ადვანტანი - Advantan კრემი 0.1% 30გ
ჩვენება: ენდოგენური ეგზემა, კონტაქტური ეგზემა,არაკლასიფიცირებული ეგზემა, პედიატრიული ეგზემა.
ადვანტანიR 0.1% კრემი
განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის
- მოქმედი ნივთიერება: 1 გრ ადვანტანს, 1 მგ მეთილპრედნიზოლონის აცეპონატს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: დეცილის ოლეატი, გლიცეროლის მონოსტეარატი 40-55%, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი ცხიმი, კაპრილის-კაპრიკ--მირისტულ-სტეარიული ტრიგლიცერიდი, მაკროგოლის სტეარატი 40 ( ტიპი I), გლიცერინი 85%, დინატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, ბუტილჰიდროქსიტოლუენი, გამოხდილი წყალი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ. • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ. • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ. • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ადვანტანი?
- ადვანტანის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ადვანტანი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ადვანტანის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ადვანტანი ?
ადვანტანი, ეს არის მოხმარებისთვის წარმოდგენილი 15გრ, 30 გრ და ან 60 გრ თეთრი-მოყვითალო ფერის კრემის შემცველი ალუმინის ტუბები, რომელიც დაცობილია პლასტიკური სახურავით და მუყაოს შეფუთვაშია მოთავსებული.
ადვანტანი, კანის ანთებით და ალერგიულ რეაქციებს თრგუნავს და სიწითლის, კანის გასქელების, კანის ზედაპირზე შრის წარმოქმნის, შეშუპების, ქავილის და ან კანის სხვადასხვა პრობლემებიდან განვითარებული ნიშნების და ჩივილების (წვის შეგრძნება და ან ტკივილი) გამოვლინებას ამსუბუქებს.
ადვანტანი, ეგზემის სამკურნალოდ კანზე მსუბუქი გადატანის, წაცხების სახით გამოიყენება.
ადვანტანი გამოიყენება: უეცრად განვითარებული ეგზემის, ნეიროგენულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოვლენილი კანის ბუშტუკოვანი გამონაყარით, სიწითლით და ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთების, კონტაქტური ეგზემის, კანის ზედაპირის დარღვევით მიმდინარე დეგენერაციული ეგზემის, ჰიდროზული ეგზემის, მონეტის ფორმის გამონაყარით და ქავილით მიმდინარე ეგზემის, ბავშვთა ეგზემის და სხვა ნებისმიერი ტიპით კლასიფიცირებული ეგზემების სამკურნალოდ.
ადვანტანის კრემი, წყლის მაღალი შემცველობის და ცხიმის დაბალი შემცველობის პრეპარატია და მისი გამოყენება ხელსაყრელია მწვავე და სეკრეციული ეგემების, ძლიერი ცხიმიანი კანის და სხეული ღია და ან თმიანი ნაწილების სამკურნალოდ.
2. ადვანტანის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ადვანტანი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ,
· ადვანტანის შემადგენლობაში არსებული მეთილპრედნიზოლონის აცეპონატის და ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის მომატება (ალერგია) გაქვთ,
· სამკურნალო ზედაპირზე ტუბერკულოზის (ჭლექის) და ან სიფილისის გამო განვითარებული კანის დაზიანება, დარღვევაა,
· სამკურნალო ზედაპირზე აღინიშნება ვირუსული დაავადებების (მაგ. ჩუტყვავილა/ვარიცელა, ჰერპეს ზოსტერი) ნიშნები, როზაცეა, პირის ირგვლივი კანის ანთება (პერიორალური დერმატიტი), კანზე იარები, აკნე, კანის გათხელებით დასრულებული (ატროფია) და კანის დაავადებებთან დაკავშირებული კანის მთლიანობის დარღვევა და ან აცრის შემდეგ განვითარებული კანის რეაქციაა,
· ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციასთან ერთად მიმდინარე კანის დაავადება ვლინდება, რომელიც დამატებით შესაბამის მკურნალობას საჭიროებს.
ადვანტანი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
· გლუკოკორტიკოიდების (სხვადასხვა ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები), ადვანტანის ჩათვლით, შეძლებისდაგვარად უმცირესი დოზა უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ბავშვებში. სასურველი ეფექტის მისაღწევად და სასურველი ეფექტის შენარჩუნებისთვის მხოლოდ სამკურნალოდ განსაზღვრული დროის განმავლობაში გამოიყენეთ.
