ბუტორი - Butor 10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წლის ან მეტი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.
ბუტორი® 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
როზუვასტატინი
სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნად მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს მათთვის მაშინაც კი, როდესაც მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ აღმოგაჩნდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში . იხ. თავი 4.
რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:
1) რა არის ბუტორი და რისთვის გამოიყენება
2) რა უნდა იცოდეთ ბუტორის გამოყენებამდე
3) როგორ უნდა მიიღოთ ბუტორი
4) შესაძლო გვერდითი ეფექტები
5) როგორ ინახება ბუტორი
6) შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1.რა არის ბუტორი და რისთვის გამოიყენება
ბუტორი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდება სტატინები.
თქვენ დაგენიშნათ ეს პრეპარატი ვინაიდან:
· თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინის დონე. ეს ნიშნავს რომ თქვენ ინფარქტის ან ინსულტის რისკის ქვეშ ხართ. ბუტორი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წლის ან მეტი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.
· თქვენთვის რეკომენდებული იქნა სტატინის მიღება, ვინაიდან კვების რეჟიმის შეცვლა და ვარჯიში არ იყო საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში უნდა განაგრძოთ ბუტორის მიღების პერიოდშიც.
ან
· გაქვთ სხვა ფაქტორები, რომელიც ზრდის ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების განვითარების რისკს.
ინფარქტი, ინსულტი და სხვა პრობლემები შესაძლებელია გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ეწოდება ათეროსკლეროზი.
ათეროსკლეროზის მიზეზია არტერიებში ცხიმის ნალექების დაგროვება.
რატომაა მნიშვნელოვანი, განაგრძოთ ბუტორის მიღება?
ბუტორი გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების, რომლებსაც ეწოდება ლიპიდები და რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ქოლესტერინი, დონის დასარეგულირებლად.
სისხლში გვხვდება სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინი. „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-K) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-K).
- ბუტორს შეუძლია დააქვეითოს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინის დონე.
- იგი ეხმარება თქვენს ორგანიზმს, „ცუდი“ ქოლესტერინის გამომუშავების დაბლოკვაში. ასევე ის ზრდის თქვენი ორგანიზმის უნარს, გამოდევნოს „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლიდან.
ქოლესტერინის მაღალი დონე არ მოქმედებს ადამიანების უმეტესობის მდგომარეობაზე, ვინაიდან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომებს. თუმცა მკურნალობის გარეშე ცხიმის ნალექები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას.
ზოგჯერ შევიწროებული სისხლძარღვები შეიძლება დაიხშოს, რაც წყვეტს გულში ან თავის ტვინში სისხლის მიწოდებას და რაც გამოიწვევს ინფარქტის ან ინსულტის განვითარებას. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით თქვენ შეამცირებთ ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების რისკს.
უნდა განაგრძოთ ბუტორის მიღება მაშინაც კი, თუ მან სასურველ დონემდე დააქვეითა ქოლესტერინი, ვინაიდან ის ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მატებას და სისხლძარღვებში ცხიმის ნალექების დაგროვებას. მიუხედავად ამისა, ბუტორის მიღება უნდა შეწყვიტოთ თუ ექიმი მითითებით ამას ან თუ ხართ ორსულად.
2) რა უნდა იცოდეთ ბუტორის მიღებამდე
არ მიიღოთ ბუტორი:
- თუ როდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია ბუტორზე ან მის ნებისმიერ ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია თავში 6).
- თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ დაორსულდით ბუტორის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს. ქალებმა, რომლებიც იღებენ ბუტორს, თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
- თუ გაქვთ თირკმლების სერიოზული პრობლემები.
- თუ გაქვთ განმეორებითი ან დაუდგენელი კუნთების ტკივილი.
- თუ იღებთ პრეპარატების სოფოსბუვირი/ ველპატასვირი/ვოქსილაპრევირი კომბინაციას (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციისას, რომელსაც ეწოდება ჰეპატიტი C).
- თუ იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომ).
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული (ან ეჭვობთ) მიმართეთ თქვენს ექიმს.
ასევე, არ მოოღოთ როზუვასტატინი 40 მგ (ყველაზე მაღალი დოზა):
- თუ გაქვთ საშუალო ხარისხის თირკმლის პრობლემა (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.).
· თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი სწორად არ ფუნქციონირებს.
· თუ გქონიათ განმეორებითი ან დაუდგენელი კუნთების ტკივილი, ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება კუნთების პრობლემები ან კუნთების პრობლემების წინა ისტორია ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ.
· თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
· თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).
