ბიფიდონორმი - Bifidonorm 20 ტაბლეტი

19,90 GEL
მარაგშია
SKU
90833_777

ჩვენება: ანტიბიოტიკებით, ჰორმონული, ქიმიური, სხივური და სხვა თერაპიული მკურნალობით განპირობებული დისბაქტერიოზი.

ბიფიდონორმი

1 ტაბლეტის შემადგენლობა:

ბიფიდობაქტერიუმ  ბიფიდუმ (Bifidobacterium bifidum) 25x106 KOE 

ბიფიდობაქტერიუმ ლონგუმ (Bifidobacterium longum)   25x106 KOE

არააქტიური ნივთიერებები: ლაქტოზა 0,1გ, ტალკი 0,04 გ, სახამებელი  0,02 გ, კალციუმის სტეარატი 0,09 გ, კაკაოს ფხვნილი 0,07 გ, კალციუმის გლუკონატი 0,35 გ-მდე. 

გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები

ბიფიდუმბაქტერიები ადამიანის მთავარი სიმბიონტია და დომინირებს ბავშვების და მოზრდილების ნაწლავური ფლორის შემადგენლობაში. მათი ანტაგონისტური აქტივობა ხელს უშლის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ასუფთავებს ორგანიზმს, არეგულირებს ნაწლავურ მიკროფლორას და ანთებით კერებზე ზემოქმედებით, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას. იგი, ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მონაწილეობს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში. 

ბიფიდონორმი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას და გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური და დამხმარე საშუალება ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

• ანტიბიოტიკებით, ჰორმონული, ქიმიური, სხივური და სხვა თერაპიული მკურნალობით განპირობებული დისბაქტერიოზი; 

• კოლიტები და ენტეროკოლიტები;

• ბავშვებში, მოზრდილებსა და ორსულებში უცნობი ეტიოლოგიის ნაწლავური დისფუნქცია.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს  გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოყენების წესი:

მიღება ხდება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები - დაფხვნილი ნახევარი ტაბლეტი, გახსნილი  20-30 მლ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ ანადუღარ წყალში, მიიღება დღეში 3-ჯერ.  

 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები - დაფხვნილი ერთი ტაბლეტი, გახსნილი 20-30 მლ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ ანადუღარ წყალში, მიიღება დღეში 3-ჯერ.  

12 წლიდან ასაკი  - თითო ტაბლეტი მიიღება დღეში 3-4-ჯერ.

მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას.

არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში!

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ბიფიდონორმის ეფექტს აძლიერებენ ვიტამინები (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინები),  ხოლო ამცირებენ  ანტიბიოტიკები.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული პროდუქტის  გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად; ტაბლეტების გახსნა ცხელ წყალში (40°C ზევით) და მისი გახსნილ მდგომარეობაში შენახვა.

ზეგავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ  არსებობს მონაცემები პრეპარატის  უარყოფითი ზემოქმედების შესახებ  მძღოლებზე და ტექნიკასთან მომუშავე პერსონალზე.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისაღები ზომები: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში არ საჭიროებს განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას.

გამოყენებისას არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

შენახვის ვადა: 5 წელი. 

გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ასევე, იხილეთ : Bifidumbaqterin - ბიფიდუმბაქტერინი 5 დოზა 20 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy