მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ცხოველები 6 -12თ 2 ცალი 0898განსაკუთრებული ფასი 31,92 GEL რეგულარული ფასი 45,60 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის სიმეტრიული18+თვე23/290განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- Nuby - ნუბი მატყუარას ჩასადები ჩანთა 5848განსაკუთრებული ფასი 10,89 GEL რეგულარული ფასი 18,15 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი 10/889განსაკუთრებული ფასი 8,58 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა გამჭვირვალე 2 ცალი 3282განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი ბოთლის საწოვრა 2 ნახვრეტით 1 თვიდან 2 ცალი 0935განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის ორთოდონტული 0-6თვემდე 22/500განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის ორთოდონტული18+თვე 22/502განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მატყუარა ვარდისფერი 6-12თვე 2ცალი 0114განსაკუთრებული ფასი 21,63 GEL რეგულარული ფასი 30,90 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას შესანახი ჩანთა 80/102განსაკუთრებული ფასი 8,82 GEL რეგულარული ფასი 14,70 GEL
- DrBrowns - დოქტორ ბრაუნი მანათობელი მატყუარა 6-18თ. 2 ცალი 1902განსაკუთრებული ფასი 22,61 GEL რეგულარული ფასი 32,30 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თვე 2 ცალი 5331განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თვე 2 ცალი 1761განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 37,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა HELLO 2 ცალი 8767განსაკუთრებული ფასი 22,77 GEL რეგულარული ფასი 37,95 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა ლატექსის 0-6 თვე 22/428განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა ლატექსის მრგვალი თავით 6-18 თვე 22/432განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის სიმეტრიული 6-18 თვე 22/651განსაკუთრებული ფასი 11,04 GEL რეგულარული ფასი 18,40 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი ლენტი 51/026განსაკუთრებული ფასი 8,58 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი ჯაჭვი 2/434განსაკუთრებული ფასი 8,58 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თ N2 3647განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account