მაკუვიტი - Makuvit 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 50,35 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
მარაგშია
SKU
94112_1999

ჩვენება: თვალების დაცვა აგრესიული გარე გავლენისგან (კომპიუტერი, ავტომობილის მართვა, კაშკაშა შუქი და ა.შ.), მხედველობის დაქვეითების პრევენცია.

მაკუვიტი კაფსულები

Makuvitcapsules

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

მოცვის ექსტრაქტი 200 მგ

ტაურინი 100 მგ

ლუტეინი 12 მგ

ზეაქსანტინი 2.4 მგ

ვიტამინი A 2500 სე

ვიტამინი E 8 მგ

ომეგა-3 500 მგ

ლიკოპენი 8 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, გლიცეროლი, ჟელატინი, Ponceau 4 R Supra, ბრილიანტის ლურჯი.

თვისებები

მაკუვიტი არისვიტამინისა და კაროტინოიდების  ეფექტური კომპლექსი გოგირდის შემცველი ამინომჟავის ტაურინით თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ანტიოქსიდანტური დაცვისა და მხედველობის დაქვეითების პროფილაქტიკისთვის.

ვიტამინი A არის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია ნორმალურ მხედველობაზე, ჯანმრთელ კანსა და ორგანიზმის ყველა ლორწოვან გარსზე. იგი აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ინარჩუნებს საცრემლე ჯირკვლების ჯანმრთელობას; ასევე ხელს უშლის თვალის ლორწოვანი გარსის გამოშრობას.

ვიტამინი E  ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობისთვის; ხელს უწყობს თვალის სისხლძარღვების სიმტკიცეს და ბადურის სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ომეგა-3 ესენციური ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს წყალწყალა ნამის ნორმალურ გადინებას თვალიდან. ომეგა-3-ის საკმარისი რაოდენობით მიღება ასტაბილურებს საცრემლე აპკს და ხელს უშლის ანთებით პროცესებს.

ლუტეინიდაზეაქსანტინი - კაროტინოიდები, ანტიოქსიდანტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თვალის ბროლისა და ბადურის მაღალი ხარისხით ფუნქციონირებისთვის; ასევე ხელს უშლის მხედველობის გაუარესებას, იცავს თვალებს აგრესიული გარეგანი ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ სწრაფ აღდგენას.

ტაურინიამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის მეტაბოლურ პროცესებში. ეს ბიოლოგიური კომპონენტი აუმჯობესებს ბადურის ჯანმრთელი უჯრედების რეგენერაციას.

მოცვისექსტრაქტი შეიცავს ანთოციანინებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თვალის ყველა ქსოვილში, იცავს ანთებითი პროცესებისგან, აღადგენს როდოპსინის (ფოტომგრძნობიარე პიგმენტის) დონეს.

ლიკოპენი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, განსაკუთრებით თვალის მიდამოში. ლიკოპენი აუმჯობესებს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას.

გამოყენება

•  ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები ბადურაზე, მინისებრ სხეულსა და ბროლში;

• თვალების დაცვა აგრესიული გარე გავლენისგან (კომპიუტერი, ავტომობილის მართვა, კაშკაშა შუქი და ა.შ.);

• ბინდის ხედვა;

• მხედველობის დაქვეითების პრევენცია;

• პოსტოპერაციული (ოფთალმოლოგიური ქირურგია).

გაფრთხილება

არ გამოიყენება ჰიპერმგრძნობელობისას რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს

დოზირება

12-18 წლის ასაკში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ.

მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში

შეფუთვა

3X10 კაფსულა.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

შენახვის წესი

ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს  25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy