გალვუსი 50მგ 28 ტაბლეტი
შემადგენლობა და ფარმაცევტული ფორმა
ვილდაგლიპტინი: 1-[(3-ჰიდროქსი-ადამანტი-1-ილამინო)-აცეტილ]-პიროლიდინი
-2(S)-კარბონიტრილი.
გალვუსი–ის ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ. ვილდაგლიპტინს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალის სანახავად იხ. დანაყოფი
„დამხმარე ნივთიერებები“.
გალვუსი–ი 50 მგ.: თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, მრგვალი (8 მმ. დიამეტრის),
აბი. ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა “NVR“, ხოლო მეორე მხარეს „FB“.
ჩვენება
გალვუსი–ი ინიშნება დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების
დროს, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად II ტიპის შაქრის დიაბეტის
მწონე პაციენტებში (T2DM).
· მონოთერაპიის სახით
· ორმაგ კომბინაციაში
· მეტმორფინთან ერთად, როდესაც დიეტა, ვარჯიში და მხოლოდ
მეტფორმინი არ იწვევს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.
· სულფონილშარდოვანასთან ერთად (SU), როდესაც მხოლოდ დიეტა,
ვარჯიში და სულფონილშარდოვა არ იძლევა გლიკემიის ადეკვატური
კონტროლის საშუალებას.
· თიაზოლიდინედიონთან ერთად (TZD), როდესაც დიეტა, ვარჯიში და
სულფონილშარდოვა არ იძლევა გლიკემიის ადეკვატური კონტროლის
საშუალებას.
· სამმაგ კომბინაციაში
· სულფონილშარდოვანასთან და მეტმორფინთან ერთად, როდესაც
დიეტა, ვარჯიში და აღნიშნული პრეპარატებით ორმაგი თერაპია ვერ
უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.
· გალვუსი–ი ასევე ინიშნება ინსულინთან კომბინაციაში
(მეტომორფინთან ერთად ან მის გარეშე), როდესაც დიეტა, ვარჯიში და
ინსულინის სტაბილური დოზა (მეტამორფინთან ერთად ან მის გარეშე) ვერ
უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს.
გალვუსი–ი ასევე ინიშნება საწყისი კომბინირებული თერაპიის სახით
მეტმორფინთან ერთად მე–II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში,
რომელთა დიაბეტის სათანადო გაკონტროლება ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტის
და ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით.დოზირება და მიღების წესი დიაბეტის საწინააღმდეგო თერაპია უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს. გალვუსი–ის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50 მგ. ან 100 მგ. დღეში მონოთერაპიაში, მეტმორფინთან, TZD–სთან ან ინსულინთან (მეტმორფინთან ერთად ან მის გარეშე) კომბინაციაში. გალვუსი–ის რეკომენდირებული დოზა მეტმორფინთან და სულფონილშარდოვანასთან სამმაგ კომბინაციაში შეადგენს 100 მგ დღეში. 50 მგ–იანი დოზა მიღებული უნდა იქნას დღეში ერთხელ, დილით. 100 მგ–იანი დოზა მიღებული უნდა იქნას ორი ცალკეული დოზის სახით დილით და საღამოს. ორმაგ სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში მიღებისას, ვილდაგლიპტინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50 მგ. დღეში ერთხელ, დილით. ამ ჯგუფის პაციენტებში ვილდაგლიპტინის დღიურ 100 მგ დოზას არ გამოუვლენია მეტი ეფექტურობა, ვიდრე ვილდაგლიპტინის 50 მგ. დღიურ დოზას. იმ შემთხვევაში, თუ ვილდაგლიპტინის მაქსიმალურ რეკომენდირებულ დღიურ დოზაზე ზემოთ მოითხოვება უფრო მკაცრი გლიკემიკური კონტროლი, შესაძლებელია განხილულ იქნას დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების დამატება, ისეთების, როგორიცაა მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატები. პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით გალვუსი–ი არ არის რეკომენდირებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, ნორმის ზედა ზღვრის ALT ან AST >2.5X წინასწარი მკურნალობა მიღებული პაციენტების ჩათვლით. თირკმელების მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ. თირკმლების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ან თირკმელების ტერმინალურ სტადიის უკმარისობის მქონე პაციენტებში გალვუსი–ის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50 მგ დღეში. (იხ. აგრეთვე კარი „ფარმაკოკინეტიკა“ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში). ხანდაზმული პაციენტები პაციენტებს, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა გალვუსით (ასაკი ≥65 წელი და ≥75 წელი), უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით არ აღენიშნებოდათ რაიმე განსხვავება ზოგად უსაფრთხოებასთან, მედიკამენტის გადატანასთან და ეფექტურობასთან მიმართებით (იხ. აგრეთვე კარი „ფარმაკოკინეტიკა“ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში). საბავშვო ასაკის პაციენტები გალვუსის მოქმედება არ ყოფილა შესწავლილი 18 წლის ასაკამდე პაციენტებში; შესაბამისად, გალვუსის გამოყენება ბავშვებში რეკომენდირებული არ არის (იხ. აგრეთვე კარი „ფარმაკოკინეტიკა“ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში). უკუჩვენებები გალვუსის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა ვილდაგლიპტინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ( იხ. კარი “დამხმარე ნივთიერებები“). უსაფრთხოების სპეციალური ზომების პრეპარატის გამოყენებისას ზოგადი გალვუსი არ წარმოადგენს ინსულინის შემცვლელს პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ინსულინი. გალვუსის მიღება არ შეიძლება 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ან დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობის მიზნით. თირკმელების უკმარისობა გალვუსი არ არის რეკომედირებული თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, ნორმის ზედა ზღვრის ALT ან AST >2.5X წინასწარი მკურნალობა მიღებული პაციენტების ჩათვლით. ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი მიღებულია ინფორმაცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ერთეული შემთხვევების (ჰეპატიტის ჩათვლით) შესახებ. ამ შემთხვევებში როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტები სიმპტომების, კლინიკური გამოვლინებების და ღვიძლის ფუნქციონალური შემოწმების (LFT) გარეშე დაუბრუნდნენ ნორმალურ მდგომარეობას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. LFT უნდა ჩატარდეს გალვუსით მკურნალობის დაწყებამდე. გალვუსი არ არის რეკომენდირებული ნორმის ზედა ზღვრის ALT ან AST >2.5X წინასწარი მკურნალობა მიღებული პაციენტებისთვის. გალვუსით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ღვიძლის ფუნქციონალური შემოწმების ჩატარება სამთვიანი ინტერვალებით პირველი წლის განმავლობაში და შემდგომში პერიოდულად. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნათ ტრანსამინაზას დონის მომატება, საჭიროა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციის მეორე შეფასება დასკვნის დასადასტურებლად და შემდეგ ღვიძლის ფუნქციის ხშირი შემოწმება მანამდე, ვიდრე დარღვევ(ები)ა არ გამოსწორდება. იმ შემთხვევაში, თუ AST ან ALT 3–ჯერ აღემატება ზედა ზღვარს და უფრო მაღალია, რეკომენდირებულია გალვუსით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ სიყვითლე ან სხვა, ღვიძლის დისფუნქციაზე მიმანიშნებელი სიმპტომები, საჭიროა შეწყვიტონ გალვუსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს. გალვუსით მკურნალობის შეწყვეტის და ღვიძლის ფუნქციონალური ტესტის (LFT) ნორმალიზების შემდეგ, ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ უნდა იქნა განახლდეს. სხვა გალვუსის აბი შეიცავს ლაქტოზას. იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზის თანდაყოლილი დეფიციტი ან