ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- მალიუტკა 3 რძის ნაზავი 12თვიდან 6030განსაკუთრებული ფასი 16,95 GEL რეგულარული ფასი 19,30 GEL
- Nan - ნანი 3 ჰიპოალერგიული რძის ნაზავი 0028განსაკუთრებული ფასი 30,59 GEL რეგულარული ფასი 43,70 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი AR რძის ნაზავი 4203/0860განსაკუთრებული ფასი 48,07 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- Nan - ნანი 2 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 7493განსაკუთრებული ფასი 25,16 GEL რეგულარული ფასი 35,95 GEL
- Nan - ნანი 1 რძის ნაზავი 800 გრ 5700განსაკუთრებული ფასი 44,10 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- Nan - ნანი 3 რძის ნაზავი 800გრ 8869განსაკუთრებული ფასი 44,06 GEL რეგულარული ფასი 62,95 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი PREMIUM 3 400გ 5379განსაკუთრებული ფასი 30,35 GEL რეგულარული ფასი 35,70 GEL
- Humana - ჰუმანა HN ადაპტირებული რძე 300გ 720542განსაკუთრებული ფასი 32,98 GEL რეგულარული ფასი 38,80 GEL
- Nan - ნანი 2 სუპრიმი 800 გ 5601განსაკუთრებული ფასი 61,07 GEL რეგულარული ფასი 87,25 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account