ბისოგამა - Bisogamma 10მგ 30 ტაბლეტი

7,00 GEL
მარაგშია
SKU
91241_2385

ჩვენება: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია).

ბისოგამა®10, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ბისოპროლოლი ფუმარატი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

• შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს, შესაძლბელია პრეპარატმა ზიანი მიაყენოს პაციენტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

• თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში იხ. თავი 4

რას შეიცავს ეს გამოყენების ინსტრუქცია
1. რას წარმოადგენს ბისოგამა 10 და რისთვის გამოიყენება ის
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბისოგამა 10-ის მიღებამდე
3. როგორ გამოიყენება ბისოგამა 10
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი
5. როგორ შევინახოთ ბისოგამა 10
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ბისოგამა 10 და რისთვის გამოიყენება ის

ბისოგამა 10-ის აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორების სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე გარკვეულ ნერვულ იმპულსებზე, განსაკუთრებით გულის იმპულსებზე, რის შედეგადაც ბისოპროლოლი ამცირებს გულისცემას და გული უფრო ეფექტურად ახდენს სისხლის მიწოდებას სხეულისთვის. ამავდროულად მცირდება გულის მიერ სისხლის და ჟანგბადის მოხმარება.

ბისოგამა 10 გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ

- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია)

- კორონარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული გულის ტკივილი (გულის კორონარული დაავადება, სტენოკარდია).

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბისოგამა 10-ის მიღების წინ

არ მიიღოთ ბისოგამა 10 შემდეგ შემთხვევებში:

- თუ ხართ ალერგიული ბისოპროლოლი ფუმარატის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მითითებული მე-6 თავში).

- თუ გაწუხებთ გულის კუნთის მწვავე სისუსტე (გულის უკმარისობა) ან გულის უკმარისობის გაუარესება (დეკომპენსაცია), რომელიც საჭიროებს ინტრავენურ თერაპიას გულის გამაძლიერებელი ნივთიერებებით.

- თუ გაქვთ კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის მწვავე, სერიოზულ მდგომარეობას რაც იწვევს წნევის დაქვეითებას და სისხლის მიმოქცევის დარღვევას.

- თუ ადგილი აქვს წინაგულებიდან პარკუჭებში აგზნების გატარების მაღალი ხარისხის დარღვევას (მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), რომლებიც არ არის აღჭურვილი კარდიოსტიმულატორით.

- თუ გაქვთ დაავადებული სინუსური კვანძის სინდრომი (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი).

- თუ ადგილი აქვს სინუსურ კვანძსა და წინაგულებს შორის იმპულსების გადაცემის დარღვევას (სინოატრიული ბლოკადა)

- თუ გაწუხებთ ძლიერ შენელებული გულისცემა (პულსი 50 ცემა/წთ-ზე ნაკლებია) მკურნალობის დაწყებამდე;

- თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა 90mmHg-ზე დაბალი)

- გაწუხებთ მწვავე ბრონქიალური ასთმა;

- თუ გაქვთ სისხლძარღვების დაავადების გვიანი სტადია, რომელიც აფერხებს ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევას (პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება).

- თუ გაქვთ ხელის და ფეხის თითების სისხლძარღვების სპაზმი (რეინოს სინდრომი), რაც იწვევს სიცივეში ფეხის და ხელის თითებში გრძნობის დაკარგვას, წვას და ფერის შეცვლას.

- თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის არანამკურნალევი სიმსივნე (ფეოქრომოციტომა).

- თუ გაქვთ თუ გაქვთ მეტაბოლიზმთან დაკავშირებული სისხლის ჭარბი მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი).

თუ გაქვთ ეჭვი რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

ბისოგამა 10-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ძლიერ მერყევი შაქრის დონით; სისხლში გლუკოზის მკვეთრად დაქვეითების სიმპტომები (ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, აჩქარებული გულისცემა, პალპიტაცია და ოფლიანობა) შეიძლება შეინიღბოს;

- თუ ხართ მკაცრი შიმშილობის დიეტაზე.

- მადესენსიბილიზირებელი თერაპიის დროს (მაგ. ალერგიული რინიტის პრევენცია).