· თუ, ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციასთან ერთად მიმდინარე კანის დაავადება გაქვთ, საჭიროა დამატებით შესაბამისი მკურნალობა.
· გლუკოკორტიკოიდების გამოყენებასთან დაკავშირებით, ადვანტანის ჩათვლით, არსებობს ლოკალური ანთების განვითარების ალბათობის მატება.
· ადვანტანის გამოყენების დროს მოერიდეთ კრემის თვალებში, კანის ღია ნაწილებსა და ლორწოვანთან კონტაქტს.
· გლუკოკორტიკეოიდების, ადვანტანის ჩათვლით კანის ვრცელ მიდამოში გამოყენებისას და ან ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით დახურული სახვევების შემთხვევაში ზრდის გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკს. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ბავშვის საფენების ქვეშ გამოყენებისას დახურული სივრცე იქმნება.
· კანის ვრცელი მიდამოების მკურნალობისას, შეწოვის ხარისხი და ან მთლიანად სხეულზე მოქმედი ხვადასხვა მდგომარეობების განვითარების ალბათობა უგულებელყოფილი არ უნდა იქნას, ამიტომ მკურნალობის ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად ხანმოკლე უნდა იყოს.
· როგორც სხვა დანარჩენი კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში, არასწორმა გამოყენებამ შეიძლება კლინიკური ნიშნების წაშლა გამოიწვიოს.
· თუ, ანამნეზში თვალის შიგა წნევის მომატება (გლაუკომა) გქონდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. როგორც ზოგადად გამოყენებული და მთლიანად სხეულზე მოქმედი კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში, ლოკალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამაც (მაგ.მაღალი დოზა და ან ხანგრძლივი პერიოდით კანის ვრცელ მიდამოში გამოყენება, დახურული საფენის, სახვევის ქვეშ გამოყენება და ან თვალის ირგვლივ გამოყენების შედეგად) შეიძლება გლაუკომის განვითარება განაპირობოს.
· ადვანტანის შემადგენლობაში არსებულმა ორმა დამხმარე ნივთიერებამ (ცეტოსტეარილის სპირტი და ბუტილჰიდროქსიტოლუენი) შეიძლება გამოიწვიოს კანის ლოკალური გაღიზიანება (მაგ.კონტაქტური დერმატიტი) ბუტილჰიდროქსიტოლუენმა შეიზლება გამოიწვიოს კანის და ან ლორწოვანი გარსების გაღიზიანება (მაგ.პირის ღრუ და ან ცხვირის ღრუ).
პედიატრიული პოპულაცია:
ადვანტანი, დახურული სახვევების და საფენების ქვეშ არ გამოიყენოთ. ბავშვის საფენის ქვეშ შეიძლება დახურული სივრცე შეიქმნას, რაც გასათვალისწინებელია.
კრემის 4 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონტროლი და მდგომარეობის შეფასება. გთხოვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ადვანტანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ადვანტანის გამოყენება საკვების და ან სასმელის მიღებისას ნებადართულია.
ორსულობა :
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
· თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, ადვანტანის რეცეპტის გამოწერამდე აღნიშნულ მდგომარეობას გაითვალისწინებს.
· ზოგადად ცნობილია, რომ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში კორტიკოსტეროიდის შემცველი გარეგანი გამოყენების წამლების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
· განსაკუთრებით მოერიდეთ კრემის კანის ვრცელ მონაკვეთებში და ხანგრძლივ და ან დახურული საფენების ქვეშ გამოყენებას.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
· ძუძუთი კვებაზე მყოფ ქალებმა ადვანტანი მკერდის მიდამოში არ უნდა გამოიყენონ.
· მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უთხარით რომ ძუძუთი კვებაზე გყავთ ბავშვი, ექიმი ადვანტანის რეცეპტის გამოწერამდე აღნიშნულ მდგომარეობას გაითვალისწინებს.
•განსაკუთრებით მოერიდეთ კრემის კანის ვრცელ მონაკვეთებში და ხანგრძლივ გამოყენებას და ან დახურული საფენების ქვეშ გამოყენებას.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ადვანტანი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.
ადვანტანის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებმნიშვნელოვანიინფორმაცია:
ადვანტანის შემადგენლობაში არსებულმა ორმა დამხმარე ნივთიერებამ (ცეტოსტეარილის სპირტი და ბუტილჰიდროქსიტოლუენი) შეიძლება გამოიწვიოს კანის ლოკალური გაღიზიანება (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ბუტილჰიდროქსიტოლუენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის და ან ლორწოვანი გარსების გაღიზიანება (მაგ.პირის ღრუ და ან ცხვირის ღრუ).
