმებს.
სპეციალურად შექმნილი ჰიპოალერგიული ფორმულა ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პედიატრების კონტროლით.
გამოყენება
დაიტანეთ გასუფთავებულ მშრალ კანზე მსუბუქი მასაჟით: მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და ბარძაყებზე დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. რეკომენდებულია გამოყენება ორსულობის დაწყებიდან და მშობიარობის შემდეგ 3-4 თვე.
მოცულობა: 150 მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account