ბერიმანი - Berryman 14 ტაბლეტი
ჩვენება: გამოყენება ცისტიტის, უსიმპტომო ბაქტერიურიის, საშარდე სისტემის ინფექციების და უროლიტიზის მიმდინარეობის შესამსუბუქებლად.
BerryMan
ბერიმანი
საკვები პროდუქტი სპეციალური სამედიცინო მიზნებისთვის
არ არის მედიკამენტი
ფურცელი-ჩანართი (გამოყენების ინსტრუქცია)
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლად გაეცანით შეფუთვის მარკირებაზე, ბლისტერზე და ინსტრუქციაში მოცემულ სრულ ინფორმაციას.
შემადგენლობა:
1 მოდიფიცირებული გამოთავისუფლების და ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
D-მანოზა, მოცვის კენკრის ექსტრაქტი სტანდარტიზებული (20% РАС), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტაბლეტის ჟელატინის გარსი: ჟელატინი, ნაწლავშიხსნადი გარსი: instanute DR (ნატრიუმის ალგინატი, სტეარინის მჟავა, პოლიეთილენ გლიკოლი, გლიცერინი), ტენიანობის შემანარჩუნებელი აგენტი: გლიცერინი, შემავსებლები: კროსპოვიდონი, შემკვრელი ნივთიერება: პოვიდონი K-30, აქტიური ნივთიერება: მეწამული ექინაცეა, შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალებები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტექსტურიზატორი: სორბიტოლი 70%, საღებავები: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ბრილიანტის ლურჯი, გრანულიზაციის აგენტი: იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
აქტიური ნივთიერებები: D-მანოზა - 500მგ, მოცვის კენკრის ექსტრაქტი სტანდარტიზებული (20% PAC) - 300მგ, მეწამული ექინაცეა - 10მგ.
1 ჟელატინის ტაბლეტი შეიცავს |
|||||
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. |
D-მანოზა მოცვის კენკრის ექსტრაქტი სტანდარტიზებული (20% РАС) მიკროკრისტალური ცელულოზა ჟელატინი instanute DR (A100R00372) გლიცერინი კროსპოვიდონი პოვიდონი K-30 |
500მგ 300,0მგ 272,0მგ 170,263მგ 170,0მგ 51,079მგ 40,0მგ 13,0მგ |
9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. |
მეწამული ექინაცეა მაგნიუმის სტეარატი კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი სორბიტოლი 70% რკინის ოქსიდი წითელი რკინის ოქსიდი ყვითელი ბრილიანტის ლურჯი იზოპროპილის სპირტი გასუფთავებული წყალი |
10.0მგ 10,0მგ 5,0მგ 2,027მგ 0,811მგ 0,811მგ 0,010მგ q.s. q.s. |
ასევე , იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ურობერი 30 კაფსულა
გამოშვების ფორმა
მოდიფიცირებული გამოთავისულების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემოგარსული ტაბლეტის საერთო წონა: 1570,0მგ ± 10%.
პროდუქტის ფუნქციური თვისებები
ბერიმანის მოდიფიცირებული გამოთავისულების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების თვისებები განპირობებულია D-მანოზის, მოცვის ექსტრაქტის და მეწამული ექინაცეას კომპლექსური ეფექტით.
D-მანოზა არის მცენარეული მონოსაქარიდი ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებებით. D-მანოზა ორგანიზმში ნელა მეტაბოლიზდება და უცვლელი სახით შედის შარდის ბუშტში. შარდის ბუშტში იგი თხელი ფენით ფარავს ლორწოვან გარსს და ამით ხელს უშლის Esherichia coli ბაქტერიის მიმაგრებას შარდის ბუშტის კედლებზე და ხელს უწყობს ბაქტერიების გამოდევნას შარდიდან.
არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს ალფა-D-მანოზას ეფექტურობას მწვავე მარტივი ცისტიტის დროს და მორეციდივე ცისტიტის პროფილაქტიკაში.
D-მანოზის თვისებები ანტიბიოტიკოთერაპიასთან შედარებით:
- არ მოქმედებს პირობითად სასარგებლო ფლორაზე და არ იწვევს დისბაქტერიოზს³.
- არ იწვევს სოკოვანი ინფექციების გაჩენას და განვითარებას³;
- არ იწვევს სიმძიმეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში³;
- არ იწვევს პათოგენური მიკროორგანიზმების მიჩვევის ეფექტს³.
ბერიმანი შეიცავს მოცვის ექსტრაქტს პროანტოციანიდინების გარანტირებული რაოდენობით - 60მგ RAS (The quantitation of cranberry proanthocyanidins).
მოცვის ბიოფლავონოიდები - პროანტოციანიდინები, არ აძლევენ საშუალებას პათოგენური ბაქტერიების² (ძირითადად E.coli, რომელიც 90% შემთხვევაში საშარდე გზების ინფექციების გამომწვევია) მიმაგრდეს და გამრავლდეს შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე და გამოიწვიოს ანთება. მოცვის კენკრის ექსტრაქტის ავლენს ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, ჭრილობების სამკურნალო თვისებებს და აძლიერებს ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკური საშუალებების ეფექტს.
მოცვი შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდის pH-ის (მჟავიანობის) შენარჩუნებას ფიზიოლოგიურ საზღვრებში და ხელს უშლიან თირკმლის კენჭების წარმოქმნას:
- ურსოლის მჟავას აქვს შარდმდენი მოქმედება,
- ქინის მჟავა ამჟავებს შარდს, არ გარდაიქმნება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით.
შარდის ბუშტის ბაქტერიული დაავადებების დროს დიურეზის გაზრდა ხელს უწყობს საშარდე გზების დამატებით გაწმენდას, პათოგენური ბაქტერიების გამორეცხვას.
მეწამული ექინაცეას ექსტრაქტს აქვს იმუნომოდულატორული თვისებები, ხსნის ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესების სიმპტომებს და ხელს უშლის რეციდივებს.
ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია ორსულ ქალებში ცისტიტისა და საშარდე გზების ინფექციების დროს გამოსაყენებლად 4.
ბერიმანის მოდიფიცირებული გამოთავისულების, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, დამზადებულია ჟელატინით და ნაწლავშიხსნადი გარსით, ამიტომ მათ აქვთ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების უნარი, რაც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობის გაზრდას და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
გამოყენების რეკომენდაციები
ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს, როგორც დიეტური კვების რაციონში, ბუნებრივი ანტიოქსიდანტის პროანტოციანიდინის, მცენარეული მონოსაქარიდების და ორგანული მჟავების დამატებით წყაროს, რომელიც ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებას, მათ შორის ორსულ ქალებში. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის გამო, ბერიმანი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცისტიტის, უსიმპტომო ბაქტერიურიის, საშარდე სისტემის ინფექციების და უროლიტიზის მიმდინარეობის შესამსუბუქებლად. ბერიმანის ინგრედიენტებს აქვთ ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და შარდმდენი თვისებები, ამჟავებენ შარდს, ხელს უწყობენ ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ხელს უშლიან თირკმელში კენჭების წარმოქმნას.
არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
უკუჩვენება
კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა; 10 წლამდე ბავშვები.
ბავშვები. კვლევები ბერიმანის გამოყენების შესახებ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ორსულებმა, მეძუძურმა ქალებმა და ადამიანებმა, რომლებიც იღებენ რაიმე მედიკამენტს დიდი ხნის განმავლობაში, გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიზანშეწონილია არ გადააჭარბოთ ყოველდღიური რეკომენდებულ დოზას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
საკვები პროდუქტი სპეციალური სამედიცინო დანიშნულებით.
ეს არ არის მედიკამენტი.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, ჭიქა წყალთან ერთად.
მიღების რეკომენდებული პერიოდი: 2-4 კვირის განმავლობაში, შემდგომი გამოყენება და კურსის განმეორების შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან. დიურეზის გასაზრდელად ბერიმანის გამოყენებისას რეკომენდებულია დღეში წყლის რაოდენობის გაზრდა.
თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისა და ტენიანობისგან დაცულ ადგილას. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვა: 14 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
იხილეთ ბლოგი : რა არის ცისტიტი და როგორ ხდება მისი მკურნალობა
რაოდენობა | 14 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account