სხვა ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორების მსგავსად ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმე, ანუ მწვავე ზოგადი ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ბისოგამა 10-ს, რათა მან გაითვალისწინოს ალერგიული რეაქციების მკურნალობისას.

- თუ გაქვთ წინაგულებიდან პარკუჭებში აგზნების გატარების დაბალი ხარისხის დარღვევა (1-ლი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).

- თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა გულისთვის, კორონარული არტერიების სპაზმური შევიწროვების შედეგად (პრინცმეტალის სტენოკარდია).

- თუ გაქვთ სისხლძარღვთა დაავადება, რაც იწვევს კიდურებისთვის სისხლის შეზღუდული რაოდენობით მიწოდებას (შესაძლოა ჩივილების გამწვავება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).

ფსორიაზის ანამნეზის მქონე პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორით (მაგ. ბისოგამა 10) მკურნალობა ინიშნება პრეპარატის სარგებლიანობის და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ.

ბისოპროლოლით მკურნალობის დროს შეიძლება შეინიღბოს ჰიპერთირეოზის სიმპტომები (თირეოტოქსიკოზი).

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების სიმსივნით (ფეოქრომოციტომით) დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების წინასწარ დანიშვნის შემდეგ.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სპეციალურ მკურნალობას (დამატებითი პრეპარატები), თუ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან რომელიმე გაწუხებთ.

თუ აპირებთ ზოგადი საანესთეზიო საშუალების მიღებას, ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის შესახებ. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება, რადგან ამან შეიძლება ოპერაციის დროს შესაძლო წარმოქმნილ გულის რითმის და სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე საფუძვლიანი გავლენა იქონიოს. თუ საჭიროების შემთხვევაში ბეტაბლოკატორით მკურნალობა ოპერაციის წინ შეწყვიტეთ, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და მიღება უნდა დაასრულოთ ნარკოზის მიღებამდე დაახლოებით 48 საათით ადრე.

ფილტვის ქრონიკული დაავადების ან ბრონქიალური სპაზმის (ბრონქიალური ასთმა) დროს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიმპტომებთან, უნდა დაინიშნოს პარალელურად ბრონქების გამაფართოვებელი მკურნალობა. ზოგჯერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სასუნთქი გზების წინააღმდეგობის გაზრდას ასთმიან პაციენტებში რაც საჭიროებს ბეტა-2-სიმპატომიმეტიკების დოზის გაზრდა.

სხვა პრეპარატები და ბისოგამა 10

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/მოიხმართ, იღებდით/მოიხმარდით ან აპირებთ რომ მიიღოთ/მოიხმაროთ რაიმე სხვა პრეპარატი.

არ არის რეკომენდირებული ერთდროული მიღება შემდეგ პრეპარატებთან

გულის სამკურნალო პრეპარატებთან და ვერაპამილის და დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან ერთდრული გამოყენებისას, აღინიშნა არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, წინაგულებიდან პარკუჭებში აგზნების შენელებული გატარება აგრეთვე გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირის შემცირება.

ინტრავენურად ვერაპამილის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების გამოყენებამ უმთავრესად შესაძლოა გამოიწვიოს წნევის მკვეთრი ვარდნა (ჰიპოტონია) და წინაგულებიდან პარკუჭებში იმპულსების გატარების დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, როგორიცაა კლონიდინი და სხვა (მაგ.: მეთილდოპა, მოქსონიდინი და რესერპინი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის შენელება ან გულის შეკუმშვის მოცულობის შემცირება და სისხლძარღვების გაფართოვება. გარდა ამისა, კლონიდინის მკვეთრად შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა მოხდეს არტერიული წნევის ჭარბი მომატება.

ბისოგამა 10-ის მიღება დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და დიდი სიფრთხილით :

დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან (მაგალითად ნიფედიპინი) ერთდროულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, და გულის კუნთების სისუსტის მქონე პაციენტებში კიდევ უფრო შეასუსტოს გულის კუნთები.

ბისოგამა 10-ის და გულის არითმიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების (ანტი-არითმიული საშუალებები როგორიცაა ქინიდინი, დისოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეცაინიდი, პროპაფენონი, ამიოდარონი) გულის მუშაობის შესუსტების ეფექტი (კარდიოდეპრესიული ეფექტი) გულის გამტარობის დროზე და შეკუმშვის ძალაზე შესაძლოა გაძლიერდეს.

ცენტრალური ნერვული სისტემის მედიკამენტებმა (პარასიმპატომიმეტიკები) შეიძლება გაახანგრძლივოს გულის გამტარობის დრო და გაზარდოს გულისცემის შენელების რისკი.

ბეტა-ბლოკატორების გარეგანმა გამოყენებამ (მაგ.: თვალის წვეთები გლაუკომას მკურნალობისას) შესაძლოა გააძლიეროს ბისოგამა 10-ის მოქმედება.

ბისოგამა 10-ის და ინსულინის ან სისხლში შაქრის დასაქვეითებელი სხვა პრეპარატების (პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო) ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გაიზარდოს მათი ეფექტი. სისხლში შაქრის დონის შემცირების გამაფრთხილებელი ნიშნები (ჰიპოგლიკემია) - განსაკუთრებით აჩქარებული პულსი (ტაქიკარდია) შეიძლება შეინიღბოს ან ნაკლებად გამოიხატოს.

ბისოგამა 10-ის და ანესთეზიოლოგიური საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატებული დაქვეითება. კონტრრეგულირების მექანიზმები, მაგ. გულის შეკუმშვის სიხშირის მატება (რეფლექსური ტაქიკარდია), შეიძლება შესუსტდეს. ბეტაბლოკატორები ამცირებენ არითმიის რისკს ანესთეზიის და ხელოვნური სუნთქვის დროს. ანესთეზიოლოგი უნდა იქნას ინფორმირებული ბისოგამა 10-ით მკურნალობის შესახებ.

ბისოგამა 10-ის და საგულე გლიკოზიდების (დიგიტალისი) ერთდროული გამოყენებისას გულისცემის სიხშირე შეიძლება უფრო მეტად დაქვეითდეს ან შეფერხდეს გულის გამტარობა.

ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა) შეიძლება შეასუსტონ ბისოგამა 10-ის წნევის დამწევი ეფექტი.

თუ ბისოგამა 10 გამოიყენება გადაუდებელი დახმარების გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად (სიმპატომიმეტიკები, როგორიცაა ორციპრენალინი, დობუტამინი, ადრენალინი, ნორადრენალინი) შესაძლოა შესუსტდეს ორივე ნივთიერების ეფექტი. შეიძლება მოხდეს არტერიული წნევის მატება, ისევე როგორც კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გაუარესება (წყვეტილი კლაუდიკაცია).

ბისოგამა 10-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს დეპრესიის ან ფსიქიური დარღვევების, აგრეთვე ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებით და საძილე საშუალებებით (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინები, ბარბიტურატები).

სიფრთხილე გამოიჩინეთ ბისოგამა 10-თან ერთად შემდეგი პრეპარატების მიღებისას:

ბისოგამას მიღება მალარიის საწინააღმდეგო საშუალება მეფლოქინთან ერთად ზრდის გულისცემის შენელებას.

დეპრესიის სააწინააღმდეგო პრეპარატებთან (მონოამინოქსიდაზი-ინჰიბიტორები, მაო-B ინჰიბიტორების გარდა) ერთად მიღებამ შეიძლება იმოქმედოს წნევის დარეგულირებაზე (არსებობს წნევის დაწევის ან მომატების რისკი).

ბისოგამა 10-ის გამოყენებამ შეიძლება აჩვენოს დადებითი შედეგი დოპინგის კონტროლზე.

ბისოგამა 10-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ბისოგამა 10-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ბისოგამა 10-ის გამოყენება ორსულობის პერიოდში ხდება მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელი-რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ. ზოგადად ბეტა რეცეპტორების ბლოკატორი ამცირებს პლაცენტას სისხლით მომარაგებას და შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. რეკომენდირებულია პლაცენტას და საშვილოსნოს სისხლით მომარაგების და ნაყოფის განვითარების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნა. ახალშობილი უნდა იყოს დაბადებიდან კონტროლის ქვეშ. სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა და ბრადიკარდია ზოგადად მოსალოდნელია დაბადებიდან პირველ 3 დღეს.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი/მეტაბოლიტები დედის რძეში. ამიტომ ბისოგამა 10-ის მიღებისას ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება :

კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტების კვლევამ გვიჩვენა, რომ პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა, წამალზე ინდივიდუალურად განვითარებული განსხვავებული რეაქციების გამო, რეაქციების უნარი შეიძლება შეიცვალოს იმდენად, რომ ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას უსაფრთხოების ზომების გარეშე ცუდი შედეგი მოჰყვეს. განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

3. ბისოგამა 10-ის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებისამებრ მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით და შემდგომ ხდება დოზების გაზრდა. ნებისმიერ შემთხვევაში დოზების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, კერძოდ პულსის სიხშირის და თერაპიული ეფექტის შესაბამისად.

რეკომენდირებული დოზა:

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია):

თუ სხვგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 ბისოგამა 10-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (5მგ ბისოპროლოლ ფუმარატის შესაბამისი დღეში) ერთხელ დღეში.

მსუბუქად მომატებული წნევის დროს (დიასტოლური წნევა 105 mmHg-მდე) 2,5 მგ ბისოპროლოლ ფუმარატით მკურნალობა ერთხელ დღეში შესაძლოა იყოს საკმარისი.

თუ ეფექტი არ არის საკმარისი შესაძლოა დოზის გაზრდა ბისოგამა 10-ის 2 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში (შეესაბამება 10მგ ბისოპროლოლფუმარატს დღეში). დოზის შემდგომი გაზრდა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში.

მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში ერთხელ 20მგ-ს.

გულის კორონარული დაავადება (სტენოკარდია)

თუ სხვაგვარად არ გაქთ დანიშნული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში ერთხელ ბისოგამა 10-ის 1 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (შეესაბამება 5მგ ბისოპროლოლფუმარატს დღეში).

არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა ბისოგამა 10-ის 2 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (შეესაბამება 10მგ ბისოპროლოლფუმარატს დღეში). დოზის შემდგომი გაზრდა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევებში.

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში ერთხელ 20მგ-ს.

დოზირება ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის დროს:

პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების სუსტად ან საშუალოდ გამოხატული უკმარისობით, როგორც წესი არ არის აუცილებელი დოზის შერჩევა. პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20მლ/წთ) და პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაზიანებით დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ ბისოპროლოლფუმარატს.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ხანდაზმული პაციენტებისთვის არ არის აუცილებელი დოზის შერჩევა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

ბისოგამა 10 არ ინიშნება ბავშვებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული.

მიღების ფორმა და ხანგრძლივობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად დილით საუზმემდე, საუზმის დროს ან შემდეგ.

შესაძლებელია ტაბლეტის თანაბარ დოზებად გაყოფა.

ტაბლეტის შუაზე გაყოფის ინსტრუქცია

ტაბლეტის ზუსტად შუაზე გაჭრის მიზნით დადეთ ტაბლეტი ნაჭდევი ხაზით ზემოთ მიმართულ მდგომარეობაში გლუვ მაგარ ზედაპირზე (მაგიდა ან მსგავსი), ორივე საჩვენებელი თითით დააწექით ერთდროულად ტაბლეტს ნაჭდევი ხაზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ასე შეძლებთ ტაბლეტის თანაბარ ნაწილად გაყოფას.

გამოყენების ხანგრძლივობა არ არის დროში შეზღუდული. დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

არ შეიძლება ბისოგამა 10-ის დოზის შეცვლა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. გარდა ამისა, ბისოგამა 10-ით მკურნალობა არ უნდა დაირღვეს ან ნაადრევად შეწყდეს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ბისოგამა 10-ით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს.

მკურნლობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

მმიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ბისოგამა 10-ის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბისოგამა 10

თუ არსებობს ეჭვი ბისოგამა 10-ის ჭარბი დოზის მიღების შესახებ, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

ის მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ ზედოზირების სიმძიმიდან გამომდინარე.

ბისოგამა 10-ის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ნიშნებია შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), ბრონქების სპაზმები (ბრონქოსპაზმი), წნევის მკვეთრი ვარდნა, გულის კუნთების დასუსტება (გულის უკმარისობა) და სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ბისოგამა 10-ით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

თუ დაგავიწყდათ ბისოგამა 10-ის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება მეორე დილით ჩვეულებრივი დოზით.

თუ შეწყვიტეთ ბისოგამა 10-ის მიღება:

არ დაარღვიოთ ან შეწყვიტოთ ბისოგამა 10-ით მკურნალობა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

განსაკუთრებით კორონარულ არტერიებში (გულის კორონარული დაავადება: სტენოკარდია) სისხლის მიმოქცევის დარღვევით პაციენტებში (კორონარული უკმარისობა), ბისოგამა 10-ით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ერთბაშად, არამედ თანდათანობითი შემცირებით (მაგ.დოზის განახევრებით ყოველკვირეული ინტერვალებით), რადგან პრეპარატის ერთბაშად შეწყვეტა იწვევს პაციენტის მდგომარეობის გამწვავებას.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომელიც არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენების შეფასება წარმოდგენილია მისი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ხშირი შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში

არახშირი შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში

იშვიათი შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში

ძალიან იშვიათი შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში

უცნობი წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე არ არის სიხშირე დადგენილი

თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ბისოგამა 10-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ფსიქიური დარღვევები:

არახშირი: დეპრესია, ძილის დაღვევა

იშვიათი: კოშმარები, ჰალუცინაციები

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:

ხშირი: თავბრუსხვევა*, თავის ტკივილი*

იშვიათი: გულყრა (სინკოპე)

თვალის მხრივ დარღვევები:

იშვიათი: შემცირებული ცრემლდენა (გასათვალისწინებელია, თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს)

ძალიან იშვიათი: კონიუნქტივის ანთება (კონიუნქტივიტი)

ყურის და ლაბირინთის მხრივ დარღვევები:

იშვიათი: სმენის დარღვევები

გულის მხრივ დარღვევები:

არახშირი: გულისცემის შენელება (ბრადიკარდია), წინაგულებიდან პარკუჭებში გამტარობის დარღვევა (ავ ბლოკადა), მიოკარდიუმის უკმარისობის გამწვავება (გულის უკმარისობა)

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები:

ხშირი: სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება კიდურებში,

არახშირი: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია)

სუნთქვის, თორაკალური და შუასაყარის დარღვევები:

არახშირი: ბრონქული სპაზმები (ბრონქოსპაზმი) ანამნეზში ბრონქული ასთმის ან ფილტვის ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში

იშვიათი: ალერგიული სურდო (რინიტი)

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:

ხშირი: კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა

ჰეპატობილიარული დარღვევები:

იშვიათი: ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

იშვიათი: ალერგიული რეაქციები (ქავილი, გარდამავალი სიწითლე (ალები), გამონაყარი).

ძალიან იშვიათი: თმის ცვენა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ფსორიაზი ან გამოიწვიონ ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები:

არახშირი: კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები:

იშვიათი: პოტენციის დაქვეითება

ზოგადი სახის დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

ხშირი: დაღლილობა*

არახშირი: სისუსტე (ასთენია)

კვლევები

იშვიათი: ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALAT, ASAT)

* აღნიშნული სიმპტომები როგორც წესი ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე. ვლინდება იოლ ფორმებში და ქრება თავისით მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ გვერდითი მოვლენების ჩათლით, რაც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირებით თქვენ შეგიძლიათ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

5.ბისოგამა 10-ის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი სინათლისა და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული „ვადის გასვლის“ შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არაუმეტეს 250C

შეინახეთ ბისოგამა® 10 თავდაპირველ შეფუთვაში.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

ჰკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, რომელსაც აღარ მოიხმართ.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბისოგამა 10:

აქტიური ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი. 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

სხვა ინგრედიენტებია: კროსპოვიდონი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი (ევრ. ფარმ.), მაკროგოლი (6000), პოლისორბატი 20, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატის, ტალკი, რკინა (III)-ჰიდროქსიდ-ოქსიდი x H2O, ჰიპრომელოზა

ბისოგამა 10-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი:

ბისოგამა 10 არის მრგვალი, ღია ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაჭდევი ხაზით.

ბლისტერი 30, 50 და 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.

კლინიკებისთვის განკუთვნილ შეფუთვაში 300 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ასევე, იხილეთ : Bisogamma - ბისოგამა 5მგ 30 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy