დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 5409განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი ჭიქა სახელურით 4 თვიდან 4324განსაკუთრებული ფასი 21,25 GEL რეგულარული ფასი 42,50 GEL
- Avent - ავენტი ჭიქის აქსესუარი 1936განსაკუთრებული ფასი 15,00 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი ახალშობილებისთვის 200 მლ 7665/0026განსაკუთრებული ფასი 9,70 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი გვირილა 400მლ 1411განსაკუთრებული ფასი 11,20 GEL რეგულარული ფასი 16,00 GEL
- Plasmon - პლასმონი ორცხობილა 320 გ 8345განსაკუთრებული ფასი 9,66 GEL რეგულარული ფასი 13,80 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება გვირილა 50მლ 0278განსაკუთრებული ფასი 2,66 GEL რეგულარული ფასი 3,80 GEL
- Avene - ავენი საპონი XeraCalm 100 გ 4684განსაკუთრებული ფასი 21,70 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 6თვიდან 2ცალი 4133განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6თვე 2 ცალი 5966განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მკერდის დამცავი 2 ცალი 5647განსაკუთრებული ფასი 35,00 GEL რეგულარული ფასი 70,00 GEL
- Huggies - ჰაგისი მეგა ბიჭის 9-14 კგ 52 ცალი 7534განსაკუთრებული ფასი 39,49 GEL რეგულარული ფასი 56,41 GEL
- Huggies - ჰაგისი ულტრა კომფორტი ტრუსი 9-14 კგ 52 ცალი 7541განსაკუთრებული ფასი 39,49 GEL რეგულარული ფასი 56,41 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 120 მლ 6434განსაკუთრებული ფასი 29,63 GEL რეგულარული ფასი 49,38 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი AC 260მლ 2810განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი გამწმენდი გელი 2/1 ში 500 მლ 1906განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Ziaja - ზიაია SUN მზისგან დამცავი საბავშვო SPF50+ 30355განსაკუთრებული ფასი 13,43 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 260მლ 5752განსაკუთრებული ფასი 16,46 GEL რეგულარული ფასი 27,44 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 3თვიდან 2ცალი 3055განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 125მლ 5158განსაკუთრებული ფასი 13,87 GEL რეგულარული ფასი 23,12 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account