დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Canpol - კანპოლი უნიტაზის ადაპტორი მიკი 3355განსაკუთრებული ფასი 16,08 GEL რეგულარული ფასი 26,80 GEL
- Canpol - კანპოლირბილი სათამაშო ბაჭია 80/200განსაკუთრებული ფასი 34,62 GEL რეგულარული ფასი 57,70 GEL
- Canpol - კანპოლი ხალიჩა ფერმა 2/287განსაკუთრებული ფასი 120,90 GEL რეგულარული ფასი 201,50 GEL
- Canpol - კანპოლი კოვზი - ჯადოსნური - 2 ც 9/581განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Canpol - კანპოლი ღრძილების მასაჟორი 13/118განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Canpol - კანპოლი ღამის ქოთანი თეთრი 8648-091განსაკუთრებული ფასი 15,60 GEL რეგულარული ფასი 26,00 GEL
- Canpol - კანპოლი კოვზი და ჩანგალი 56/580განსაკუთრებული ფასი 10,86 GEL რეგულარული ფასი 18,10 GEL
- Canpol - კანპოლი ნაკრები - დანა, ჩანგალი, კოვზი (მეტალის) 9/477განსაკუთრებული ფასი 17,04 GEL რეგულარული ფასი 28,40 GEL
- Canpol - კანპოლი საწოვარა - სილიკონის - უნივერსალური - სწრაფი - 2ც 18/117განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Canpol - კანპოლი საწოვარა - სილიკონის - წაკვეთილი - უნივერსალური - ფაფის 18/118განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Canpol - კანპოლი მაკრატელი უსაფრთხო - მოხრილი წვერით 2/810განსაკუთრებული ფასი 8,28 GEL რეგულარული ფასი 13,80 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარა - ლატექსის - მრგვალი - კოსმოსი - 6-18 თვე 23/222განსაკუთრებული ფასი 7,32 GEL რეგულარული ფასი 12,20 GEL
- Canpol - კანპოლი ჯამი - მელამინის - მისაწოვრიანი ძირით 4/519განსაკუთრებული ფასი 11,88 GEL რეგულარული ფასი 19,80 GEL
- Canpol - კანპოლი ჯამი - მელამინის - ყურებიანი 4/520განსაკუთრებული ფასი 9,30 GEL რეგულარული ფასი 15,50 GEL
- Canpol - კანპოლი შუშის ბოთლი სილიკონის საწოვარით 240 მლ. 42-201განსაკუთრებული ფასი 9,48 GEL რეგულარული ფასი 15,80 GEL
- Canpol - კანპოლი აბაზანის ღრუბელი ცხოველები 43/104განსაკუთრებული ფასი 3,24 GEL რეგულარული ფასი 5,40 GEL
- Canpol - კანპოლი ჭიქა სპორტული 4/113განსაკუთრებული ფასი 5,70 GEL რეგულარული ფასი 9,50 GEL
- Canpol - კანპოლი ჯამი - პლასტმასის - მისაწოვრიანი ძირით + კოვზი 21/300განსაკუთრებული ფასი 14,34 GEL რეგულარული ფასი 23,90 GEL
- Canpol - კანპოლი კოვზი - მელამინის - 2ც 4/530განსაკუთრებული ფასი 5,10 GEL რეგულარული ფასი 8,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account