ACYCLOVIR - აციკლოვირი 5% 5გ მალამო
ჩვენება: ჰერპესის და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული სქესობრივი ინფექციების სამკურნალოდ.
აციკლოვირი,
50 მგ/გ, მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი ( acyclovir)
პრეპარატის გამოყენების წინ წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
· პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად მოცემული ფურცლის ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად.
· შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.
· დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროებისას, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.
· თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.
· თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
1. რას წარმოადგენს პრეპარატი აციკლოვირი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ აციკლოვირის გამოყენებამდე
3. პრეპარატ აციკლოვირის გამოყენება
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. პრეპარატ აციკლოვირის შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს პრეპარატი აციკლოვირი და რისთვის გამოიყენება
აციკლოვირის მალამო მიეკუთვნება ანტივირუსული პრეპარატების ჯგუფს. გამოიყენება ჰერპესის და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული სქესობრივი ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატი ანადგურებს ჰერპესის ან გენიტალური ჰერპესის გამომწვევ ვირუსებს ან აჩერებს მათ ზრდას.
იხილეთ ბლოგი: ჰერპესის მკურნალობა — ყველაფერი, რაც ამ ვირუსზე უნდა ვიცოდეთ
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ აციკლოვირის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი აციკლოვირი:
- თუ გაგქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აციკლოვირზე, ვალაციკლოვირზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ აციკლოვირის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ:
- გაქვთ დაავადება, რომლის დროსაც დაქვეითებულია იმუნური სისტემა, და თქვენს ორგანიზმს ნაკლებად აქვს უნარი შეებრძოლოს ინფექციებს (მაგალითად, თუ გაქვთ აივ ან შიდსი ან თუ გადატანილი გაქვთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია).
თუ დარწმუნებული არ ხართ, აციკლოვირის მალამოს გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
აციკლოვირის მალამო განკუთვნილი არ არის პირის ღრუში, თვალებზე ან საშოში გამოსაყენებლად. აციკლოვირმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი აციკლოვირი
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას. ეს ეხება ნებისმიერ მცენარეულ პრეპარატს ან დანიშნულების გარეშე შეძენილ პრეპაარტებს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად და ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს ცნობები ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე აციკლოვირის ზემოქმედების შესახებ.
3. პრეპარატ აციკლოვირის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელ-ჩანართის ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
აციკლოვირის მალამოს გამოყენება
· აციკლოვირის მალამო განკუთვნილი არ არის პირის ღრუში, თვალებზე ან საშოში გამოსაყენებლად.
· არ შეიძლება აციკლოვირის მალამოს შერევა რაიმესთან, წყალთანაც კი.
· ყოველთვის დაიბანეთ ხელები აციკლოვირის მალამოს გამოყენების წინ და შემდეგ.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და ბავშვები
· მალამოს თხელი ფენა წაისვვით დაზიანებულ უბანზე დღეში ხუთჯერ.
· აციკლოვირის მალამოს გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს ოთხი საათი. რეკომენდებული დრო: 7:00, 11:00, 15:000, 19:00 და 23:00.
· თუ ჰერპესის მოვლენები არ გადის 4 დღის შემდეგ ან გენიტალური ჰერპესი არ იკურნება 5 დღის შემდეგ, შეგიძლიათ მალამოს გამოყენება კიდევ 5 დღე.
· თუ ამის შემდეგ დაზიანებული უბანი არ განიკურნა, შეწყვიტეთ მალამოს გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გამოიყენეთ საჭირო მეტი აციკლოვირის მალამო
თუ გამოიყენეთ განსაზღვრულზე მეტი აციკლოვირის მალამო, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
მალამო განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის, თუ შემთხვევით გადაყლაპავთ მას, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
თუ გამოტოვეთ პრეპარატის გამოყენება, წაისვით მალამო, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი გამოყენების დრო, არ წაისვათ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, აციკლოვირის მალამომ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ალერგიული რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ აციკლოვირის მალამოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს:
· გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე;
· სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება
· ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
· აუხსნელი ციება და სისუსტე, განსაკუთრებით წამოდგომისას.
· სხვა არასასურველი რეაქციები მოიცავს:
არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
· წვა ან ჩხვლეტა მალამოს გამოყენების შემდეგ, რაც შემდეგ გადის;
· კანის სიმშრალე ან აქერცვლა;
• ქავილი
იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში):
· ერითემა (სიწითლე)
· კანზე გამონაყარი (კონტაქტური დერმატიტი)
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, კონსლტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ფურცელ-ჩანართში.
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით თქვენს ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.
5. პრეპარატ აციკლოვირის შენახვა
ინახება არა უმეტეს 250C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები პრეპარატის გამოუყენებელი ნარჩენების უტილიზაციის შესახებ.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
მალამო აციკლოვირის ერთი ტუბი შეიცავს მოქმედი ნივთიერება - აციკლოვირი - 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400, მაკროგოლი 1500.
პრეპარატ აციკლოვირის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
აციკლოვირი, 50 მგ/გ, მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, ერთგვაროვანი თეთრი ფერის მალამო.
5 გ ალუმინის ტუბში.
თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account