ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Onlem - ონლემი სველი ხელსახოცი 65 ცალი 5427განსაკუთრებული ფასი 2,10 GEL რეგულარული ფასი 3,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საბავშვო გამწმენდი გელი ტანი და თმა 0001განსაკუთრებული ფასი 18,25 GEL რეგულარული ფასი 36,50 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 in 1 ვეფხვი 230მლ 1108განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 in 1 მეხანძრე 230 მლ 1368განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 in 1 ვანილი 200მლ 0709განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Silver Care - სილვერქეა კბილის მოვლის ნაკრები 4445განსაკუთრებული ფასი 8,37 GEL რეგულარული ფასი 13,95 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 200 მლ 2494განსაკუთრებული ფასი 4,11 GEL რეგულარული ფასი 6,85 GEL
- Shik - შიკი საბავშვო გელ-საპონი 3in1 0166განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო თხევადი საპონი გულყვითელა 5957განსაკუთრებული ფასი 2,10 GEL რეგულარული ფასი 4,20 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო საპონი ალოე 75გ 3724განსაკუთრებული ფასი 0,75 GEL რეგულარული ფასი 1,50 GEL
- Shik - შიკი საბავშვო საპონი გვირილა 70გ 0723განსაკუთრებული ფასი 0,65 GEL რეგულარული ფასი 1,30 GEL
- Shik - შიკი საბავშვო საპონი ორკბილა 140გ 6176განსაკუთრებული ფასი 1,45 GEL რეგულარული ფასი 2,90 GEL
- Shik - შიკი საბავშვო კრემ-საპონი 3in1 0180განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
- Dalin - დალინი შამპუნი 2/1 ში მიქსი 0450განსაკუთრებული ფასი 8,73 GEL რეგულარული ფასი 14,55 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის შამპუნი 2/1 ნესვი 0167განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Silver care - სილვერქეა საბავშვო ნაკრები 6644განსაკუთრებული ფასი 12,91 GEL რეგულარული ფასი 21,51 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 In 1 230 მლ 2976განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 500 მლ 5463განსაკუთრებული ფასი 6,20 GEL რეგულარული ფასი 10,33 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო შამპუნი ხორბალი 1545განსაკუთრებული ფასი 2,40 GEL რეგულარული ფასი 4,80 GEL
- Shik - შიკი საბავშვო შხაპ-საპონი 2in1 0210განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account