გინოლაკი - Gynolac 32 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 33,56 GEL რეგულარული ფასი 42,95 GEL
მარაგშია
SKU
90901_3154

ჩვენება: ვაგინალური დისკომფორტისთვის და მავნე ბაქტერიების და სოკოვანი ინფექციის კოლონიზაციის შესამცირებლად საშოში.

გინოლაკი

Lactobacillus reuteri RC-14

& Lactobacillus rhamnosus GR-1

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს 2,3 მილიარდ CFU Lactobacillus reuteri RC-14 & Lactobacillus rhamnosus GR-1.

აღწერილობა:

Lactobacillus rhamnosus GR-1 და Lactobacillus reuteri RC-14 კომბინაცია ასოცირდება ქალის უროგენიტალური ტრაქტის მხარდაჭერასთან მოზარდებში, პრემენოპაუზურ და პოსტმენოპაუზურ ქალებში.

ჩვენებები:

მითითებულია ვაგინალური გაღიზიანებისთვის, ვაგინალური დისკომფორტისთვის და მავნე ბაქტერიების და სოკოვანი ინფექციის კოლონიზაციის შესამცირებლად საშოში. იცავს ვაგინალურ pH-ს დისბალანსისაგან. საშოში სასარგებლო ბაქტერიების აღდგენა და შენარჩუნება. ასევე მითითებულია საშარდე გზების ინფექციების დროს.

დოზები და მიღების წესი:

მიიღეთ 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს, სასურველია საუზმის დროს. ან რეგისტრირებული ექიმის მითითების მიხედვით. 

გვერდითი მოვლენები:

თერაპიული დოზების გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა. პრობიოტიკები სავარაუდოდ უსაფრთხოა ადამიანების უმრავლესობისთვის.

უკუჩვენებები: 

კაფსულები უკუნაჩვენებია შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენება ორსულობას და ლაქტაციის დროს:

მისი გამოყენება უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

წამლის ურთიერთქმედება:

კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება არ არის მოხსენებული.

შენახვის წესი:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

შეფუთვაში:

თითოეული ყუთი შეიცავს 8 x 4 = 32 კაფსულას ალუმინის ბლისტერში.

ასევე, იხილეთ : ლივეო ინტიმი - Liveo Intime 14 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა32
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy