მატყუარა

მატყუარა, ძირითადად გვხვდება სილიკონის ან ლატექსის. გარდა იმისა, რომ პასუხობს ჩვილის წოვის რეფლექსს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდშიც ახასიათებს, მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, მატყუარას გამოყენება ხშირად უკავშირდება ბავშვების დამშვიდებასა და სტრესის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ჭირვეული ან კოლიკიანი ჩვილებისთვის.
შეარჩიე მატყუარა ახალშობილისთვის PSP.GE–ზე. 400–ზე მეტ პროდუქტში აღმოაჩენ შენი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მატყუარას.
მატყუარას გამოყენება ხშირად არის კამათის საგანი, რადგან დადებით თვისებებთან ერთად, მის ხანგრძლივ გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
დადებითი თვისებები – ჩვილების დამშვიდება და ძილის რეჟიმის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როცა წოვის რეფლექსი გაძლიერებულია. ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკის პოტენციური შემცირება.
უარყოფითი თვისებები – ნაადრევი გამოყენება ხშირად ხელს უშლის ძუძუთი კვებაზე მიჩვევას. ამიტომ, რეკომენდებულია მატყარას გამოყენება ძუძუთი კვების ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში. ამასთან, მატყუარამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები, მათ შორის შუა ყურის ინფექცია. კიდევ ერთი რისკი, რაც თან ახლავს მატყუარას ხანგრძლივ გამოყენებას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაა.
ლატექსის მატყუარა
ლატექსის მატყუარა მზადდება ბუნებრივი რეზინისგან, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მოქნილი და ელასტიკური თვისებებით. ამ პროდუქტს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მათი ტექსტურის გამო, რომელიც უფრო მიახლოებულია დედის ძუძუს და პოტენციურად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვილისთვის. ლატექსის ბუნებრივი ელასტიკურობა უძლებს ხშირ წოვას და ღეჭვას. თუმცა, ლატექსის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მარტივად იშლება და საჭიროებს ხშირ გამოცვლას სილიკონის მატყუარასთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლატექსი არის ალერგენი, შესაბამისად, მატყუარას შერჩევისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვილის ორგანიზმის რეაქციას. ერთ–ერთი დადებითი თვისება, რაც ლატექსის მატყუარებს ახასიათებს, ბიოდეგრადირებადობაა. შესაბამისად, ამ ტიპის მატყუარა ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, სილიკონისგან განსხვავებით.
სილიკონის მატყუარა
სილიკონის მატყუარა დამზადებულია სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან, სინთეზური მასალისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, სიმტკიცით და ჰიპოალერგიულობით. ლატექსისგან განსხვავებით, სილიკონი ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, შესაბამისად უფრო უსაფრთხო არჩევანია ჩვილებისთვის. სილიკონის მატყუარა უფრო მდგრადია სითბოს, მზის სხივების და ტენიანობის მიმართ, რაც მათ იდეალურს ხდის სტერილიზაციის ისეთი პროცესისთვის, როგორიცაა დამდუღვრა. ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ სილიკონის მატყუარა ხშირად უფრო დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმასა და მთლიანობას.
სილიკონის მატყუარა არის ნაკლებად დრეკადი, რის გამოც ჩვილები ხშირად რთულად ეჩვევიან. ამის მიუხედავად, სილიკონის ჰიპოალერგიული ბუნება და ბაქტერიების დაგროვების დაბალი ალბათობა, მას პოპულარულ არჩევანად აქცევს მშობლებსა და პედიატრების შორის. ამრიგად, სილიკონის მატყუარა გვთავაზობს უსაფრთხოებას, გამძლეობასა და მოვლის სიმარტივეს.
მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ, როგორც მატყუარა, ასევე ბავშვის სხვა საჭირო აქსესუარები. იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე უსაფრთხო აქსესუარები შენი პატარისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 4154განსაკუთრებული ფასი 25,37 GEL რეგულარული ფასი 36,25 GEL
- Nuk - ნუკი მატყუარა სილიკონის ADORE 2 ცალი 3553განსაკუთრებული ფასი 17,18 GEL რეგულარული ფასი 24,55 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ 2 ცალი 7608განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 6123განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 18+ თვე 2 ცალი 6142განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თვე 2 ცალი 1839განსაკუთრებული ფასი 26,25 GEL რეგულარული ფასი 37,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5459განსაკუთრებული ფასი 24,06 GEL რეგულარული ფასი 34,38 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა დათვი ყავისფერი 0270განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა სილიკონის Pinky Pink 3448განსაკუთრებული ფასი 12,68 GEL რეგულარული ფასი 25,35 GEL
- Avent - ავენტიმატყუარა 18+ თვიდან 2 ცალი 2678განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Nuk - ნუკი მატყუარა KOALA სილიკონის 9238/3205განსაკუთრებული ფასი 10,09 GEL რეგულარული ფასი 14,42 GEL
- Nuk - ნუკი ლატექსის მატყუარა NATURE N3 კრემისფერი 0584განსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,88 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა STAR N3 8998განსაკუთრებული ფასი 14,01 GEL რეგულარული ფასი 20,01 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე N2 2764განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა კურდღელი თეთრი 0263განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა სილიკონის Bubble Beige 4209განსაკუთრებული ფასი 12,68 GEL რეგულარული ფასი 25,35 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარას და მასაჟორის სამაგრი Dreamy Blue 2267განსაკუთრებული ფასი 13,65 GEL რეგულარული ფასი 27,30 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ 2 ცალი 2470განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5409განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ N2 2801განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account