დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Canpol - კანპოლი მკერდის საფენი 30 ცალი 1/653განსაკუთრებული ფასი 10,20 GEL რეგულარული ფასი 17,00 GEL
- Canpol - კანპოლი განმავითარებელი სათამაშო საჩხარუნო კატა/ძაღლი 79/101განსაკუთრებული ფასი 16,20 GEL რეგულარული ფასი 27,00 GEL
- Canpol - კანპოლი აბაზანა 100სმ 8718-274/9076განსაკუთრებული ფასი 29,88 GEL რეგულარული ფასი 49,80 GEL
- Nuby - ნუბი სათამაშო ეტლის მასაჟორი 7705განსაკუთრებული ფასი 21,43 GEL რეგულარული ფასი 35,72 GEL
- Nuby - ნუბი მასაჟორი ბანანი 6868განსაკუთრებული ფასი 10,52 GEL რეგულარული ფასი 17,54 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 125მლ 6366განსაკუთრებული ფასი 18,75 GEL რეგულარული ფასი 37,50 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 260მლ 0074განსაკუთრებული ფასი 23,44 GEL რეგულარული ფასი 46,87 GEL
- Nuby - ნუბი ხელთათმანი მასაჟორით 3თვიდან 6804განსაკუთრებული ფასი 22,87 GEL რეგულარული ფასი 38,11 GEL
- Nuby - ნუბი ჭიქა სახელურით 240მლ 1246განსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 22,99 GEL
- Biolane - ბიოლანი სველი ხელსახოცი 54 ცალი 1013განსაკუთრებული ფასი 13,23 GEL რეგულარული ფასი 18,90 GEL
- Nuby - ნუბი ჭიქა TRITAN 360მლ 6883განსაკუთრებული ფასი 22,15 GEL რეგულარული ფასი 36,92 GEL
- Pampers - პამპერსი პრემიუმი 4-8 კგ 46 ცალი 9306განსაკუთრებული ფასი 29,90 GEL რეგულარული ფასი 43,45 GEL
- Similac - სიმილაკი გოლდი 3 400გ 8636განსაკუთრებული ფასი 30,75 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Canpol - კანპოლი სილიკონის ღრძილების მასაჟორი საჩხაკუნო 56/143განსაკუთრებული ფასი 7,26 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა სილიკონის ორთოდონტული 6-18თვემდე 23/286განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- ტანის დამატენიანებელი რძე 0 თვიდან 350 მლ 80172 ბიოლანი - Biolaneგანსაკუთრებული ფასი 40,26 GEL რეგულარული ფასი 57,52 GEL
- ხილფაფა ორგანული გარგარი 8376 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 3,71 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- ხილფაფა ორგანული ბანანი მსხალი და შვრია 8094 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 3,71 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის კრემი 75 მლ გვირილა 1795განსაკუთრებული ფასი 9,70 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ულტრა კრემი 500 მლ 5343განსაკუთრებული ფასი 42,00 GEL რეგულარული ფასი 84,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account