მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის მრგვალთავიანი 6-18თვემდე 22/423განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6+ თვე ბიჭი A28 N2 3196განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6+ თვე მწვანე A91 N2 7422განსაკუთრებული ფასი 14,27 GEL რეგულარული ფასი 23,78 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-6 თვე PHYSIO P33 2076განსაკუთრებული ფასი 9,66 GEL რეგულარული ფასი 16,10 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 6+ თვე PHYSIO P67 N2 2540განსაკუთრებული ფასი 14,27 GEL რეგულარული ფასი 23,78 GEL
- მატყუარა 6 თვიდან Physio P45 N2 2687 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 15,84 GEL რეგულარული ფასი 26,40 GEL
- ანატომიური მატყუარა 0-6 5224 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 5,94 GEL რეგულარული ფასი 9,90 GEL
- ფიზიოლოგიური მატყუარა 0-6 5368 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 5,94 GEL რეგულარული ფასი 9,90 GEL
- სიმეტრიული მატყუარა 6-18 N2 5355 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 9,00 GEL რეგულარული ფასი 15,00 GEL
- ანატომიური მატყუარა 6-18 5220 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 5,94 GEL რეგულარული ფასი 9,90 GEL
- ანატომიური მატყუარა 6-18 5227 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 5,94 GEL რეგულარული ფასი 9,90 GEL
- ანატომიური მატყუარა 0-6 გოგო N2 5392 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 10,20 GEL რეგულარული ფასი 17,00 GEL
- ანატომიური მატყუარა 6-18 გოგო N2 5394 ლუქ ეთ ლეა - Luc et Léaგანსაკუთრებული ფასი 17,94 GEL რეგულარული ფასი 29,90 GEL
- Nuby - ნუბი საწოვარა სამაგრით 0-6 თვე 5853განსაკუთრებული ფასი 18,48 GEL რეგულარული ფასი 30,80 GEL
- Lovi - ლოვი მატყუარა დინამიური საწოვარათი 3-6თვემდე 2ცალი 22/856განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი ჯაჭვი 10/883განსაკუთრებული ფასი 11,94 GEL რეგულარული ფასი 19,90 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი ჯაჭვი 10/877განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account