მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ორთოდენტული 6-12თ 2ცალი 0116განსაკუთრებული ფასი 21,63 GEL რეგულარული ფასი 30,90 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა - სილიკონის - მრგვალი - ბუნება - 6-18 თვე 22/607განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა - ლატექსის - მრგვალი - კოსმოსი - 0-6 თვე 23/221განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა PreVent მწვანე 2 ცალი 1194განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 1 ცალი 0567განსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 1 ცალი 0550განსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტიმატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 3124განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თ N2 3647განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტიმატყუარა 6-18თ N1 7878განსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თ N1 7847განსაკუთრებული ფასი 15,75 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თ N1 3228განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- Nuby - ნუბი მატყუარა 6-18 თვე 8824განსაკუთრებული ფასი 6,27 GEL რეგულარული ფასი 10,45 GEL
- Lovi - ლოვი მატყუარა დინამიური საწოვარათი 0-2თვემდე 2 ცალი 22/847განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Lovi - ლოვი მატყუარა დინამიური საწოვარათი 3-6 თვემდე 2 ცალი 22/864განსაკუთრებული ფასი 17,70 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ორთოდონტული 0-6 თვე 2 ცალი 0309განსაკუთრებული ფასი 32,13 GEL რეგულარული ფასი 45,90 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი ორთოდონტული მატყუარა 2ცალი 6-12 თვე 0312-2განსაკუთრებული ფასი 32,13 GEL რეგულარული ფასი 45,90 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 2 ცალი 5442განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Nuby - ნუბი მატყუარა brites18+ 8593განსაკუთრებული ფასი 6,27 GEL რეგულარული ფასი 10,45 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა ლატექსის მრგვალი თავით 2 ცალი 23360განსაკუთრებული ფასი 10,74 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account