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ადვანტანი ?
• სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :
ადვანტანი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, განმეორებითი კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ადვანტანი, გამოიყენება დღეში ერთხელ, კანის დაავადებულ მიდამოში თხელი ფენის მსუბუქი გადატანით, ტოპიკალურად (ზედაპირულად, ლოკალურად).
ზრდასრულებში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა 12 კვირას არ უნდა აღემატებოდეს.
თუ, ადვანტანის კრემის ხანგრძლივ გამოყენებასთან დაკავშირებით კანის ზედმეტად გამოშრობა გამოვლინდება, მაშინ არჩევანი უნდა გაკეთდეს უფრო მეტი ცხიმის შემცველ ფორმულაზე (ადვანტანის მალამო და ან ცხიმოვანი მალამო)
გამოყენების გზა და მეთოდი:
განკუთვნილია დაავადებული კანის ზედაპირზე გამოყენებისთვის, კრემი კანის ზედაპირზე მსუქბუქად გადაიტანება, საცხის სახით.
•სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ადვანტანის გამოყენების უსაფრთხოება 4 თვეზე ნაკლების ასაკის ბავშვებში არ არის დამტკიცებული. ბავშვებსა და ან მოზარდებში გამოყენებისას დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობამ 4 კვირას არ უნდა გადააჭარბოს.
ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში გამოყენება აუცილებელი საჭიროების გარეშე არ არის რეკომენდირებული.
თუ, ფიქრობთ, რომ ადვანტანის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ,ადვანტანის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, ადვანტანის საჭიროზე მეტი რაოდენობა გამოიყენეთ, არ ინერვიულოთ.
ადვანტანის ერთი დოზით ზედმეტი გამოყენებისას (კანის ვრცელ მიდამოში ერთჯერადი გამოყენება) და ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, რაიმე სახის რისკი არ არის მოსალოდნელი.
თუ, ადვანტანის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ადვანტანის გამოყენება დაგავიწყდებათ:
თუ, მალამოს გამოყენება დაგავიწყდებათ, ექიმი გამოტოვებული დოზის განხორციელების დროს გადაწყვეტს. კრემის მომდევნო დოზის განხორციელებისთვის ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც ადვანტანით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, ადვანტანს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენებთ, დაავადების ნიშნები მკურნალობის პროცესში ალაგდება და მკურნალობის დასრულებისას სრული გამოჯანმრთელება უზრუნველყოფილი იქნება. თუ, დაავადების ნიშნების გამოვლინდება გაგრძელდება და ან კვლავ განმეორებით გამოვლინდება, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ადვანტანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებშიც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან მინიმუმ 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
გავრცელებული:
გამოყენების მიდამოში წვის შეგრძნება, ქავილი
ნაკლებად გავრცელებული:
წამლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გამოყენების მიდამოში სიმშრალე, სიწითლე (ერითემა), კანის ზედაპირზე ანთებითი ბუშტუკები(ვეზიკულები), თმის ფესვის ანთება (ფოლოკულიტი), გამონაყარი, დაბუჟება (პარესთეზია)
იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
კანის სოკოვანი ინფექცია, კანის ნახეთქები, აკნე (ფერიმჭამელები), კანის ჩირქოვანი ინფექცია (პიოდერმა), კაპილარების გაგანიერება (ტელეანგიექტაზიები), კანის გათხელება (ატროფია), გამოყენების მიდამოში ცელულიტი, შეშუპება, გაღიზიანება.
უცნობის სიხშირის (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია)
ჭარბი თმიანობა, პერიორალური (პირის ირგვლივი) დერმატიტი, კანის ფერის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები, კანის სტრიები(ნახეთქები).
კორტიკოსტეროიდების შემცველი და კანზე გამოყენებული წამლების გამოყენებისას, ადვანტანის ჩათვლით, წამლის შეწოვასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები მთელ სხეულზე შეიძლება გამოვლინდეს.
ყველა ზემოთ აღნიშნული ადვანტანის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს.გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
5. ადვანტანის შენახვა
ადვანტანი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ, <250C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ასევე , იხილეთ : Advantan - ადვანტანი მალამო 0.1% 30გ
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account