ბრიფოლატი - BRIFOLAT 400მკგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 26,93 GEL რეგულარული ფასი 28,35 GEL
მარაგშია
SKU
90598_3520

ჩვენება: ფოლატის მიღება რეკომენდებულია ანემიების დროს, ორსულობის პერიოდში.

ბრიფოლატი

ფოლატი (მეტაფოლინი) - 400 მკგ

ფოლიუმის მჟავაზე დაფუძნებული ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელჩანართი, შეინახეთ იგი, შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

შემადგენლობა: 

აქტიური ინგრედიენტი: ფოლიუმის მჟავა (L- მეთილფოლატი-მეტაფოლინი) - 400 მკგ. დამატებითი ინგრედიენტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

L-მეთილფოლატი, იგივე მეტაფოლინი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავას ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. მას სწრაფად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი, ფოლიუმის მჟავასგან განსხვავებით აღარ საჭიროებს გარდაქმნას. ფოლატები  აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლატები ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს.

 ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

გამოყენების სფერო:

 ფოლატის მიღება რეკომენდებულია ფოლიუმდეფიციტური, ჰიპერქრომული, მეგალობლასტური, სიდერობლასტური, ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევით გამოწვეული  ანემიების დროს, ორსულობის პერიოდში ნაყოფის ნერვული მილის ფორმირების ხელშეწყობისთვის.

დოზირება:

 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. 

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30 ტაბლეტი 2 ბლისტერზე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას.

ასევე , იხილეთ ბლოგი : ფოლიუმის მჟავა და მისი მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy