თურმანიძის მალამო ანტისეპტიკი 30გ
ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
თურმანიძის მალამო ანტისეპტიური, მულტი-ფუნქციური
შემადგენლობა:
მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, კალენდულა/გულყვითელა, ნაძვის ფისი (ტერპენტინი), ფიჭვის მტვერი, ფუტკრის ცვილი.
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების - კარბუნკული ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი ზომის დეფექტი), სუფთა ჭრილობების, პოსტტრავმული ღია ჭრილობების, ბანალური ოსტეომიელიტის, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები: ტროფიკული წყლული, დიაბეტური ტერფი; აგრეთვე ნაწოლების, სხვადასხვა ონკოლოგიური ჭრილობების, აგრეთვე მწერების (კოღოს) ნაკბენის, ჩირქოვანი აკნეს და აკნეს შემდგომი მკურნალობის დროს.
გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი.
მეანობაში: კერტების ნახეთქები ძუძუთი კვების დროს, შორისზე ჭრილობები.
სტომოატოლოგიაში: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებადი დაავადებები, ყბა-სახის ქირურგიაში და იმპლანტოლოგიაში ქსოვილთა რეგენერაციისათვის, პროტეზებით გამოწვეული ღრძილების გაღიზიენება
გამოყენების წესი და დოზირება:
ჭრილობის ანტისეპტიკური დამუშავების შემდეგ, პრეპარატით/მალამოთი გაჟღენთილ მიტკალს (სასურველია) ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონის სახით. ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ. მსუბუქ შემთხვევებში მალამოს შეიზილეთ/წაისვით პირდაპირ კანის ზედაპირზე.
სტომატოლოგია: მალამო დაიტანება თხელი ფენით დაზიანებულ ადგილებზე
გინეკოლოგიაში: პრეპარატი გამოიყენება ვაგინალური ტამპონების სახით,
უკუჩვენება:
არ აღინიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
გამოშვების ფორმა: 30 გ ალუმინის ტუბში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.
გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალ საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პრეპარატი (მალამო) წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account