დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Silver care - სილვერქეა საბავშვო ნაკრები 6644განსაკუთრებული ფასი 12,91 GEL რეგულარული ფასი 21,51 GEL
- Nuk - ნუკი პლასმასის ბოთლი 250 მლ 3383განსაკუთრებული ფასი 10,94 GEL რეგულარული ფასი 15,62 GEL
- Nuk - ნუკი საწოვარა რძის-M ლატექსი 1ცალი 7878განსაკუთრებული ფასი 6,35 GEL რეგულარული ფასი 9,07 GEL
- Nuk - ნუკი ბოთლი 240მლ სილიკონის მატყუარით 3849/0144განსაკუთრებული ფასი 19,86 GEL რეგულარული ფასი 28,38 GEL
- Nuk - ნუკი ბოთლი პოლიპროპილენის 300მლ + სილიკონის საწოვარა 0505განსაკუთრებული ფასი 15,88 GEL რეგულარული ფასი 22,68 GEL
- Ziaja - ზიაია SUN მზისგან დამცავი საბავშვო SPF50+ 30355განსაკუთრებული ფასი 13,43 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
- Huggies - ჰაგისი კლასიკი ბავშვის საფენი 4-9 კგ 58 ცალი 3109განსაკუთრებული ფასი 19,20 GEL რეგულარული ფასი 27,42 GEL
- Silver care - სილვერქეა კბილის ჯაგრისი საბავშვო (2-6წელი) 4344განსაკუთრებული ფასი 6,80 GEL რეგულარული ფასი 11,34 GEL
- Piave - პიავე კბილის ნაკრები ჯაგრისი+საბავშვო პასტა 2445განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 15,80 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2 In 1 230 მლ 2976განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 500 მლ 5463განსაკუთრებული ფასი 6,20 GEL რეგულარული ფასი 10,33 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო შამპუნი ხორბალი 1545განსაკუთრებული ფასი 2,40 GEL რეგულარული ფასი 4,80 GEL
- Shik - შიკი საბავშვო შხაპ-საპონი 2in1 0210განსაკუთრებული ფასი 3,45 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
- Uti-Puti - უტი პუტი საბავშვო თხევადი საპონი ორკბილა 5971განსაკუთრებული ფასი 2,10 GEL რეგულარული ფასი 4,20 GEL
- Shik - შიკი საბავშვო შამპუნი 2in1 1316განსაკუთრებული ფასი 3,00 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- Shik - შიკი საბავშვო საპონი შვრია 5X70გ 1668განსაკუთრებული ფასი 3,25 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა კურდღელი თეთრი 0263განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარას და მასაჟორის სამაგრი Dreamy Blue 2267განსაკუთრებული ფასი 13,65 GEL რეგულარული ფასი 27,30 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი წინსაფარი Mineral Blue 0317განსაკუთრებული ფასი 26,81 GEL რეგულარული ფასი 53,62 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი წინსაფარი Powder Grey 0683განსაკუთრებული ფასი 26,81 GEL რეგულარული ფასი 53,62 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account