ბავშვის ჰიგიენა
ისევე, როგორც კვება, ბავშვის ჰიგიენის დაცვაც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ბავშვის ჰიგიენის სწორი რუტინა დაგეხმარებათ დაიცვათ ჩვილი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ჩვილებში იმუნიტეტი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ისინი მეტად მოწყვლადი არიან ინფექციების მიმართ. რეგულარული დაბანა, საფენის მიდამოს ნაზი გაწმენდა და ბავშვის სხეულის დატენიანება, ბავშვის ჰიგიენის დაცვის ფუნდამენტური პრაქტიკაა. PSP.GE–ზე აღმოაჩენ პროდუქტებს, რომელიც დაგეხმარება დაიცვა ბავშვის ჰიგიენა და შეუნარჩუნო მას ნაზი კანი.
ბავშვთა ჰიგიენის ნაზი, უსუნო დასაბანი და კანის მოვლის საშუალებები უზრუნველყოფს სისუფთავეს, მაქსიმალური სიფრთხილითა და გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ კანი დარჩეს ნაზი და გლუვი აუცილებელია სწორად შევარჩიოთ არამარტო დასაბანი საშუალებები, არამედ საფენებიც. რეკომენდებულია შეარჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეიცავს ძლიერ ინგრედიენტებს და არის ანტიალერგიული.
დაბანა
ჩვილებისთვის განკუთვნილი დასაბანი პროდუქტები სპეციალურად შექმნილია მათი ნაზი კანისა და ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ბანაობის რუტინის ძირითადი საშუალებები მოიცავს ბავშვის შამპუნსა და ტანის დასაბან პროდუქტებს. ბავშვის შამპუნები იცავს თვალებს აცრემლებისგან (Tear-free) და აბალანსებს კანის pH დონეს, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალებისა და სკალპის გაღიზიანება. ჩვილის დასაბანი საშუალებები ძირითადად შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორიცაა გვირილა და გულყვითელა, კანის დასამშვიდებლად. ასევე დამატენიანებლებს, როგორიცაა ალოე და გლიცერინი, კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი დასაბანი საშუალებების გარდა, აბაზანის აქსესუარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბანაობის რუტინაში. რბილი, ჰიპოალერგიული აქსესუარები უზრუნველყოფენ ბანაობის სახალისო და ეფექტიან გამოცდილებას. გარდა ბანაობისა, ბავშვის ჰიგიენის განუყოფელი და ყოველდღიური ნაწილია სველი ხელსახოცები. აქაც მნიშვნელოვანია შევარჩიოთ მაქსიმალურად ნაზი და ალერგენებისგან თავისუფალი პროდუქტები.
კანის მოვლა
დაბანის შემდგომი კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის კანი ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარეა. ბავშვის კანის სათანადო მოვლა ხელს უწყობს გამონაყარის, სიმშრალის და კანის სხვა დაავადებების თავიდან აცილებას. ბავშვის კანის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი არის ნაზი, უსუნო ბავშვის კრემი. ეს პროდუქტები ხშირად მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ისევე, როგორც დამატენიანებლები, ბავშვის ზეთიც ატენიანებს, არბილებს და ბავშვის კანს ხდის გლუვს. ჯონსონს ბეიბი, დალინი და ბიუბჰენი, ის ბრენდებია, რომლებიც დაგეხმარება შეუნარჩუნო ჩვილის კანს თავდაპირველი სინაზე.
ხშირად, საფენის გამოყენება აღიზიანებს კანს და დისკომფორტს უქმნის პატარებს. იმისათვის, რომ საფენმა არ გააღიზიანოს კანი, რეკომენდებულია, ტალკის გამოყენება. ტალკი გამოიყენება ჭარბი ტენიანობის დროს და უნარჩუნებს კანს სიმშრალეს, შესაბამისად, ამცირებს ხახუნს და იცავს მას გამონაყარისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ფხვნილი შეიძლება სასარგებლო იყოს სიმშრალისა და კომფორტის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოდ და ზომიერად გამოყენება ბავშვის სასუნთქი სისტემისა და კანის დასაცავად.
და ბოლოს, კანის მოვლის რუტინაში, აუცილებელია ვახსენოთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მზეზე პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდული უნდა იყოს ჩვილებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დაუცველ ადგილებში უნდა იქნას გამოყენებული ფართო სპექტრის, ბავშვისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი SPF 30 ან მეტი.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ დასაბან პროდუქტების და კანის მოვლის საშუალებებს ბავშვებისთვის, რითაც შეინარჩუნებ კანის სიჯანსაღესა და სინაზეს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Shik - შიკი საბავშვო შხაპ-საპონი 2in1 0210განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო თხევადი საპონი ორკბილა 5971განსაკუთრებული ფასი 2,10 GEL რეგულარული ფასი 4,20 GEL
- Shik - შიკი საბავშვო შამპუნი 2in1 1316განსაკუთრებული ფასი 3,00 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- Shik - შიკი საბავშვო საპონი შვრია 5X70გ 1668განსაკუთრებული ფასი 3,25 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
- Safeguard - სეიფგარდი თხევადი საპონი საბავშვო 225 მლ 5408განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Cudocell - სუდოცელი მაქსი კრემი 150გგანსაკუთრებული ფასი 30,19 GEL რეგულარული ფასი 31,78 GEL
- Biolane - ბიოლანი მზისგან დამცავი კრემი 0+ 8093განსაკუთრებული ფასი 24,95 GEL რეგულარული ფასი 49,90 GEL
- სეკალია ულტრა 200 მლ 1116 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 37,60 GEL რეგულარული ფასი 75,21 GEL
- ჰიგიენური ნაკრები ვარისფერი 5105 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- ბავშვის აბაზანის გელი 400 მლ 3331 ბიუბჰენი - Bubchenგანსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი რძე გვირილა 200მლ 1157განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Sebamed - სებამედი ბავშვის კრემი სახისა და ტანისათვის 200 მლ 6215განსაკუთრებული ფასი 17,33 GEL რეგულარული ფასი 28,88 GEL
- Ziaja - ზიაია ბავშვის სახის კრემი 10% პანთენოლით 16649განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account