გლუკოზა–გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი. ურთიერთქმედება ვილდაგლიპტინს გააჩნია მედიკამენტური ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ არის ციტოქრომ P (CYP) 450 ენზიმის სუბსტრატი და არც თრგუნავს და არც ააქტიურებს CYP 450 ენზიმებს, სავარაუდოა, რომ იგი არ ურთიერთქმედებს თანაპრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბტრატებს, ინგიბიტორებს ან ინდუქტორებს. გარდა ამისა, ვილდაგლიპტინი არ ახდენს გავლენას თანაპრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1, და CYP 3A4/5. პრეპარატების ურთიერთქმედების შესწავლა ტარდებოდა ჩვეულებრივ ერთობლიობაში დანიშნულ მედიკამენტებზე II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან ვიწრო მედიკამენტური ჩარჩოს მქონე პრეპარატებზე. აღნიშნული კვლევების შედეგად რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დიაბეტის სამკურნალო სხვა ორალურ საშუალებებთან (გლიბენკლამიდი, პიოგლიტაზონი, მეტფორმინი), ამლოდინი, დიგოქსინი, რამიპირილი, სიმვასტატინი, ვალსარტანი ან ვარფარინი აღინიშნებოდა ვილდაგლიპტინთან ერთდროულად მიღების შემდეგ. ორსულობა და ლაქტაცია ორსულობა კვლევები რეპროდუქტიულობის კუთხით ჩატარდა ვირთაგვებზე, ადამიანისთვის განკუთვნილ დოზაზე 200–ჯერ მაღალი დოზით და ვილდაგლიპტინთან დაკავშირებით რეპროდუქტიულობის დარღვევის ან ნაადრევი ემბრიონალური განვითარების არავითარი ნიშანი არ გამოვლენილა. ვილდაგლიპტინს არ გამოუვლენია ტერატოგენული თვისებები არც ვირთაგვებში და არც ბოცვრებში. თუმცა, არ არსებობს ორსული ქალების ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი რაიმე კვლევა და შესაბამისად, ვილდაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პორიოდში, თუკი დედისთვის მოტანილი სარგებლობა არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ყოველთვის არ ემთხვევა ადამიანის ორგანიზმის რეაქციას. ვინაიდან არსებული ინფორმაცია ნათლად მიგვანიშნებს, რომ ორსულობის პერიოდში გლუკოზის ანომალიური დონე სისხლში დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების უფრო მეტ სიხშირესთან და აგრეთვე ნეონატალურ გართულებებთან და სიკვდილიანობასთან, ექსპერტების უმრავლესობა იძლევა რეკომენდაციას, რომ ორსულობის დროს ჩატარდეს მონოთერაპია ინსულინით, რათა შენარჩუნებული იქნას სისხლში გლუკოზის ნორმალურთან მაქსიმალურად მიახლოებული დონე. ლაქტაცია ვინაიდან ცნობილი არ არის, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში, გალვუსის დანიშვნა მეძუძური დედებისთვის არ შეიძლება.გავლენა მანქანის ტარებაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე კვლევები ავტომობილის ტარების შესაძლებლობაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე ჩატარებული არ ყოფილა. პაციენტები, რომლებიც შესაძლოა შეაწუხოს თავბრუსხვევამ, თავი უნდა აარიდონ სატრანსპორტო საშუალებების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას. გვერდითი მოვლენები უსაფრთხოების მაჩვენებლები მიღებული იქნა 3,784 პაციენტზე დაკვირვებით, რომლებსაც აძლევდენენ ვილდაგლიპტინის 50 მგ. ოდენობის დღიურ დოზას (დღეში ერთხელ) ან 100 მგ (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) კონტორლირებად ცდებში, რომელთა ხანგრძლივობა მინიმუმ 12 კვირას შეადგენდა. აღნიშნული პაციენტებიდან 2,264 პაციენტს უტარდებოდა მონოთერაპია ვილდაგლიპტინით და 1,520 პაციენტი იღებდა ვილდაგლიპტინს სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში. 2,682 პაციენტი იღებდა დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინსy (2,027 პაციენტი –50 მგ დღეში ორჯერ და 655 პაციენტი – 100 მგ დღეში ერთხელ) და 1,102 პაციენტს მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინის 50 მგ დოზით დღეში ერთხელ. აღნიშნული კვლევების დროს გამოვლენილი იქნა უმნიშვნელო და ადვილად დროებითი გვერდით მოვლენები, რომლებიც არ საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას. არ ყოფილა გამოვლენილი არავითარი კავშირი არასასურველ რეაქციებსა და ასაკს, ეთნიკურ წარმომავლობას, ზემოქმედების ხანგრძლივობას ან სადღეღამისო დოზას შორის. რეგისტრირებული იქნა ანგიოედემის იშვიათი შემთხვევები ვილდაგლიპტინით მკურნალობის პროცესში. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი რეგისტრირებული იქნა, როდესაც ვილდაგლიპტინი მიიღებოდა მაკონვერტირებელი ფერმენტის ინგიბიტორ ანგიოტენზინთან ერთად (ACE-ინგიბიტორი). შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი ხასიათის იყო და აღმოიფხვრა ვილდაგლიპტინით მკურნალობის პროცესში. მიღებული იქნა ინფორმაცია ღვიძლის დისფუნქციის იშვიათი შემთხვევების შესახებ (ჰეპატიტის ჩათვლით). ამ შემთხვევებში პაციენტებს ძირითადად არ გააჩნდათ სიმპტომები, კლინიკური გამოვლინებები და მკურნალობის დასრულების შემდეგ ღვიძლის ფუნქციონალური მაჩვენებლები (LFT) ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. კონტროლირებადი მონოთერაპიის მონაცემებში და დამატებით თერაპიულ ცდებში, რომელთა ხანგრძლივობა 24 კვირას შეადგენდა, ALT ან AST–ს მომატების >= 3x ULN (კლასიფიცირდება როგორც არსებული მინიმუმ ორ თანმიმდევრულ გაზომვისას ან საბოლოო თერაპიული ვიზიტის დროს შეადგენდა 0.2%, 0.3% და 0.2% 50 მგ ვილდაგლიპტინი დღიური დოზის შემთხვევაში, 50 მგ ვილდაგლიპტინის დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში და შსაბამისად, ყველა კომპარატორი. ტრანსმინაზას აღნიშნული მომატება ძირითადად იყო ასიმპომატური, არაპროგრესირებადი და არ იყო დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან. გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღენიშნათ პაციენტებს ორმაგი „ბრმა“ კვლევის დროს გალვუსის მონოთერაპიულად მიღებისას და მკურნალობის დამატებითი მეთოდის სახით, მოყვანილია ქვემოთ, თითოეული ჩვენებისთვის, სისტემურ– ორგანული კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა, როგორც: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); არც ისე ხშირად (≥1/1,000, <1/100); იშვიათად (≥1/10,000 to <1/1,000); ძალიან იშვიათად (<1/10,000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. მონოთერაპია მონოთერაპიული კვლევების დასრულების საერთო სიხშირე უარყოფითი შედეგების მიღების გამო არ ყოფილა უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა დღეღამეში 50 მგ ვილდაგლიპტინის ოდენობით (0.2%), დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის ოდენობით (0.1%), ვიდრე პლაცებოს (0.6%) კომპარატორების ჯგუფში (0.5%). მონოთერაპიული კვლევებში ჰიპოგლიკემია წარმოადგენდა იშვიათობას, აღენიშნა პაციენტების 0.5%–ს (2 of 409), რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინის 50 მგ დოზას დღეღამეში ერთხელ და 0.3%–ს (4 of 1,373) პაციენტებისა, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა 50 მდ დოზით ორჯერ დღეღამეში, იმ პაციენტთა 0.2%–თან შედარებით (2 of 1,082) ჯგუფებში, რომლებსაც ეძლეოდათ აქტიური კომპარატორი ან პლაცებო, სერიოზული ან მძიმე შემთხვევები გამოვლენილი არ ყოფილა. გალვუსის მიღება არ მოქმედებს წონაზე, როდესაც ინიშნება მონოთერაპიის სახით. ცხრილი 1 გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ გალვუსი დღეღამეში 50 მგ ოდენობით (n=409) ან დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით (n=1373) მონოთერაპიის სახით ორმაგ „ბრმა“ კვლევებში ნერვული სისტემის აშლილობები იშვიათი თავის ტკივილი კუჭ–ნაწლავის