კოქუნი - Coqun 10მლ თვალის წვეთები

განსაკუთრებული ფასი 54,15 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
მარაგშია
SKU
94039_3726

ჩვენება: დამატებითი მკურნალობა გლაუკომის ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან ერთად.

კოქუნი

COQUN®

დამატებითი მკურნალობა გლაუკომის ანტიჰიპერტენზიულ თერაპიასთან ერთად.

COQUN® -ის გამოყენება

COQUN® წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო თვალის წვეთებს ორი ანტიოქსიდანტური მოლეკულის - კოენზიმ Q10-ისა და ვიტამინ E TPGS შემცველობით, რომელიც განკუთვნილია, როგორც ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დამატებითი სამკურნალო საშუალება გლაუკომის დროს. COQUN®-ს აქვს უნარი მართოს გლაუკომასთან დაკავშირებული ოქსიდაციური დაზიანება.

გამოყენების მეთოდი

ჩაიწვეთეთ COQUN®-ის 1-2 წვეთი თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში ან ოფთალმოლოგის დანიშნულებისამებრ.

COQUN®-ის გამოყენების ინსტრუქცი

გამოყენებამდე მოხსენით დამცავი რგოლი

მოხსენით თავსახური.

ჩამოწიეთ ქვემოთ თითოეული თვალის ქვედა ქუთუთო ნაზად და აიხედეთ ზემოთ. ჩაიწვეთეთ თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი ბოთლზე ხელის ნაზი მოჭერით.  უკონსერვანტო წვეთებისთვის განკუთვნილი ფლაკონ-დისპენსერის შიდა მახასიათებლების გამო, როცა ხსნარი თავდება, ფლაკონს ჭირდება უფრო მეტი ძალით ზეწოლა, რომ ნარჩენი პროდუქტი გამოიდევნოს.

გამოყენებისთანავე დაახურეთ ფლაკონს თავსახური. ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს პირველი გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები

• არ გამოიყენოთ პროდუქტი ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

• თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი რეაქცია, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს.

• პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ლინზების ხმარების დროსაც.

• სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემხვევაში, კოქუნი გამოიყენეთ სხვა წვეთის ჩაწვეთებამდე 10 წუთით ადრე ან ჩაწვეთებიდან 10 წუთის შემდეგ.

• პროდუქტი სტერილობას ინარჩუნებს 60 დღის განმავლობაში პირველი გახსნის შემდეგ.

• ვარგისობის თარიღი ეხება სწორად შენახულ, გაუხსნელ პროდუქტს.

• არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ნაჩვენებია შეფუთვაზე.

• პროდუქტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.

• არ დაუშვათ, რომ ბოთლის წვერი თვალებს შეეხოს.

• არ გამოიყენოთ ბოთლი, თუ ის დაზიანებულია.

• შეინახეთ პროდუქტი სინათლისგან, სითბოსგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

• პროდუქტი არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

• არ გადაყლაპოთ.

შემადგენლობა

COQUN® თვალის წვეთების 100 მლ შეიცავს:

• 100 მგ კოენზიმ Q10;

• 500 მგ ვიტამინი E TPGS (D-ტოკოფერილ პოლიეთილენ გლიკოლ 1000 სუქცინატი);

• ბუფერული იზოტონური ხსნარი.

შეფუთვა

10 მლ ბოთლი, კონსერვანტების გარეშე OSD სისტემაში.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy