დამამშვიდებელი წვეთები 50მლ
ჩვენება: გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში,ძილის დარღვევები და ნევრასთენია.
დამამშვიდებელი წვეთები,შინაგანად მისაღები წვეთები
მოცემულიპრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი
რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთმისიხელახლა წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ, მიმართოთთევენს მკურნალ ექიმს.
ესპრეპარატიდაგენიშნათთქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთმკურნალექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორისისეთზეც, რომელიცარ არისმითითებულიფურცელ-ჩანართის მე-4პუნქტში .
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას
1. რა არის დამამშვიდებელი წვეთები და რისთვის გამოიყენება ის.
2. რა უნდა იცოდეთ დამამშვიდებელი წვეთები გამოყენებამდე.
3. პრეპარატის დამამშვიდებელი წვეთები გამოყენება.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები.
5. პრეპარატის დამამშვიდებელი წვეთები შენახვა
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
1.რა არის დამამშვიდებელი წვეთები და რისთვის გამოიყენება ის.
პრეპარატი შეიცავს კატაბალახას ნაყენს, კუნელის ნაყენს, შავბალახას ნაყენს. მიეკუთვნება საძილე და სედატიური საშუალებების ჯგუფს.
იგი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ძილის დარღვევები და ნევრასთენია). გულ-სისხლძარღვთა აქტივობის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში.
მითითებული მიზნებისთვის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ გრძელვადიან გამოცდილებას.
2. რა უნდა იცოდეთ დამამშვიდებელი წვეთების გამოყენებამდე.
2.1 უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ მიიღოთ დამამშვიდებელი წვეთები, თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეროზიული გასტრიტი მწვავე ფაზაში.
2.2. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ყოველთვის მიიღეთ თქვენი პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობის დროს აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი და ელექტროკარდიოგრამა (ეკგ).
თუ მკურნალობის დროს სიმპტომები გრძელდება ან მდგომარეობა გაუარესდება, ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ვლინდება ტკივილი გულის არეში, მკლავში ირადიაციით, მუცლის ზედა ნაწილში, კისერში, ან თუ განვითარდება სუნთქვის უკმარისობა (მაგ., ქოშინი).
ეფექტის თანდათანობითი განვითარების გამო, პრეპარატი არ არის რეკომენდებული გონებრივი აღგზნების სიმპტომების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობის და ძილის დარღვევის შემთხვევაში.
2.3. ბავშვები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
2.4. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება.
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება III კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან, ციზაპრიდთან. პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს სედატიური, საძილე, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მოქმედება და ასე სხვა პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ახშობენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. პრეპარატის კომბინაცია სინთეზურ სედატიურ საშუალებებთან მოითხოვს სამედიცინო ზედამხედველობას.
გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა დისულფირამი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ლატამოქსეფი (ანტიბაქტერიული საშუალებები-ცეფალოსპორინები), ქლორამფენიკოლი, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი (ანტიდიაბეტური საშუალებები - სულფონილშარდოვანას წარმოებულები), გრიზეოფულვინი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), ნიტრო-5-იმიდაზოლის წარმოებულები (მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, ტინიდაზოლი), კეტოკონაზოლი, პროკარბაზინი (ციტოსტატიკური საშუალება)).
აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ეთილის სპირტის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება.
2.5. გამოყენება ორსული და მეძუძური დედების მიერ, ინფორმაცია ფერტილობის შესახებ
საკმარისი მონაცემების ნაკლებობისა და ეთილის სპირტის შემცველობის გამო უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
2.6. გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან თავის შეკავება და სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობებში ჩართვა, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
2.7.განსაკუთრებული მითითებები და მხმარე ნივთიერებებზე
შეიცავს ეთილის სპირტს. აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ეთილის სპირტის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება.
2.8. დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ქრონიკული დოზის გადაჭარბება იწვევს დეპრესიის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ძილიანობას, დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გულისრევას, მუშაობის დაქვეითებას, არტერიული წნევის დაქვეითებას, გულის აქტივობის დაქვეითებას. მწვავე დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, მუცლის მწვავე ტკივილი, გულმკერდის დაჭიმულობა, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და გუგების გაფართოება.
მკურნალობა:დოზის გადაჭარბების სიმპტომების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, გამოიწვიეთ ღებინება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
3.პრეპარატი დამამშვიდებელი წვეთები გამოყენება
შიგნით. მოზრდილები: 20-30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ, მცირე რაოდენობით (¼ ჭიქა) ოთახის ტემპერატურის მქონე ანადუღარ წყალში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების თავისებურებების, მიღწეული ეფექტისა და პრეპარატის ტოლერანტობის გათვალისწინებით.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
თუ გამოტოვებთ წამლის დოზას, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ და გააგრძელეთ მკურნალობა, ჩვეული რეჟიმით. თუ ეს გაგახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ შემთხვევით მიიღეთ ორმაგი დოზა, დააკვირდით თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, კანის შეშუპება); თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, მუშაობის დაქვეითება, ძილიანობა, გაღიზიანება, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, ბოყინი, მუცლის ტკივილი), არტერიული წნევის დაქვეითება. პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის დაქვეითება ან დარღვევა, ასევე ყაბზობა.
არასასურველი რეაქციების შემთხვევაში, მათ შორისისეთების, რაც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!
5. პრეპარატის დამამშვიდებელი წვეთების შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
5.1.ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატის შენახვის ვადა - 3 წელი.
5.2. შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
50 მლ მუქი შუშის ფლაკონებში, დახურული საწვეთური საცობებით და ხრახნიანი თავსახურებით. თითოეული ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ასევე , იხილეთ : Valosed - ვალოსედი წვეთები 25მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account