აშლილობები იშვიათი კუჭის შეკრულობა ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე იშვიათი პერიფერიული ედემები 2 წლამდე ხანგრძლივობის გრძელვადიანმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები ვილდაგლიპტინით მონოთერაპიასთან დაკავშირებით. მეტფორმინთან კომბინაცია კლინიკურ კვლევებში, სადაც კეთდებოდა კომბინაცია ვილდაგლიპტინი + მეტფორმინი, პაციენტების 0.4% შეუწყვიტეს დანიშნულება უარყოფითი რეაქციის გამო დღეღამეში 50 მგ ვილდაგლიპტინის ერთჯერად დოზაზე. ინფორმაცია სატესტო ჯგუფებში მკურნალობის შეწყვეტის შესახებ დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინის + მეტფორმინის ან პლაცებო+მეტფორმინის მიღებისას უარყოფითი შედეგების გამო მიღებული არ ყოფილა. კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემიის შემთხვევები იშვიათი იყო პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა 50 მგ ვილდაგლიპტინით დღეღამეში, მეტმორფინთან კომბინაციაში (0.9%), პაციენტებში, რომლებსაც აძლევდნენ 50 მგ ვილდაგლიპტინს დღეღამეში ორჯერ, მეტმორფინთან კომბინაციაში (0.5%) და პაციენტებში, რომლებსაც აძლევდნენ პლაცებო+მეტმორფინს (0.4%). ვილდაგლიპტინის ჯგუფში არ ყოფილა აღმოჩენილი ჰიპოგლიკემიის არც ერთი მძიმე შემთხვევა. გალვუსი არ მოქმედებს წონაზე, როდესაც ინიშნება მეტმორფინთან კომბინაციაში. ცხრილი 2 გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ გალვუსი დღეღამეში 50 მგ ოდენობით (n=233) ან დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით (n=183) მეტმორფინთან კომბინაციაში ორმაგ „ბრმა“ კვლევებში გალვუსი მეტმორფინთან ორმაგ პერორალურ თერაპიაში ნერვული სისტემის აშლილობები გავრცელებული კანკალი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი 2 წლამდე და ზემოთ ხანგრძლივობის გრძელვადიანმა კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა უსაფრთხოების რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები ვილდაგლიპტინის მეტმორფინთან კომბინაციაში მიღებისას. როდესაც ვილდაგლიპტინი შეისწავლებოდა თერაპიის სახით მეტმორფინთან კომბინაციაში, არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები. სულფინოშარდოვანასთან კომბინაცია კლინიკურ კვლევებში, სადაც კეთდებოდა კომბინაცია 50 მგ ვილდაგლიპტინი + გლიმეპირიდი, უარყოფითი ეფექტების გამო მკურნალობის შეწყვეტის საერთო სიხშირე შეადგენდა 0.6% ჯგუფში, სადაც დაინიშნა 50 მგ ვილდაგლიპტინი + გლიმეპირიდი, ხოლო ეს მაჩვენებელი ჯგუფში, რომელსაც დაენიშნა პლაცებო + გლიმეპირიდი, შეადგენდა 0%. კლინიკურ კვლევებში ჰიპოგლიკემიის შემთხვევები კომბინაციაში 50 მგ ვილდაგლიპტინი დღეღამეში + გლიმეპირიდი შეადგენდა 1.2%, პლაცებო + გლიმპირიდის ჯგუფთან შედარებით, რომელიც 0.6% შეადგენდა. ვილდაგლიპტინის ჯგუფში არ ყოფილა აღმოჩენილი ჰიპოგლიკემიის არც ერთი მძიმე შემთხვევა. რეკომენდრიებული 50 მგ დოზის მიღებისას გალვუსი არ მოქმედებს წონაზე, როდესაც ინიშნება გლიმეპირიდთან კომბინაციაში. ცხრილი 3 გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც ორმაგ „ბრმა“ კვლევებში დაენიშნათ გალვუსი დღეღამეში 50 მგ ოდენობით, სულფონილშარდოვანასთანთან კომბინაციაში (n=170) ნერვული სისტემის აშლილობები გავრცელებული კანკალი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე გავრცელებული ასთენია ტიაზოლიდინედიონთან კომბინაცია კლინიკურ კვლევებში, სადაც კეთდებოდა კომბინაცია: ვილდაგლიპტინი და ტიაზოლიდინედიონი, პაციენტების 0.7% შეუწყვიტეს მკურნალობა უარყოფითი ეფექტის გამო ჯგუფში, რომელიც იღებდა 50 მგ ვილდაგლიპტინი + პიოგლიტაზონი, და ჯგუფში, რომელშიც მკურნალობის პროცესში დაინიშნა ორჯერ დღეში 50 მგ ვილდაგლიპტინი + პიოგლიტაზონი ან პლაცებო + პიოგლიტაზონი, უარყოფითი