Fructus Rosae - ასკილის ნაყოფი 80გ

3,02 GEL
მარაგშია
SKU
84551_3242

ჩვენება: ორგანიზმში ვიტ C ნაკლებობის დროს.

ასკილის ნაყოფი 80გრ

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის დასახელება:  ასკილის ნაყოფი 80გრ

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:  Fructus Rosae

გამოშვების ფორმა: მცენარეული ნედლეული . ასკილის ნაყოფი 80გრ მუყაოს კოლოფში

გარეგანი აღწერა:  მთლიანი, ბუსუსებისა და ნაყოფის ფეხისაგან დასუფთავებული, სხვადასხვა ფორმის (სფეროსებური, კვერცხისებური ან ოვალური წაგრძელებული) ცრუ ნაყოფები; სიგრძე – 0,7 - 3 სმ, დიამეტრი – 0,6 - 1,7 სმ. ნაყოფის წვერში არის პატარა მრგვალი ღრუ ან ლაქისებური ხუთკუთხა არე. ნაყოფები შედგება ხორციანი, მომწიფებისას წვნიანი ჰიპანტიუმისაგან და მის ღრუში მოთავსებული მრავალრიცხოვანი ნაყოფ-კაკლუჭებისაგან. გამომშრალი ნაყოფის კედლები მაგარია, მყიფე, ზედაპირი – მბრწყინავი, მეტ-ნაკლებად დანაოჭებული. ნაყოფი შიგნიდან გამოფენილია გრძელი, უხეში ბეწვებით. კაკლუჭები წვრილია, წაგრძელებული, სუსტად დაკუთხული.

ნაყოფის ფერი მონარინჯისფრო-წითელიდან მუქ წითლამდე, კაკლუჭები – ღია-ყვითელი, ზოგჯერ მუქი. უსუნო, გემო – მომჟავო-ტკბილი, სუსტად მშუშხავი.

შემადგენლობა: ასკილის ნაყოფი შეიცავთ ასკორბინის მჟავას,ვიტამინებს

 B1,B2PP.P ,ფლავონოიდებს,კაროტინოიდებს,მთრიმლავ ნივთიერებებს  , ლიმონის მჟავას,რკინას,,მაგნიუმს და კალიუმს. 

ჩვენება: ორგანიზმში ვიტ C ნაკლებობის დროს, 

დამზადების წესი: ნედლეულის 2 სუფრის კოვზს დაასხით 2ჭიქა /400Mმლ/ცხელი წყალი, ადუღეთ 5წუთი. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში 

დოზირება: მიიღეთ 1/2½ ჭიქა 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:ჭარბი დოზირების დროს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

მიღების  საშუალო ხანგრძლივობა: ინდივიდუალურია.

უკუჩვენება:არ აქვს

გვერდითი მოვლენები: არ აქვს. 

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი  გამოიყენება  ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ ახდენს გავლენას.

გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლოფი 80გრ

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy