გულყვითელას ყვავილი 40გ

3,36 GEL
მარაგშია
SKU
82345_3242
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. ასევე, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ.

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

გულყვითელას ყვავილები
Flores Calendulae

წამლის ფორმა: გულყვითელას ყვავილები.

შემადგენლობა: გულყვითელას ყვავილები შეიცავს კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ეთერზეთებს, ლორწოს, ორგანულ მჟავებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს და სხვა ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მცენარეული წარმოშობის ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

გამოყენების ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, შინაგანად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
გარეგანად - სტომატოლოგიურ პრაქტიკაში როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს დაავადებების (რძიანები ბავშვებში, გინგივიტები, პიორეა, პაროდონტოზის ანთებით-დისტროფიული ფორმა) სამკურნალოდ.

მომზადების წესი: დაახლოებით 10გ (4 სუფრის კოვზი) ნედლეული მოვათავსოთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე, გავფილტროთ, დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ გამონაცემს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი სახით 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. გარეგანად გამოიყენება თბილი სახით გამოსავლებად.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მცენარისადმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა
პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შინაგანი მიღებისთვის გამოიყენება სიფრთხილის დაცვით, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

გვერდითი მოვლენები: შინაგანად დიდი დოზით მიღებისას შესაძლებელია გამოიწვიოს წნევის დაცემა, თავის ტკივილი, გულისრევა.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 40გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”.
საქართველო, 4600,
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 51,
ტელ: +995 (431) 214 504
e-mail: farconi.ge@gmail.com

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy