მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ 2 ცალი 7608განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა დათვი ყავისფერი 0270განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი სილიკონის მატყუარა 0-6 თვე ლურჯი და მწვანე 1745განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი სილიკონის მატყუარა 0-6 თვე ვარდისფერი და მწვანე 1744განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა სილიკონის 0-3 თვე 2 ცალი 3019განსაკუთრებული ფასი 27,75 GEL რეგულარული ფასი 46,25 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა კურდღელი თეთრი 0263განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- Nuby - ნუბი ბოთლის მატყუარა ბრტყელი თავით 2 ცალი 1538განსაკუთრებული ფასი 7,26 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა 6-18თ 2ც.ვარდისფერი 0973განსაკუთრებული ფასი 13,93 GEL რეგულარული ფასი 19,90 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა ღრუბელი და დინოზავრი 2 ცალი 5997განსაკუთრებული ფასი 20,40 GEL რეგულარული ფასი 34,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა ბაჭია/დათვი 2 ცალი 6017განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მრგვალთავიანი მატყუარა 6 თვიდან 8838განსაკუთრებული ფასი 8,25 GEL რეგულარული ფასი 13,75 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის წაკვეთილი N2 28360განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,90 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მატყუარა წაკვეთილი თავით 6+ თვე 8690განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 11,55 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მრგვალთავიანი მატყუარა 0-6თ. 7556*განსაკუთრებული ფასი 8,25 GEL რეგულარული ფასი 13,75 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის N1 2 ცალი 28340განსაკუთრებული ფასი 10,14 GEL რეგულარული ფასი 16,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის ფოსფორის ნათებით 0-6 თვე 24222განსაკუთრებული ფასი 6,54 GEL რეგულარული ფასი 10,90 GEL
- ანატომიური მატყუარა 0-6 გოგო N2 5392 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 10,20 GEL რეგულარული ფასი 17,00 GEL
- ანატომიური მატყუარა 6-18 გოგო N2 5394 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 17,94 GEL რეგულარული ფასი 29,90 GEL
- მრგვალი მატყუარა 6-36თ N2 0529 ნუბი - Nubyგანსაკუთრებული ფასი 9,00 GEL რეგულარული ფასი 15,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account