· თუ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომელთაც ეწოდება ფიბრატები ქოლესტერინის დასაქვეითებლად.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული (ან ეჭვობთ), ხელახლა მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბუტორის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემა.
- თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა.
- თუ გქონიათ განმეორებითი ან დაუდგენელი კუნთების ტკივილი, ინდივიდუალურ ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება კუნთების პრობლემები ან კუნთების პრობლემების წინა ისტორია ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდათ დაუდგენელი კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით, თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ცხელება. გარდა ამისა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე.
- თუ როდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში ბუტორის ან სხვა მსგავსი პრეპარატების მიღების შემდეგ.
- თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
- თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალისწორად არ ფუნქციონირებს.
- თუ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომელთაც ეწოდება ფიბრატები ქოლესტერინის დასაქვეითებლად. ყურადღეთ წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი მაშინაც კი, თუ ადრე ღებულობდით სხვა პრეპარატებს ქოლესტერინის დასაქვეითებლად.
- თუ იღებთ აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა რიტონავირი ლოპინავირთან და/ ან ატაზანავირთან ერთად. იხილეთ თავი „სხვა პრეპარატები და ბუტორი“.
- თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში პერორალურად ან ინექციის სახით იღებთ ან იღებდით სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება ფუზიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება). ფუზიდის მჟავის და ბუტორის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი), იხ. თავი „სხვა პრეპარატები და ბუტორი“.
- თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის (ვინაიდან თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს ბუტორის თქვენთვის შესაფერისიი სწორი საწყისი დოზა )
- თუ გაქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
- თუ ხართ აზიური წარმოშობის - იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი. თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს ბუტორის თქვენთვის შესაფერისი სწორი საწყისი დოზა
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე ზემოაღნიშნული (ან არ ხართ დარწმუნებული):
- არ მიიღოთ როზუვასტატინი 40 მგ (ყველაზე მაღალი დოზა) და მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბუტორის ნებისმიერი დოზის მიღების დაიწყებამდე.
დაფიქსირებული იყო ბუტორით მკურნალობასთან დაკავშირებული კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (DRESS) ერთად. შეწყვიტეთ ბუტორის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4-ე თავში აღწერილ რომელიმე სიმპტომს.
ადამიანების მცირე რაოდენობაში სტატინებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ეს იდენტიფიცირდება მარტივი ტესტით, რომელიც გამოავლენს ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს სისხლში. ამ მიზეზით, ბუტორით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში თქვენი ექიმი ჩვეულებრივ ჩაატარებს ამ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის ტესტი).
ვიდრე თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს, თქვენი ექიმი ყურადღებით დააკვირდება, თუ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. თქვენ, სავარაუდოდ, ხართ დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, თუ სისხლში გაქვთ შაქრის და ცხიმების მაღალი დონე, გაქვთ ჭარბი წონა და გაქვთ მაღალი წნევა.
ბავშვები და მოზარდები
თუ პაციენტი არის 6 წელზე ნაკლები ასაკის: ბუტორის მიცემა არ შეიძლება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.
თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა: როზუვასტატინის 40 მგ დოზა არ არის შესფერისი ბავშვებისთვის და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისთვის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ბუტორი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ თქვენ იღებთ რომელიმე შემდეგს:
· ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ,)
· ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (ან რომელიმე სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად),
· ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან ან რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დასაქვეითებლად (როგორიცაა ეზეტიმიბი),
• საშუალებები საჭმლის მონელებისთვის (გამოიყენება კუჭში მჟავის გასანეიტრალებლად),
· ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი-იხილეთ ქვემოთ "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები"),
- ორალური კონტრაცეპტივი (აბი),
- რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
- დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
- ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
· ნებისმიერი შემდეგი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, აივ-ის ან C ჰეპატიტის ჩათვლით, ცალკე ან კომბინაციაში (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი.
ბუტორმა შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატების ეფექტი ან მათ შეცვალონ ბუტორის ეფექტი.
თუ თქვენ გჭირდებათ პერორალური ფუზიდის მჟავის მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, უნდა დროებით შეწყვიტოთ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება. თქვენი ექიმი გაცნობებთ თუ როდის იქნება უსაფრთხო ბუტორის თავიდან გამოყენება. ბუტორის ერთდროული მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მტკივნეულობა შეხებისას ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თავში 4.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ბუტორი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ დაორსულდით ბუტორის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ბუტორით მკურნალობისას ქალებმა თავი უნდა აარიდონ ორსულობას შესაფერისი კონტრაცეფციის გამოყენებით.
მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ადამიანთა უმეტესობას ბუტორის მიღებისას შეუძლია ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა - ეს გავლენას არ ახდენს მათ უნარებზე. თუმცა ბუტორის მიღებისას ზოგიერთი ადამიანი გრძნობს თავბრუსხვევას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმების გამოყენების დაწყებამდე.
ბუტორი შეიცავს ლაქტოზას
თუ გაფრთხილებული ხართ თქვენი ექიმის მიერ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ბუტორის მიღებამდე.
ინგრეტიენტების სრული სიის სანახავად იხილეთ შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
3) როგორ უნდა მიიღოთ ბუტორი
ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის
თუ ბუტორს იღებს მაღალი ქოლესტერინის გამო:
საწყისი დოზა
როზუვასტატინით მკურნალობა უნდა დაიწყოთ 5 მგ ან 10 მგ დოზით, მაშინაც კი, თუ ადრე გამოყენებული გქონდეთ სხვა სტატინის მაღალი დოზა. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგზე:
- ქოლესტერინის დონე.
- ინფარქტის ან ინსულტის რისკის დონე.
- გაქვთ თუ არა სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლებელია უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მიმართ.
გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან რომელი საწყისი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მინიმალური (5 მგ) დოზა თუ:
- ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).
- ხართ 70 წელზე მეტი ასაკის.
- გაქვთ თირკმლის საშუალო ხარისხის პრობლემები.
- გაქვთ კუნთების ტკივილის განვითარების რისკი (მიოპათია).
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა
თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის გაზრდის შესახებ. ასე თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ბუტორის თქვენთვის შესაფერისი დოზა. თუ დაიწყეთ 5 მგ დოზის მიღებით, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მისი გაორმაგება 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ და 40 მგ საჭიროების შემთხვევაში. თუ დაიწყეთ 10 მგ-ის მიღებით, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვეტოს მისი გაორმაგება 20 მგ-მდე და შემდეგ 40 მგ საჭიროების შემთხვევაში. დოზის ყოველი კორექტირების შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4 კვირას.
როზუვასტატინის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკი და რომელთა ქოლესტერინის დონე საკმარისად არ ქვეითდება 20 მგ დოზის მიღების შემდეგ.
თუ თქვენ იღებთ ბუტორს ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების შემცირების მიზნით:
რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. თუმცა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ფაქტორის არსებობისას თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება.
გამოყენება ბავშვებში და 6-17 წლის მოზარდებში
ბავშვებში და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებშიდღიური დოზის დიაპაზონი შეადგენს 5 - 20 მგ-ს დღეში ერთხელ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ და თქვენი ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას ბუტორის თქვენთვის შესაფერისი საჭირო რაოდენობის შესარჩევად. 6 წლიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ბუტორის მაქსიმალური დღიური დოზაა 10 ან 20 მგ, რაც დამოკიდებულია იმ ძირითად მდგომარეობაზე, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მიიღეთ თქვენი დოზა დღეში ერთხელ. ბავშვებში არ შეიძლება როზუვასტატინის 40 მგ დოზის გამოყენება.
ტაბლტების მიღება
ყოველი ტაბლეტი გადაყლაპეთ მთელი, წყლის მიყოლებით.
მიიღეთ ბუტორი ერთხელ დღეში. შეგიძლიათ მიიღოთ ის დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რაც დაგეხმარებათ გაიხსენოთ მიღება.
ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება
მნიშვნელოვანია ხელახლა მიმართოთ თქვენს ექიმს ქოლესტერინის რეგულარული კონტროლისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ქოლესტერინმა მიაღწია სასურველ დონეს და ნარჩუნდება ამ დონეზე.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება დოზის გაზრდასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ პრეპარატის თქვენთვის შესაფერისი დოზა.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბუტორი
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ თქვენ მოხვდით საავადმყოფოში ან იღებთ მკურნალობას სხვა მდგომარეობასთან დაკავშირებით, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს რომ იღებთ ბუტორს.
თუ დაგავიწყდათ ბუტორის მიღება.
არ აღელდეთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა გეგმის მიხედვით, სწორ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვიტეთ ბუტორის მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გსურთ ბუტორის მიღების შეწყვეტა. თუ შეწყვეტთ ბუტორის მიღებას, თქვენმა ქოლესტერინის დონემ შესაძლოა ისევ მოიმატოს.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით.
4) შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა იმ პირში, ვინც მას იღებს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ როგორი სახის შეიძლება იყოს ეს გვერდითი ეფექტები. ისინი, ჩვეულებრივ, სუსტადაა გამოხატული და მათი გაქრობა ხდება მოკლე დროში.
