აპივაგინალი - Apivaginal ვაგინალური 5 ოვულა

განსაკუთრებული ფასი 47,03 GEL რეგულარული ფასი 49,50 GEL
მარაგშია
SKU
90665_2391

ჩვენება: გამოიყენება გინეკოლოგიური პროცედურების და ოპერაციების შემდეგ,ხელს უწყოს საშოს ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას.

აპივაგინალი

ვაგინალური ოვულები ჰიალურონის მჟავათი და პროპოლისით
გამოყენების ინსტრუქცია

1.პროდუქტის აღწერილობა

აპივაგინალი ჰიალურონის მჟავით და პროპლისით არის სამკურნალო საშუალება ოვულების სახით.

ერთი ოვულა შეიცავს: 13 მგ ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის ჰიალურონატის სახით და 65 მგ პროპოლისს ეთანოლის პროპოლისის ექსტრაქტის სახით.

საშოში შეყვანის შემდეგ ოვულა იხსნება და ქმნის დამატენიანებელ და დამცავი გელს.

2. ინგრედიენტები

ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, ეთანოლის პროპოლისის ექსტრაქტი, პოლიოქსიეთილენ გლიკოლები.

3. მოქმედების მექანიზმი

საშოში დაშლის შემდეგ, ოვულა წარმოქმნის წებოვან ჰიდროგელს, რომელიც ფარავს ლორწოვან გარსებს.

ჰიალურონის მჟავა უკავშირდება ვაგინალური ლორწოვანი გარსის გამონადენს და ქმნის გელის საფარს. ამ ფენას:

- აქვს დამატენიანებელი ეფექტი

- ხელს უწყოს საშოს ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას

- იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან 

- აიოლებს ბუნებრივი რეგენერაციის აქტივაციას

4. ჩვენებები

ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია:

- ბაგეებისა და საშოს ირგვლივ არსებული დარღვევების შემსუბუქებისათვის, როგორიცაა სიმშრალე, ქავილი, გაღიზიანება, წვა და სიწითლე.

- გამოიყენება გინეკოლოგიური პროცედურების და ოპერაციების შემდეგ.

5. გამოყენების წესი

მოათავსეთ თითო ოვულა ყოველდღე ღამით 5 დღის განმავლობაში, სანამ საშოში ან ვულვის მიდამოში უარყოფითი ცვლილებები არ გაქრება.

ფოლგადან ოვულას ამოღების მიზნით: [ნაჩვენებია პიქტოგრამებით]

- ამოიღეთ ერთი პლასტმასის კონტეინერი ფოლგის სტრიპიდან.

- გადახსენით ფოლგის ფურცლები და ფრთხილად ამოიღეთ პლასტმასის კონტეინერი

- ამოიღეთ ოვულა და დაუყოვნებლივ მოათავსეთ საშოში.

უმჯობესია ოვულას ჩასმა მწოლიარე მდგომარეობაში (ზურგზე მწოლიარე), ოდნავ აწეული თეძოებით.

6. გაფრთხილებები

მკურნალობის დროს არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი. მკურნალობის კურსი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ შეწყდეს მენსტრუაციის გამო.

ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაავადება გაუარესდება, ან ვულვის მიდამოში გაჩნდება ეგზემა, შეშუპება ან სხვა ადრე არარსებული სიმპტომები, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

თუ სიმპტომები გაუმჯობესდა პრეპარატის გამოყენების შემდეგ, და შემდეგ კვლავ გამოვლინდა 5 დღის შემდეგ, პრეპარატის ახალის კურსის დაწყებამდენა მიმართეთ ექიმს. 

პრეპარატი არ გამოიყენოთ სხვა ვაგინალურ პრეპარატებთან ერთად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თეთრეულის შესაძლო შეღებვის თავიდან ასაცილებლად და ჰიგიენის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია ტრუსის ყოველდღიური საფენების გამოყენება მკურნალობის დროს.

არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან.
შეფუთვა

შეფუთვაში მოთავსებულია 5 ოვულა.

ასევე, იხილეთ :Hyalo Gyn - ჰიალოგინი 10 ვაგინალური სუპოზიტორია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy