ბავშვის ჰიგიენა

ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1ში გარგარი 1393განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Dalin - დალინი შამპუნი 2/1ში მარწყვი 0474განსაკუთრებული ფასი 7,28 GEL რეგულარული ფასი 14,55 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის შამპუნი დაბადებიდან 250 მლ 8735განსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 23,00 GEL
- LUX - ლუქსი სველი ხელსახოცი 120 ცალი 0045განსაკუთრებული ფასი 4,79 GEL რეგულარული ფასი 6,85 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 650 მლ 4106განსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- სველი ხელსახოცი BEBE 64 ცალი 5445 ლეა - Leaგანსაკუთრებული ფასი 2,97 GEL რეგულარული ფასი 5,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო ქაფი კნუტი 40 მლ 1481განსაკუთრებული ფასი 3,82 GEL რეგულარული ფასი 5,45 GEL
- ბავშვის შამპუნი Class 200 მლ 1050 დალინი - Dalinგანსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის საპონი გვირილით 031497განსაკუთრებული ფასი 1,75 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
- Dalin - დალინი შამპუნი + კონდიციონერი 200 მლ 031558განსაკუთრებული ფასი 1,90 GEL რეგულარული ფასი 3,80 GEL
- მიცელარული წყალი ABC 1000 მლ 1987 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო ქაფი სუპერგმირი 40მლ 1504განსაკუთრებული ფასი 3,47 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Dalin - დალინი შამპუნი 750 მლ 32999განსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის ხელის საპონი-ქაფი მიქსი 2898განსაკუთრებული ფასი 6,42 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი სპორტი 230მლ 0402განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1 ში როზალია 230მლ 0389განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ემულსია 200 მლ 3943განსაკუთრებული ფასი 23,70 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის დასაბანი საშუალება 100 გრ 3672განსაკუთრებული ფასი 7,20 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- Balmy - ბალმი ღრუბელი საბავშვო 7842განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,93 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება 130 მლ 2938განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account