• შეწყვიტეთ ბუტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შემდეგი ალერგიული რეაქცია:
•სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით ან მის გარეშე.
•სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება
• კანის ძლიერი ქავილი (კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტებით)
· მოწითალო, სამიზნეს მსგავსი ან მრგვალი ლაქები სხეულზე, ბუშტუკებით ცენტრში, რომლებიც არ არის ამოწეული კანის ზედაპირიდან, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და თვალების წყლულები. ამ სერიოზულ გამონაყარს კანზე შეიძლება წინ უძღვოდეს ცხელება და გრიპისმაგვარი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
· გავრცობილი გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის სინდრომი)
ასევე შეწყვიტეთ ბუტორის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
- თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო სისუსტე ან ტკივილი,რაც გრძელდება მოსალოდნელზე მეტ ხანს. კუნთების მხრივ სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას აღმოაჩნდა უსიამოვნო ეფექტები კუნთების მხრივ და, იშვიათად, ეს გადაიზარდა სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში კუნთების დაზიანებაში, რომელიც ცნობილია როგორც რაბდომიოლიზი.
- თუ გაქვთ კუნთების გაწყვეტა
- თუ გაქვთ მგლურასმაგვარი სინდრომი(მათ შორის გამონაყარი, სახსრების მხრივ დარღვევები და ზეგავლენა სისხლის უჯრედებზე).
ხშირი შესაძლო გვერდითი ეფექტები(შეიძლება გამოვლინდეს დიაპაზონში 10-დან 1 და 100-დან 1 პაციენტში):
· თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა.
· შარდში ცილების რაოდენობის მომატება - ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას ბუტორის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ 40მგ როზუვასტატინი).
· დიაბეტი. ეს უფრო მეტადაა შესაძლებელი თუ თქვენ გაქვთ შაქრის ან ცხიმების მმაღალი დონე სისხლში, ხართ ჭარბწონიანი ან გაქვთ მაღალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი დაგაკვირდებათ ამ პრეპარატის მიღებისას.
არახშირი შესაძლო გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს დიაპაზონში 100-დან 1 და 1000-დან 1 პაციენტში):
- გამონაყარი, ქავილი და სხვა რეაქციები კანის მხრივ.
- შარდში ცილების რაოდენობის მომატება - ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას ბუტორის მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ 5 მგ, 10 მგ, 20 მგ როზუვასტატინი).
იშვიათი შესაძლო გვერდითი ეფექტები(შეიძლება გამოვლინდეს დიაპაზონში 1000-დან 1 და 10000-დან 1 პაციენტში):
მძიმე ალერგიული რეაქციები - ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტებით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ ბუტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
- კუნთების დაზიანება მოზრდილებში - სიფრთხილის მიზნით შეწვიტეთ ბუტორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო ტკივილი კუნთებში, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე მეტხანს.
- კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასეის ანთება).
- სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება.
- სისხლდენის ან სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე იოლად განვითარება თრომბოციტების დაბალი დონის გამო.
- მგლურასმაგვარი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, დარღვევები კუნთების მხრივ და გავლენა სისხლის უჯრედებზე).
ძალიან იშვიათი შესაძლო გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენთში ნაკლებად):
· სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება), ჰეპატიტი, ედემა (შეშუპება), სისხლის კვალი შარდში, ფეხების და ხელების ნერვების დაზიანება (დაბუჟება), სახსრების ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა და მკერდის გაზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია).
გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
· დიარეა (თხიერი განავალი), ხველა, ქოშინი, ედემა (შეშუპება), ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, სექსუალური დისფუნქცია, დეპრესია, სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინიან ცხელება, მყესების დაზიანება და კუნთების სისუსტე.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდით ეფექტებზე შეტყობინება უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით. გვერდით ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიშლიათ დახმარების გაწევა ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
5) როგორ ინახება ბუტორი
•ბლისტერები: შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
• შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
· არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე/ ბლისტერზე/ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება იმ თვის ბოლო დღეს.
· არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6) შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბუტორი
ბუტორის აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი. ბურორი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 10 და 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტურს. სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა PH-101, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კროსპოვიდონი ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა PH-102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი CI77891 E171, ჰიპროლოზა.
7)ბუტორის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ბუტორი წარმოდგენილია OPA/Alu/PVC-ალუმინის ფოლგის ბლისტერებში, თითო ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს, კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.
ბუტორი წარმოდგენილია ორი დოზით:10 მგ და 20 მგ.
ბუტორის ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ასევე, იხილეთ : ბუტორი - Butor 20მგ 30 ტაბლეტი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account