დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Nutrilak - ნუტრილაკი ნუტრიმა ლაქტამილი 8264/0311განსაკუთრებული ფასი 16,35 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრე 350გრ 8325 8325განსაკუთრებული ფასი 26,85 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი რძემჟავა 350გ 8165 8165განსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი კეისარ ბიფი 0328განსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი 1 0-6 თვე 1431განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 24,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი 2 6-12 თვე 1448განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 24,80 GEL
- ვინი ადაპტირებული რძე 0-12 თვე 1424განსაკუთრებული ფასი 12,60 GEL რეგულარული ფასი 16,80 GEL
- 4 რძის ნაზავი 5568/0663 მალიუტკა - Maliutkaგანსაკუთრებული ფასი 16,95 GEL რეგულარული ფასი 19,30 GEL
- 1 რძის ნაზავი დაბადებიდან 5996 მალიუტკა - Maliutkaგანსაკუთრებული ფასი 15,80 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
- 3 რძის ნაზავი 12თვიდან 6030 მალიუტკა - Maliutkaგანსაკუთრებული ფასი 16,95 GEL რეგულარული ფასი 19,30 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი ანტირეფლუქსი რძის ნაზავი 8127განსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პეპტიდი 3788განსაკუთრებული ფასი 33,60 GEL რეგულარული ფასი 44,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრემიუმი კომფორტი 1059განსაკუთრებული ფასი 26,10 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრემიუმი 1 0-6 თვე 1363განსაკუთრებული ფასი 23,85 GEL რეგულარული ფასი 31,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრემიუმი 3 12+ თვე 1387განსაკუთრებული ფასი 23,85 GEL რეგულარული ფასი 31,80 GEL
- 2 ადაპტირებული რძე 6 თვიდან 350გ 6016 მალიუტკა - Maliutkaგანსაკუთრებული ფასი 15,80 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი 1 რძის ნაზავი 350გ 8042განსაკუთრებული ფასი 16,35 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი 3 12+ თვე 1349განსაკუთრებული ფასი 18,60 GEL რეგულარული ფასი 24,80 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account