შედეგები მიღებული არ ყოფილა. კლინიკურ კვლევებში, სადაც პაციენტებს აძლევდნენ დღეღამეში 50 მგ ვილდაგლიპტინს + 45 მგ პიოგლიტაზონი, ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ ყოფილა რეგისტრირებული; პაციენტები, რომლებიც იღებდნენ დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინს + 45 მგ პიოგლიტაზონს, ჰიპოგლიკემია აღენიშნებოდათ იშვიათად (0.6%), მაგრამ არ იყო იშვიათი მოვლენა პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ პლაცებო + 45 მგ პიოგლიტაზონი (1.9%). ვილდაგლიპტინის ჯგუფში არ ყოფილა აღმოჩენილი ჰიპოგლიკემიის არც ერთი მძიმე შემთხვევა. პიოგლიტაზონის დამატებით კვლევებში, სხეული წონის ცვლილება პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა +0.1 კგ and +1.3 კგ დღეღამეში 50 მგ გალვუსისთვის და დღეღამეში ორჯერ 50 მგ გალვუსისთვის. პერიფერიული შეშუპებების სიხშირე, როდესაც ვილდაგლიპტინი დაემატა ფონური პიოგლიტაზონის მაქსიმალურ დოზას (45 მგ დღეღამეში ერთხელ) შეადგენდა 8.2% დღეღამეში 50 მგ შმთვევაში და 7.0%, დღეღამეში ორჯერ 50 მგ შემთხევაში, მხოლოდ ფონური პიოგლიტაზონის 2.5%–თან შედარებით. შეშუპებების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ორმაგი თერაპიის სახით იღებდნენ პიოგლიტაზონს + ვილდაგლიპტინი და რომლებსაც ადრე არ მიუღიათ აღნიშნული პრეპარატი, უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მხოლოდ პიოგლიტაზონის დანიშვნისას (50 მგ დღეღამეში ერთხელ 3.5%, 50 დღეღამეში ორჯერ 6.1% – 30 მგ პიოგლიტაზონთან შედარებით (9.3%)). ცხრილი 4 გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც ორმაგ „ბრმა“ კვლევებში დაენიშნათ გალვუსი დღეღამეში 50 მგ ოდენობით (n= 146) ან დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით (n=158), ტიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში კვლევები გავრცელებული წონის მომატება სისხლძარღვოვანი დარღევები გავრცელებული პერიფერიული შეშუპება ინსულინთან კომბინაცია კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, სადაც გამოიყენებოდა დღეღამეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინი ინსულინთან კომბინაციაში, + 45 მგ პიოგლიტაზონი (თანმხლებ მეტმორფინთან ერთად ან მის გარეშე), გვერდითი ეფექტებს გამო მკურნალობის შეწყვეტა ვილდაგლიპტინით მკურნალობის ჯგუფში შეადგენდა 0.3% და არ აღნიშნულა არც ერთი შემთხვევა პლაცებოს ჯგუფში.ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ანალოგიური იყო ორივე ჯგუფში (14.0% ჯგუფში, სადაც დაინიშნა ვილდაგლიპტინი, პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულ 16.4 %–თან შედარებით). ორ პაციენტს აღენიშნა ძლიერი ჰიპოგლიკემია ვილდაგლიპტინის ჯგუფში, და ექვს პაციენტს – პლაცებოს ჯგუფში. კვლევის ბოლოს, გავლენა სხეულის საშუალო წონაზე იყო ნეიტრალური (+ 0.6 kg ცვლილება საწყისი დონიდან ვილდაგლიპტინის ჯგუფში და უცვლელი წონა პლაცებოს ჯგუფში). ცხრილი 5 გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ გალვუსი დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით, ინსულინთან კომბინაციაში (მეტმორფინთან ერთად ან მის გარეშე (n=371)) ნერვული სისტემის აშლილობები გავრცელებული თავის ტკივილი, კანკალი კუჭ–ნაწლავის აშლილობები გავრცელებული გულისრევა, გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება იშვიათი დიარეა, მეტეორიზმი მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები გავრცელებული სისხლში გლუკოზის შემცირება კომბინაცია მეტმორფინთან და სულფონილშარდოვანასთან არ ყოფილა აღნიშნული გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში, შემთხვევათა 0.6% შედარებით პლაცებო+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე გავრცელებული იყო ორივე ჯგუფში (5.1% ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში, და 1.9 % პლაცებო+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფში). ძლიერი ჰიპოგლიკემიის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ვილდაგლიპტინის ჯგუფში. კვლევის ბოლოს, გავლენა სხეულის საშუალო წონაზე იყო ნეიტრალური (+ 0.6 კგ ცვლილება ვილდაგლიპტინის ჯგუფში და –0.1 კგ პლაცებოს ჯგუფში). ცხრილი 6 გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ გალვუსი დღეღამეში ორჯერ 50 მგ ოდენობით, მეტმორფინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (n=157) ნერვული სისტემის აშლილობები თავბრუსხვევა, კანკალი ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი გართულებები პრეპარატის შეყვანის ადგილზე გავრცელებული ასტენია მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები გავრცელებული ჰიპოგლიკემია კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები გავრცელებული ჰიპერჰიდროზიპრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შედგომი კვლევები პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდგომი კვლევების დროს დარეგისტრირდა დამატებითი გვერდითი მოვლენები: · ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები, რევერსიული ხასიათით პრეპარატის შეწყვეტის შემდგომ (იხ.ასეე კარი „საგანგებო გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) · სიხშირე ცნობილი არ არის *: ჭინჭრის ციება, პანკრეატიტი, ადგილობრივი აქერცვლა ან წყლულები. *ვინაიდან აღნიშნული რეაქციები ნებაყოფლობითად იქნა შეტყობინებული გაურკვეველი რაოდენობის მოსახლეობის მიერ, შეუძლებელია მათი სიხშირის უტყუარი დადგენა, ამიტომ შეტანილია კატეგორიაში „უცნობია“. დოზის გადაჭარბება ნიშნები და სიმპტომები ჯანმრთელ პაციენტებში (შვიდიდან თოთხმეთ პაციენტამდე თითოეულ ჯგუფში), გალვუსი მიიღებოდა დღეღამეში ერთხელ, 25, 50, 100, 200, 400, და 600 მგ–იანი დოზით 10 დღე ზედიზედ. 200 მგ–მდე დოზას პაციენტები კარგად იტანენ. 400 მგ– ის მიღებისას აღირიცხა კუნთების ტკივილის სამი შემთხვევა, მსუბუქი და დროებითი პარესტეზია, ცხელება, შეშუპება და ლიპაზას დონის დროებითი მომატება (2x ULN). 600 მგ–ის მიღებისას აღირიცხა ფეხების და ხელების შეშუპება, კრეატინ ფოსფოკინაზას დონის (CPK) ჭარბი მომატება, რომელსაც თან სდევდა ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის და მიოგლობინის მომატება. აღნიშნული დოზირების ჯგუფში სამ პაციენტს დამატებით აღენიშნა ორივე ფეხის შეშუპება, აქედან ორ პაციენტს ასევე აღენიშნებოდა პარესტეზია. ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული დარღვევები აღმოიფხვრა შესასწავლი პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. თერაპია გალვუსი არ ექვემდებარება დიალიზს, თუმცა მეტაბოლიტის ძირითადი ჰიდროლიზის მეტაბოლიტი (LAY151) შეიძლება ალაგდეს ჰემოდიალიზის საშუალებით. ფარმაკოდინამიკა ვილდაგლიპტინი, სამკურნალო საშუალებათა იმ ჯგუფის წევრი, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭუკანა ჯირკვლის მიერ ინსულინის სინთეზს, წარმოადგენს ძლიერ და სელექტიურ, დიპეპტილ–პეპტიდაზა-4–ის (DPP-4) ინგიბიტორს, რომელიც აძლიერებს გლიკემიის კონტროლს: ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4–ის აქტიურობის სწრაფ და სრულ შეჩერებას. 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4 ენზიმის აქტიურობის შეჩერებას 24 საათის განმავლობაში. ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4–ის შეჩერება იწვევს ინკრეტინის GLP-1 ჰორმონების (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და გლუკოზა–დამოკიდიბული ინსულინოტროპიული პეპტიდის (GIP) მომატებას ჭამამდე და ჭამის შემდგომ პერიოდებში. ინკრეტინის აღნიშნული ჰორმონების ენდოგენური დონის გაზრდით, ვილდაგლიპტინი ზრდის გლუკოზის მიმართ ბეტა–უჯრედების მგრძნობელობას, რაც იწვევს გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის გამოყოფის გაუმჯობესებას. 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობა 50–დან 100 მგ დღიური დოზით მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბაზოფილური უჯრედების ფუნქციას. ბაზოფილური უჯრედების გაუმჯობესების ხარისხი დამოკიდებულია გაუარესების საწყის დონეზე; დიაბეტის არმქონე (ნორმალური გლიკემიის მქონე) პირებში ვილდაგლიპტინი არ იწვევს ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას ან გლუკოზის დონის შემცირებას. ენდოგენური GLP-1 დონის მომატებით, ვილდაგლიპტინი ზრდის ალფა– უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკოზის შესაფერისი გლუკაგონის მეტ გამოყოფას. არაადეკვატური გლუკოგენის შემცირება ჭამის დროს თავის მხრივ ასუსტებს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. ჰიპერგლიკემიის დროს ინკრეტინის ჰორმონის დონის გაზრდასთან დაკავშირებული ინსულინის/გლუკაგონის თანაფარდობის ზრდა იწვევს ჰეპატიური ჭამისწინა და ჭამისშემდეგი გლუკოზის დაწევას, რასაც შედეგად მოჰყვება გლიკემიის შმცირება. ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს GLP-1–ის დონის მომატების აღიარებული გავლენა კუჭის დაცლის შეჩერებაზე არ აღრიცხულა. დამატებით, აღინიშნება პოსტპრანდიალური ლიპემიის შემცირება, რომელიც არ არის დაკავშირებული ინკრეტინით გამოწვეული ვილდაგლიპტინის გავლენით გააუმჯობესოს სამკურნალო საშუალების მოქმედება. კლინიკური პრაქტიკა II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე 15,000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობას იღებდა ორმაგ „ბრმა“, პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელთა ხანგრძლივობა 2 წელზე მეტი პერიოდით განისაზღვრებოდა. აღნიშნულ კვლევებში, ვილდაგლიპტინი მიიღო 9,000–ზე მეტმა პაციენტმა, რომელთა სადღეღამისო დოზები შეადგენდა 50 მგ–ს დღე-ღამეში ერთხელ, 50 მგ–ს მგ დღე-ღამეში ორჯერ, ან 100 მგ–ს დღე-ღამეში ერთხელ. 5,000 –ზე მეტმა მამაკაცმა და 4,000–ზე მეტმა ქალმა პაციენტმა მიიღო ვილდაგლიპტინის 50 მგ სადღეღამისო დოზა ან 100 მგ სადღეღამისო დოზა. 1,900–ზე მეტი პაციენტის ასაკი, რომლებმაც მიიღეს ვილდაგლიპტინის 50 მგ სადღეღამისო დოზა ან ვილდაგლიპტინის 100 მგ სადღეღამისო დოზა, ≥65 წელს შეადგენდა. აღნიშნულ კვლევებში ვილდაგლიპტინს მონოთერაპიის სახით იღებდნენ II ჯგუფის დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებსაც აღნიშნული პრეპარატი ჯერ არ ჰქონდათ მიღებული ან იმ პაციენტებთან ერთად, რომლებიც სათანადოდ არ ყოფილან გამოკვლეული დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებზე. საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიის კონტროლი მონოთერაპიის სახით მიღებისას, ან მეტმორფინთან, სულფონილშარდოვანასთან და თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში, თანახმად საწყისი დონიდან კვლევის დასასრულს HbA1c–ს კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირებისა (იხ.7ცხრილი). კლინიკურ ცდებში, ვილდაგლიპტინის საშუალებით HbA1c–ის დონის შემცირება უფრო მეტი იყო HbA1c –ს მაღალი საწყისი დონის მქონე პაციენტებში. 52–კვირიან კვლევის დროს (LAF2309), ვილდაგლიპტინმა (100 მგ/დღეღამეში) HbA1c –საწყისი დონე -1% შეამცირა, მეტფორმინის მაჩვენებელთან შედარებით - 1.4% (ტიტრირებული 2 გრ/დღეში). პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ვილდაგლიპტინს, მიუთითებდნენ კუჭ–ნ
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account